კირცხის #1 სკოლის სრული რეაბილიტაცია

განათავსეთ რეკლამა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ კირცხში  #1 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია აგვისტოს თვეში დაიწყო. პროექტს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის დაფინანსებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებენ .

38218436 1111131742394780 8560490748644950016 n

პროექტის საერთო ღირებულებაა 860 000 ლარი. სარეაბილიტაციო სამუშაოები 2019 წლის მარტში დასრულდება.

48091508 2599955470021390 3266904317503733760 n

სკოლის რეაბილიტაციისას გათვალისწინებულია საბუნისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიების, ექიმის კაბინეტის, პანდუსის მოწყობა. სველი წერტილების შენობის სამივე სართულზე განთავსება და რაც მთავარია მოხდება ახალი სასკოლო ინვენტარით მომარაგება.

სკოლაში   29 პედაგოგია, მოსწავლეთა რაოდენობა კი 160-ს შეადგენს.

48372581 2599955690021368 1904017744584507392 n

სულ ჩხოროწყუში რეაბილიტირდა 15 სკოლა.უფასო ტრანსპორტით უზრუნველყოფილია 20 სკოლის 1736 მოსწავლე

CHKHOROTSKU.GE
Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
-
00:00
00:00
Update Required Flash plugin
-
00:00
00:00