7 სოფ. საკიკიანო (სამეგრელო). აქაური სკოლა და მღვდლის მოღვაწეობა მაზე. 1895-ის სასწავლო წლიდან აქ, ამ სოფელში, ადგილობითის მღვდლის მ. ფილიპე კვარაცხელიას თაოსნობით და მეცადინეობით არსებობს სამრევლო სკოლა, რომელიც ამ სკოლისათვის საჭირო შენობა და ერთი ქცევა მიწა, ღირებული 400 მანეთად, შესწირა, მაგრამ ამისთანა კეთილი და მისაბაძი მაგალითებით ზოგიერთნი პირნი და სოფელნი სარგებლობენ, მაგალითად: ამა და ამ მღვდელმა თავისი ხარჯით ააშენა სამრევლო სკოლისათვის საჭირო შენობა და ჩვენი მღვდელი რათ არ გვიკეთებსო და სხვა, ასე რომ მღვდლებს ჰხდიან მოვალეთ შენობაზედ და სხვა საჭირო მასალების მოპოვებაზე, და თვით კი (საზოგადოება) ყურსაც არ იბერტყავს ამაზე. თუმცაღა ამ სკოლაში ყველაფერი უფასოა და ესევე მღვდელი თითქმის უფასოდ ურიგებს მოსწავლეებს სასწავლო ნივთებსაც, მაგრამ აქაური უსწავლელი საზოგადოება, გამსჭვალული რაღაც უცნაური აზრებით, ყურადღებას არ აქცევს და არ ზრუნავს ამ სამრევლო სკოლაზე იმითი, რომ არა ბავშვებს აძლევენ სკოლაში. სადაც ამისთანა სამრევლო სკოლები არ არსებობენ, იქ მიზეზად ამას ასახელებენ, რომ ღარიბნი ვართო, მაგრამ ამ შემთხვევაში რა მიზეზი უნდა ითქვას, როდესაც ყველაფერი უფასოდ აქვს? დარჩენია მხოლოდ ვსთქვათ, რომ ამისთანა საზოგადოება არის ბრმა, დაუდევნელი და სხვა არაფერი. დიდის მადლობის ღირსია მ. ფილიპე კვარაცხელია, მმართველი და საღმრთო სჯულის მასწავლებელი ამა სკოლისა, ასეთი ქველმოქმედებისათვის და ენერგიული სწავლის გაძღოლისათვის. ყოველ შემთხვევაში ვისურვებთ, რათა მისს შრომა-მეცადინეობას და ქველ-მოქმედებას მტკიცე და მყარი ნაყოფი გამოეტანოს და მრავალნი მიმბაძველნი გამოსჩენოდნენ მას. გურულ-მეგრელი (ნიკოლოზ ბერიძე) ცნობის ფურცელი N744 1899 წელი აი რეკონსტრუქცია 0 FacebookTwitterEmail chkhorotskuge Following Author previous post ნაკიანის მაცხოვრის ეკლესია next post ნაკიანის ისტორიიდან