სოფელი ლესიჭინე იური სიჭინავა – ლესიჭინელი, რომელიც თბილისის “დინამოს” ძირითად შემადგენლობაში ასპარეზობდა by chkhorotskuge 30/03/2021 written by chkhorotskuge 30/03/2021 2.3K იური სიჭინავა დაიბადა 1963 წლის 7 აპრილს, დაბა ჩხოროწყუში. ფეხბურთის თამაში ადრეული ასაკიდან დაიწყო. მოგვიანებით, ჩხოროწყუს სპორტულ სკოლაში გააგრძელა ვარჯიში. მას წვრთნიდა ავერ სიჭინავა. პირველი პროფესიული საფეხბურთო კლუბი, სადაც 1983 წელს ჩაირიცხა, იყო სამტრედიის “ლოკომოტივი“, ხოლო იქიდან, 1984 წელს დავით ყიფიანმა მიიწვია “დინამო“ თბილისში. ევროპაში სახელგანთქმულ საფეხბურთო კლუბში იური სიჭინავა, ნახევარმცველის ამპლუაში, ექვსნომრიანი მაისურით თამაშობდა, სადაც 1 სეზონი გაატარა. თბილისის “დინამოს“ შემადგენლობაში, ჯამში ჩაატარა 41 მატჩი (2 გოლი), აქედან: სსრკ ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 6 მატჩი; დუბლებში 26 მატჩი, სადაც ერთი გოლი გაიტანა ხარკოვის “მეტალისტის“ კარში; საერთაშორისო ამხანაგური: ჩაატარა 6 მატჩი და ერთი გოლი გაუტანა ლიუბლიანას “ოლიმპიას“ (იუგოსლავია); ქვეყნის შიგნით კი “დინამოს“ რიგებში ჩაატარა სამი ამხანაგური მატჩი. 1985 წელს თბილისის “დინამოდან“ გადავიდა საბჭოთა კავშირის პირველ ლიგაში მოასპარეზე ლანჩხუთის “გურიაში“; 1986 – 1987 წლებში თამაშობდა ფოთის “კოლხეთში“, ხოლო 1989 – 1990 წლებში – ხობის “კოლხეთში“; 1990 – 1991 წლებში გამოდიოდა ეროვნულ ჩემპიონატში მოასპარეზე წყალტუბოს “სამგურალში“, 1991 – 1993 წლებში – ფოთის “კოლხეთი – 1913“-ში, 1996 – 1997 წლებში იასპარეზა ჩხოროწყუს “სამეგრელოში“, ხოლო კარიერის დასასრულს, დაუბრუნდა მშობლიურ სოფელს და 1998 – 2001 წლებში თამაშობდა ლესიჭინეს “,,მერეხი”“-ს რიგებში იური სიჭინავა გამოირჩეოდა განსაკუთრებული სპორტული მონაცემებით, იყო სწრაფი, ტექნიკური და ფიზიკურად დაუღალავი, ბოლომდე იხარჯებოდა საფეხბურთო მოედანზე. იური სიჭინავა სპორტსმენთა იმ კატეგორიას განეკუთვნებოდა, რომლებიც, შესაშური ფიზიკური კონდიციიდან გამომდინარე დიდხანს ასპარეზობენ სპორტულ სარბიელზე. პიროვნული მახასიათებლით, კეთილი და ალალმართალი, სხვისი ტკივილის გამზიარებელი, 2011 წლის თებერვლის თვეში, ლესიჭინეში, ტრაგიკულად დაიღუპა ავტოკატასტროფაში. დაკრძალულია სოფელ ლესიჭინეში. იური სიჭინავას სახელს ატარებს ლესიჭინეს თემის ცენტრალური სტადიონი. ინფორმაციული და ფოტო მასალა მოიძია და მასზე იმუშავა – მაიზერ სიჭინავამ წყარო ~ მადლობა ლესიჭინეს თემის ქალთა საინიციატივო ჯგუფ “დეკა”-ს ლესიჭინელებილესიჭინეს ისტორიაფეხბურთი ლესიჭინეშიფეხბურთის მატიანე 0 comments 0 FacebookTwitterEmail chkhorotskuge previous post ჩხოროწყუში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა შეინიშნება next post მოძრაობა “შეცვალე”ს წევრმა ოთო შენგელიამ მეორე ჭოღის საჯარო სკოლას 60-მდე წიგნი გადასცა. You may also like ლესიჭინე — „მოყვარულთა თასი 2026“-ის ჩემპიონია! 30/06/2026 თიკო სიჭინავამ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე პირველი ადგილი დაიკავა 30/06/2026 ლესიჭინეს „ერთობამ“ U13 ჩემპიონატში სენაკის „ეგრისი“ 3:1 დაამარცხა 26/06/2026 ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში 22 ივნისიდან „მოყვარულთა თასი 2026“-ის მუნიციპალური... 21/06/2026 თამაში “გო” და ჩხორწყუ ერთმანეთს ეცნობიან 21/05/2026 სამეგრელო-ზემო სვანეთის პირველობა მძლეოსნობაში: ოთხი ოქრო და გუნდური... 20/04/2026 ნიკოლოზ კაჭარავა — ქართველი დიდოსტატი ევროპის ელიტაში 20/04/2026 წარმატებული დებიუტი ოქტაგონზე: მუხურელმა ლაშა თოლორდავამ GAMA-ს სარეიტინგო... 03/04/2026 ჩხოროწყუელი სპორტსმენები ევროპის ჩემპიონატზე 04/02/2026 სამოციანი წლების ჩხოროწყუ 10/10/2025