მოძღვარი ანტონ ჩიქოვანი

by chkhorotskuge
0 comments

მღვდელი ანტონ იესეს ძე ჩიქოვანი. დაბ. 1841 წელს გლეხის ოჯახში.

ქართულ ენაზე საეკლესიო წიგნების წერა-კითხვა და საეკლესიო ტიბიკონი კარგად, რამდენიმე ნაწილი კატეხიზმო და ისტორიული მოთხრობა, სოფლიური გალობა, რუსული ნუმერაცია მარტვილის საკათედრო ტაძარში ისწავლა. 1863 წლის 2 ივლისს მეორე მუხურის ღვთისმშობლის მიძინების სახ. ტაძრის მედავითნედ დაინიშნა. 1872 წლის 27 მაისს პირველი მუხურის წმ. გიორგის სახ. ტაძარში გადაიყვანეს. 1886 წლის 24 აგვისტოს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა გრიგოლმა (დადიანი) დიაკვნად აკურთხა და მეორე მუხურის ტაძარში განამწესა. 1892 წლის 25 იანვარს მღვდლად დაასხა ხელი და ლექარჩის მთავარანგელოზთა სახ. ტაძრის წინამძღვრად დაადგინა. დაჯილდოებული იყო საგვერდულით. 1908 წლის მარტში შტატიდან გავიდა. 1914 წელს მეორე მუხურის ღვთისმშობლის მიძინების სახ. ტაძარზეა მიწერილი როგორც უშტატო მოძღვარი. გარდაცვალების წელი უცნობია. მეუღლე სალომე იოანეს ასული (მეორე ვერსიით _ ვასასი უჩანას ასული, დაბ. 1847წ.) და შვილები: შუშანიკი (დაბ. 1880წ.); ისააკი (დაბ. 1883წ.).

You may also like

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
-
00:00
00:00
Update Required Flash plugin
-
00:00
00:00

@2022 – All Right Reserved. Lasha Mebonia