ლაშას ბლოგი მოლოდინი by chkhorotskuge 07/04/2019 written by chkhorotskuge 07/04/2019 1.2K მარაშინას შემდეგ თბილისში დაბრუნების დრო დგებოდა. მამაჩემი თეთრ 06-ში ბარგს ჩაალაგებდა და სახლისკენ ჰერიჰერი 🙂 პატარა მარო ჭიშკართან აცრემლებული იყო, გაშეშებული. სულ მინდოდა აკრძალული სექტემბრის გემო გამეგო, ცოტა ხანი კიდევ დავრჩენილიყავი. ჯერ სკოლა, მერე უნივერსიტეტი.. კომპრომისი წარმოუდგენელია. ასე მოხდა რომ შემოდგომის დამწყები წვიმა ინსტიტუტის დასრულებამდე არ მენახა. არადა ვიცოდი სექტემბრის დასაწყისში ერთი მაგარი რომ მოწვიმს, მდინარეს გული ეყინება და მთაში თოვლი მკვიდრდება. როცა მარო მარტო დარჩა, მე კი ქალაქში სამსახური ვერ ვიშოვე, ხაბუმური ცხოვრება დაიწყო. ბოროტი წვიმაც გავიცანი, ადიდებული მდინარე, მერე “ტახუა” ( სიმინდის კრეფა) , ადგილობრივ ფეხბურთის გუნდსაც ვგულშემატკივრობდი და ასე გავხდი ერთი თბილისელი ბიჭი ჩხოროწყუელიც. მძიმე დრო იყო. საჭმელი ჭირდა. მარო ჩიტის რძეს არ მაკლებდა, მაგრამ ის ელოდა….შვილებს ელოდა, აივანთან დაჯდებოდა და…. იცდიდა …მამაჩემს უცდიდა…. სახეზე ხელი ქონდა მიდებული, იდაყვით აივანს ეყრდნობოდა, ჯოხი გვერდით და თუ არ მუშაობდა, მისი მზერა ჭიშკრისკენ იყო. შვილები კი არ ჩანდნენ…. ზოგჯერ ხაბუმის მეორე მხარეს გათხოვილი მამიდა მოვიდოდა, მაროს თვალები გაუნათდებოდა ან ახალსოფლიდან მეორე მამიდა მოაკითხავდა…. მერე კი ელოდა და ელოდა ბიჭს ,რომელმაც ქალაქური ცხოვრება აირჩია….მე ვსწავლობდი, ვკითხულობდი. ბეჟანი, ბაჩუკი, ბესო, თამრიკო, მერაბი და შაკა მყავდნენ გვერდით. ო,ეს როგორ არ ვახსენო? მამამ 12ვოლტიანი ტელევიზორი აკუმულატორით და დამტენით დაგვიტოვა. სერიალის სანახავად 100კაციც კი შეკრებილა . ფეხზე დასადგომი ბილეთიც არ იყო პატარა მარო თავს სასტიკად ცუდად გრძნობდა . მოვეფერე, ავუხსენი, რომ ხალხს ვერ გავყრიდი.შევთანხმდით, პირველ საათამდე გულაობა შეგვეძლო.მერე ყველა სახლში!!! უდენობა სუფევდა და რა გასაკვირია ხალხი არ იშლებოდა. ამ ამბავს ყველა მივაჩვიე, მაროც აკონტროლებდა პირველის ნახევარზე უთქმელად საათს დახედავდა…. თბილისსს ძლივს ვურეკავდი. იქიდან ილუზიას მამცნობდნენ შესაძლო სამსახურის შესახებ და მოვდიოდი…პატარა მარო ჭიშკართან,თვალცრემლიანი…. “უკან არ მოიხედოო” ვერ დავუჯერე, ცრემლებს მოვეფერე და დავემშვიდობე მსოფლიოში უძლიერეს ქალბატონს, ქალის სახეს,რომელმაც აქაურობა შემაყვარა… .თბილისი კი მიცდიდა.”ჩემიანი ხარ უფროო” თითქოს მაგრძნობინებდა. ახლა გარეთ შემოდგომის მომყვანი მორიგი წვიმაა, დიდი ხანია თბილისში მე მელიან, უკვე ჩემი დედა მელის, ისე როგორც მარო ელოდა თავის შვილს….. 0 comments 0 FacebookTwitterEmail chkhorotskuge previous post ჩუმად. ჩუმად. თუმცა აქ ისედაც სიჩუმეა…… next post ქალთა ფეხბურთი ჩხოროწყუში. გუნდის მთავარი მწვრთნელი ბაჩი თოდუა არსებულ გამოწვევებზე გვესაუბრა You may also like ცხრა წყაროს გზა: ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გენეზისისა და განვითარების... 09/07/2025 ბებოს დღიური 31/03/2025 ანგელოზის თავგადასავალი 30/08/2018 1969 წლის ხაბუმის ვიდეოქრონიკა 20/03/2018 პატარა პარიზთან 01/03/2018 “დადიანების მაგნოლიები”-დადიანების ყოფილი აგარაკი, ბილიკი, წყარო და სკოლაში... 04/08/2017 როგორ “დაიბადა” ჩხოროწყუ? 26/07/2017 ჩხოროწყუობა2016 05/11/2016 🟩 შურუბუმუ – ჩემი შთაბეჭდილებები 31/10/2016 ჯუმითი ( სოფელი ხაბუმე) 25/02/2016