975
მდ. ღუნჯა ხობისწყლის ერთ-ერთი დიდი შენაკადია და მისი სიგრძე დაახლოებით 20 კმ-ს შეადგენს. ცნობილია ამ მდინარის ჩანჩქერები, რომელიც ჩხოროწყუს ტურისტული განვითარების მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს.
ჰიდროელექტროსადგურ ,,ხობი–2″–ის მშენებლობის ფარგლებში მდინარე ღუნჯაზე სახიდე გადასასვლელის მშენებლობა მიმდინარეობს. ხიდის სიგრძე 14, ხოლო სიგანე 7 მეტრი იქნება. სამუშაოებში ადგილობრივი მუშა ხელია დასაქმებული.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ხიდის მშენებლობა მუხურის ტურისტულ შესაძლებობებს მკვეთრად გაზრდის