ლევან მამფორია- საერთო ძალისხმევით კარატის დარბაზის მოწესრიგებისკენ მოგვიწოდებს

by chkhorotskuge
0 comment

გთავაზობთ ლევან მამფორიას ინიციატივას, რომელიც ყველა ჩვენთაგანს კარატის დარბაზის მოწესრიგებაში თანამონაწილეობას გვთავაზობს

ჩემს ჩხოროწყუელებს მინდა მივმართო…აგრეთვე ჩხოროწყუდან გასულებს და სხვადასხვა ქალაქებში თუ ქვეყნებში მცხოვრებ წარმატებულ ადამიანებს. უბრალო კეთილ ხალხს , პატრიოტებს, სამშობლოს მოყვარულებს.

მათ ვისაც ესმით რომ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისათვის აუცილებელია პირველ რიგში ჯანმრთელი, ჯანსაღი,ფიზიკურად მომზადებული და ცხოვრების სწორი წესით აღზრდილი თაობები.

banner

ოთხი შვილის მამა ვარ.არასდროს მქონია იმის შესაძლებლობა(არც სურვილი) რომ შვილები ფუფუნებაში გამეზარდა,მაგრამ ყოველთვის ვცდილობდი და ვცდილობ გავზარდო ეროვნული სულისკვეთებით, ჩვენი ტრადიციებით, სუფთა ზნეობით, მორალით და გაგებით. ვცდილობ ბავშვები იყვნენ ფიზიკურად მომზადებულები და მომზადებული შეხვდნენ ცხოვრების სხვადასხვა ქარტეხილებს…

ჩემმა შვილებმა იციან რომ უზენაესი ფასეულობა ღმერთი და სამშობლოა. რაც მათ აქვთ და მომავალში ექნებათ ყველაფერი ღმერთიდან იქნება და ეს ყველაფერი როცა საჭირო გახდება უფლისა და სამშობლოს საკურთხეველზე უნდა დადონ უშურველად!ამიტომ მივეცი ჩემს თავს უფლება თქვენთვის მომემართა.

ჩხოროწყუში მრავალი წელია არსებობს კარატეს სკოლა,რომლის არაერთ აღზრდილს არაერთხელ უსახელებია არამარტო ჩხოროწყუ,არამედ საქართველოც. ყავს პროფესიონალი და წარმატებული მწვრთნელები რომლებიც არაფერს იშურებენ თავიანთი აღსაზრდელებისათვის.უბრალოდ რაშია საქმე… ეხლახან ჩემი ორი პატარა გოგო შევიყვანე სკოლაში,რომლებიც ძალიან მოტივირებულები არიან. მივედი სკოლაში და განცვიფრებული დავრჩი…ფოტოებს ხედავთ….

ნუუ…არ გავზრდილვარ ფუფუნებასა და კომფორტში და არც სხვისგან ვითხოვ.არც შვილებს ვაჩვევ როგორც ზევით ავღნიშნე.ჯანდაბას ის სიცივე რაც დარბაზშია… (ივარჯიშებენ და გახურდებიან) ჯანდაბას ეს საშინელი კედლები და იატაკი…სახურავიც შესაკეთებელია…ჯანდაბას რომ გასახდელი არაა.ჯანდაბას ასეთი საშინელი ინტერიერი…. უბრალოდ საპირფარეშო არაა ხალხნო დარბაზში.რამოდენიმე ასეული მეტრი და სახიფათო გზაჯვარედინი უნდა გაიაროს პატარამ რომ ქალაქის ცენტრში არსებულ საზოგადოებრივ ტუალეტამდე მივიდეს😓😓😓(ეგ ტუალეტი კიდევ ცალკე თემაა🤮🤮)

წყალი არაა დარბაზში-რომელიმე ცუდად რომ გახდეს და დაალევინონ… სირცხვილია!ეხლა ვინმემ არ დაიწყოს ხელისუფლებაო-აზრი არაა ქ!რომ ნდომებოდა რომელიმე ხელისუფლებას ამის გაკეთება გააკეთებდა.

ათეულობით წლებია ეგ სკოლა არსებობს მაგრამ არცერთს დიდად არ შეუწუხებია თავი.(ამიტომ აზრი არა აქვს მათდამი მიმართვას-ტყუილი დროის ხარჯვაა და წყლის ნაყვა) ხომ ვუყურებთ აღტაცებით უკრაინელი ხალხის ერთობას და გვერდში დგომას??

ხომ მოგვწონს და გვიხარია??ჰოდა ჩვენ რაღა გვიშლის ხელს??

დავუდგეთ ერთმანეთს გვერდში და ჩვენს შვილებს ელემენტარული პირობები შევუქმნათ, რომ უფრო მეტი მოტივაციით ივარჯიშონ უფრო მეტმა.სად ლამაზ დარბაზში-კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურით ვარჯიში და სად ამ ასე ვთქვათ სადეპრესიო სივრცეში….

ქუჩასაც მოწყდებიან და ბევრ უბედურებასაც…

არადა ბევრი რამეც არაა საჭირო-ელემენტარული ორი უნიტაზის და ორი პირსაბანის მოსაწყობად.ბოლო ორ ფოტოს დააკვირდით.იქ შეიძლება მოეწყოს ორი-ცალკე გოგოების და ცალკე ბიჭების საპირფარეშოები.

მე სარემონტო სამუშაოების წარმოების გამოცდილება არ გამაჩნია მაგრამ დარწმუნებული ვარ მაქსიმუმ 10 000(ათი ათასი)ლარი ეყოფა ამ საქმეს. კარგი იქნება თუ რომელიმე იქ მოვარჯიშე ბავშვის მშობელი,რომელსაც აქვს შესაბამისი გამოცდილება ითავებს ამ ყველაფერს.

(მე არ მეცლება, ქვეყნიდან გავდივარ გარკვეული პერიოდით). გავხსნათ ბანკში ანგარიში,ვისაც რა შეგვიძლია ჩავრიცხოთ და ვაღირსოთ ჩვენს შვილებს ერთი ტუალეტი და პირსაბანი. დღეს ჩემი(ჩვენი)შვილები ვარჯიშობენ იქ.ხვალ თქვენი შვილები მოვლენ,შვილიშვილები,დისშვილები,ძმისშვილები,ჩხოროწყუელი ბავშვები…ჩვენი მომავალი.ჩხოროწყუს მომავალი. შევუწყოთ ხელი რაც შეიძლება მეტი ბავშვის ქუჩიდან მოწყვეტას და მათი ჯანსაღად აღზრდას. ჩხოროწყუელო ბიზნესმენებო,შეძლებულებო,კარგო ხალხო-ჩემგან არავის გესწავლებათ რომ სიკეთე აქ თუ არა იქ ☝️ მაინც აუცილებლად ფასდება.თან მე ასე მგონია მთლად ,,დასაფასებლად” კი არა,ისე… უბრალოდ სიკეთისთვისაა სიკეთის კეთება მაგარი. გავაზიაროთ და რაც შეიძლება ბევრ ჩხოროწყუელთან მივიტანოთ ეს პოსტი-თხოვნაა

You may also like

@2022 – All Right Reserved. Lasha Mebonia 

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Need Help? Chat with us
-
00:00
00:00
Update Required Flash plugin
-
00:00
00:00