სოფელი ნაფიჩხოვოჩხოროწყუ და ჩხოროწყუელებიხელოვნება, კულტურა და შემოქმედება ლანა ლაგვილავა- წარმოშობით ნაფიჩხოვოელი მწერალი სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში by chkhorotskuge 06/07/2020 written by chkhorotskuge 06/07/2020 2K – მე გავიზარდე ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ნაფიჩხოვოში, 90-იან წლებში. ვფიქრობ, ამ წლებმა, ჩვევებმა, ტრადიციამ, მეგრული ხასითის თავისებურებებმა ჩამოაყალიბა ჩემი პიროვნება. ლანა ლაგვილავა ლანა ლაგვილავას წიგნი ბევრი რამითაა გამორჩეული – პირველი ის, რომ ორი წლის წინ დაწერილი წიგნი კარანტინის პერიოდში გამოიცა, მეორეც, ,,სად გაქრა ჯეინი“ ქართული სამეცნიერო ფანტასტიკის ახალ სიტყვას წარმოადგენს და მდიდარი სიუჟეტებით მკითხველს საინტერესო თავგადასავალს ჰპირდება. ლანა ლაგვილავას ლექსები და სტატიები ბავშვობიდან იბეჭდებოდა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთში, ხოლო ბოლო ორი წელი ის მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ლიტერატურულ კონკურსში. ლანა, შენი წიგნი „სად გაქრა ჯეინი“ პოპულარული გახდა. ჩატარდა პრეზენტაცია და როგორც ვიცით, მკითხველების პოზიტიური რეაქცია უკვე არის. რას შეეხება წიგნი და სად შეგვიძლია შევიძინოთ? – დიახ, ბევრი საინტერესო უკუკავშირი მივიღე. წიგნი დატვირთულია საინტერესო მომენტებით და მკითხველი მუდმივად ყურადღებითაა, თუ როგორ განვითარდება მოვლენები. შეძენას რაც შეეხება, აღმაშენებლის 18 ნომერში იყიდება, აქ მოეწყო წიგნის პრეზენტაცია და ყიდვაც აქვეა შესაძლებელი. ასევე, იგეგმება სხვადასხვა წიგნის მაღაზიაში წარმოდგენა. –რა გაკავშირებთ ჩხოროწყუსთან და რას ნიშნავს შენთვის შენი სოფელი – მე გავიზარდე ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ნაფიჩხოვოში, 90-იან წლებში. ვფიქრობ, ამ წლებმა, ჩვევებმა, ტრადიციამ, მეგრული ხიასითის თავისებურებებმა ჩამოაყალიბა ჩემი პიროვნება. როგორ უყურებს თქვენს მწერლობას ოჯახი და მეუღლე – ჩემო ოჯახი შეჩვეულია ჩემს სამწერლო საქმიანობას. სტატიები, ლექსები, ჩანახატები და ახლა უკვე რომანებიც, ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და შესაბამისად, ამას აფასებს კიდეც ჩემი ოჯახი. მეუღლისთვის კი ერთგვარად საამაყოცაა ჩემი შემოქმედება, რადგან ჩემი ნაწარმოებები თავისიფლებისკენ სწრაფვა, საინტერესო თავგადასავალი და მკითხველისთვის ახალი სიტყვის მიწოდებაა. ეს ყველაფერი კი ჩვენი საერთო ფასეულობებია. ლანა ლაგვილავამწერლობა 0 comments 0 FacebookTwitterEmail chkhorotskuge previous post “რა, სად, როდის” ონლაინ რეჟიმში სათამაშოდ გეპატიჟებათ next post მოიდანახეს ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია You may also like გაიცანით, ბექა ჯიჯელავა 01/07/2026 ჩხოროწყუში ბავშვებისთვის ფერწერის ერთთვიანი კურსი იწყება 30/06/2026 დაგეგმილი კონცერტი ჩხოროწყუში 1 ივლისისთვის გადაიდო 30/06/2026 ნიკოლოზ კაჭარავა — ქართველი დიდოსტატი ევროპის ელიტაში 20/04/2026 წარმატებული დებიუტი ოქტაგონზე: მუხურელმა ლაშა თოლორდავამ GAMA-ს სარეიტინგო... 03/04/2026 კულტურისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლთან არსებული სახელოვნებო სკოლის სასწავლო... 04/02/2026 სოფელი ხანწკი 12/10/2025 ლედარსალეს საბაზო სკოლა 11/10/2025 ლედარსალე- ნაფიჩხუს უბანი(სოფელი) 11/10/2025 Thea’s Ethnographic Guesthouse – თეას ეთნოგრაფიული საოჯახო სასტუმრო 11/10/2025