804
15 ნოემბერს ქვედა ჩხოროწყუს თემის საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ ამავე სოფლის ტერიტორიაზე მდებარე დაფნის საწარმო ,,ჯუმითი- 2014″-ს,
მოსწავლეები დეტალურად გაეცნენ ,,ჯუმითი-2014″- ში მიმდინარე წარმოების ტექნოლოგიურ პროცესებს, ნახეს როგორ მიიღება ოზონით დამუშავებული ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი, ადგილზე გაეცნენ დაფნის ფოთლის ქიმიურ შემადგენლობას, კვებით ღირებულებასა და შენახვის ოპტიმალურ პირობებს, გაიაზრეს დაფნის კულტურის სასიკეთო გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე , ისაუბრეს მის როლზე კულინარიაში.
მოსწავლეებმა მასწავლებლებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს დაფნის ფოთლის დახარისხებაშიც, რის გამოც მადლობაც დაიმსახურეს.
ვიზიტი დაფნის საწარმოში სამახსოვრო ფოტო გადაღებით დასრულდა!