მთავარი გვერდი ნათია გახარია ზოგიერთი ტოპონიმის მნიშვნელობაზე

ნათია გახარია ზოგიერთი ტოპონიმის მნიშვნელობაზე

1. #ახუთი – თავში მოვიწროებული, დახშული ვიწრობი, ჩავარდნილი ადგილი მთების გარემოცვაში.
2. #გარახა – კლდოვანი, ციცაბო ქედი; ქანობი; გორმახი; ფლატე.
3. #დღვანა – საფლობი, თხელი ტალახი.
4. #ეწერი – კოლხური სიტყვაა, აღნიშნავს უნაყოფო ნიადაგს.
5. #ზანა – წყალი; ვაკე, ბარი; წყლისპირა ბარი.
6. #ზინდი – სინდო, შავი დაჭაობებული მიწა.
7. #თაია – კნინ. პატარა მთა.
8. #თორსა – ტლაპო, საფლობი; ჭაობი, სადაც ყველაფერი იძირება.
9. #კირცხი – სეტყვა; ქვიან-ღიჭიანი; ფიცხი, ფიცხელი, ძნელად დასამუშავებელი ნიადაგი.
10. #კორცხელი – მაგარი, ფიცხელი ნიადაგი.
11. #კოხორა – ქვა-ღორღიანი ადგილი, გოხნარი; შეძლებული დასახლება, კარგი სამოსახლო ადგილი.
12. #კურზუ – მცირე ბორცვი; შემაღლება ვაკეზე.
13. #ლარა – სწორი, ვაკე ადგილი; გაშლილი ფერდობი.
14. #ლია – საფლობი, ტლაპო, ლამი, ტალახი.
15. #მაზანდარა – ლორწოვანი; ბლანტი, ჭაობიანი ნიადაგი.
16. #ნოღა – ქალაქი; დაბა; დაბლობი; ხევი; ღელე, რუ, ნაღვარევი, მდინარის ტოტი.
17. #ონარია – ნაწყლევი; ჭაობიანი, არამყარი ადგილი.
18. #ონოღია – ნოტიო (ტენიანი) ადგილი.
19. #ოტობაია – ნაყოფიერი საყანე ველობი.
20. #რუხი – როხი; დიდი ლოდი; ხორბლის, ღომის მსხვილმარცვლიანი ჯიში. 
21. #ტალერი – ტრიალი, დიდი მწვანე ველი; ნასვენი, მიშვებული მინდორი.
22. #ურეკი – ნოყიერი, შლამიანი ადგილი. 
23. #ურთა – აფხ.სიტყვაა და ნიშნავს კარგმოსავლიან ადგილს, ადვილად დასამუშავებელს.
24. #ჭალე – ჭალა; წყლისპირა დაბლობი; ნაყოფიერი მიწა; მარჩხა ადგილი ზღვის სანაპიროსთან.
25. #ხანწკი – ქვიანი მაღლობი.

სამაგისტრო ნაშრომი ეძღვნება მეგრულსა და ლაზურ ენებში არსებულ ნიადაგისა და წყლის აღმნიშვნელ ლექსიკას. ნაშრომში შესწავლილია  ზემოთაღნიშნული საკითხი და, ასევე, მოცემულია ლინგვისტური ანალიზი.

ნათია გახარია-ნიადაგისა და წყლის აღმნიშვნელი ლექსიკა მეგრულ-ლაზურში (ლინგვისტური ანალიზი) by Lasha Mebonia on Scribd

Leave a Reply

Odabade.Ge

ჩხოროწყუს ციფრული არქივი

ჩხოროწყუს ციფრული არქივი

 პროექტი "ჩხოროწყუს ციფრული არქივი"    ააიპ "საქართველოს რეგიონების სივრცის" და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის  კულტურის სამსახურის ერთობლივი ინიციატივაა

სამოქალაქო სივრცე

ერთად შევქმნათ სამოქალაქო სივრცე

ერთად შევქმნათ სამოქალაქო სივრცე

  ააიპ "საქართველოს რეგიონების სივრცე"  ღიაა ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის.   

ჩხოროწყუს ელექტრონული ქსელი

ჩხოროწყუს  ელექტრონული ქსელი

ჩხოროწყუს ელექტრონული ქსელი

ჩვენ  ვქმნით  ჩხოროწყუს ელექტრონულ ქსელს, რომელიც  მოიცავს  ინფორმაციათა ფართო ქსელს ჩხოროწყუს  და  საქართველოს რეგიონების შესახებ