მთავარი გვერდი » მუნიციპალეტეტი » სპორტი » ფეხბურთელი მაიკო ბებია

ფეხბურთელი მაიკო ბებია

ავტორი chkhorotskuge
0 კომენტარები
blank

ამ სურათში ერთი უცნაური  დეტალია, რომელიც უცებ შეიძლება  ვერ შენიშნოთ.

დააკვირდით? დიახ, არ ცდებით,  ბიჭების გუნდში მარჯვნივ ჩვენი ჩანაწერის გმირი მაიკო ბებიაა, რომელიც ფეხბურთით ცხოვრობს და დიდ ფეხბურთელობაზე ოცნებობს.

blank

“პირველად ფეხბურთის თამაში 5-6 წლის ასაკში დავიწყე. ჩემი პირველი მასწავლებელი ჩემი ძმა (დათო ბებია) იყო. ნელ-ნელა ვსწავლობდი,  10 წლის ვიყავი ბიჭების გუნდში თამაში რომ დავიწყე.

ვარჯიშზე რომ მივედი, ყველა გაოცებული მიყურებდა. ამ გუნდში ბევრი ვისწავლე. ჩემი წარმატებები და გამომუშავებული უნარ-ჩვევები   პირველი მწვრთნელის პაატა ჯალაღონიას დამსახურებაა”

banner
blank

ქვედა რიგში, მარჯვნივ მაიკო ბებია

“ბიჭების გუნდში სულ 4 გოლი მაქვს გატანილი. მათთან 3 წელი ვიყავი , შემდგომ კი ჩემი კარიერა ახალ საფეხბურთო კლუბში “თბილისის თბილისში” გავაგრძელე, სადაც   ერთი წრე ვიყავი და 2 გოლი გავიტანე.

პირველი  წრის დასასრულის შემდგომ ჩემი ახალი კლუბი ქალთა საფეხბურთო კლუბი “ნორჩი დინამო”ა  და ახალი სეზონისთვის ვემზადები.   ჩავატარე 9 შეხვედრა და გავიტანე 5 გოლი.

საქართველოს 17 წლამდე ნაკრებში პირველად 13 წლის ასაკში გამომიძახეს. ამის შემდგომ მათთან ვარ და გამარჯვებებისთვის ვიბრძვით”

blank

” ვაპირებ ფეხბურთს ბოლომდე მივყვე, მშობლები და ოჯახი  ხელს მიწყობენ. ჩემი ოცნებაა ფეხბურთელის კარიერა მქონდეს.  ამ ოცნების ასასრულებლად კი  მთელი დღე ვშრომობ,  ვიბრძვი და ვინდომებ.  ყველანაირად ვეცდები ჩემს რაიონი  და ქვეყანა ვასახელო” – ამბობს ჩვენთან საუბარში მომავალი ვარსკვლავი.

წარმატება ვუსურვოთ მაიკოს  სპორტულ გზაზე  🙂

ასევე იხილეთ:

@2022 – All Right Reserved. Lasha Mebonia 

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
-
00:00
00:00
Update Required Flash plugin
-
00:00
00:00