ლანა ლაგვილავა- წარმოშობით ნაფიჩხოვოელი მწერალი სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში

by chkhorotskuge
0 comment

– მე გავიზარდე ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ნაფიჩხოვოში, 90-იან წლებში. ვფიქრობ, ამ წლებმა, ჩვევებმა, ტრადიციამ, მეგრული ხასითის თავისებურებებმა ჩამოაყალიბა ჩემი პიროვნება.

ლანა ლაგვილავა

ლანა ლაგვილავას წიგნი ბევრი რამითაა გამორჩეული – პირველი ის, რომ ორი წლის წინ დაწერილი წიგნი  კარანტინის პერიოდში გამოიცა, მეორეც,  ,,სად გაქრა ჯეინი“ ქართული სამეცნიერო ფანტასტიკის ახალ სიტყვას წარმოადგენს და მდიდარი სიუჟეტებით მკითხველს საინტერესო თავგადასავალს ჰპირდება.

ლანა ლაგვილავას ლექსები და სტატიები ბავშვობიდან იბეჭდებოდა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთში, ხოლო ბოლო ორი წელი ის მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ლიტერატურულ კონკურსში.

 ლანა, შენი წიგნი „სად გაქრა ჯეინი“  პოპულარული გახდა.  ჩატარდა  პრეზენტაცია და   როგორც ვიცით,  მკითხველების პოზიტიური რეაქცია უკვე არის. რას შეეხება წიგნი და სად შეგვიძლია შევიძინოთ?

– დიახ, ბევრი საინტერესო უკუკავშირი მივიღე. წიგნი დატვირთულია საინტერესო მომენტებით და მკითხველი მუდმივად ყურადღებითაა, თუ როგორ განვითარდება მოვლენები. შეძენას რაც შეეხება, აღმაშენებლის 18 ნომერში იყიდება, აქ მოეწყო წიგნის პრეზენტაცია და ყიდვაც აქვეა შესაძლებელი. ასევე, იგეგმება  სხვადასხვა წიგნის მაღაზიაში წარმოდგენა.

banner

რა გაკავშირებთ ჩხოროწყუსთან და რას ნიშნავს შენთვის შენი სოფელი

– მე გავიზარდე ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ნაფიჩხოვოში, 90-იან წლებში. ვფიქრობ, ამ წლებმა, ჩვევებმა, ტრადიციამ, მეგრული ხიასითის თავისებურებებმა ჩამოაყალიბა ჩემი პიროვნება.

როგორ უყურებს თქვენს მწერლობას ოჯახი და მეუღლე

– ჩემო ოჯახი შეჩვეულია ჩემს სამწერლო საქმიანობას. სტატიები, ლექსები, ჩანახატები და ახლა უკვე რომანებიც, ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და შესაბამისად, ამას აფასებს კიდეც ჩემი ოჯახი. მეუღლისთვის კი ერთგვარად საამაყოცაა ჩემი შემოქმედება, რადგან ჩემი ნაწარმოებები თავისიფლებისკენ სწრაფვა, საინტერესო თავგადასავალი და მკითხველისთვის ახალი სიტყვის მიწოდებაა. ეს ყველაფერი კი ჩვენი საერთო ფასეულობებია.

You may also like

@2022 – All Right Reserved. Lasha Mebonia 

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Need Help? Chat with us
-
00:00
00:00
Update Required Flash plugin
-
00:00
00:00