იასონი- ტყვე ქართველის ამბავი

ჩხოროწყუელი იასონ  გაბისონიას  ომამდელი ცხოვრება იმ პერიოდის ახალგაზრდების მსგავსად მიდიოდა. არ ულხინდათ, მაგრამ  მამამისი ხალხური მუსიკის ენთუზიასტი იყო და  მუსიკისადმი გამორჩეული დამოკიდებულება ოჯახში სუფევდა.

ბეგი და იასონ გაბისონიების ოდა

 ყველაფერი   მეორე მსოფლიო ომმა შეცვალა…. 18 წლის ბიჭი ფრონტის ხაზზე აღმოჩნდა და  მძიმე ომების გადატანა მოუწია. ერთ რუსულ  სოფელში, როდესაც მისი სამხედრო ნაწილი პოზიციებს აძლიერებდა, იასონიც ფიცრებს ეფარებოდა, ხელი გაყო თუ არა „პულიმიოჩიკმა“ სროლა აუტეხა. ბიჭს გაუმართლა, ცოცხალი გადარჩა,  მაგრამ მალე მისი ცხოვრების  ყველაზე კოშმარული პერიოდი იწყება….

იასონი ომის შემდეგ

  ტყვეობა …… ომში მტრის ხელში ჩავარდნა უმძიმესი განსაცდელი ყოფილა.  ფაშისტები დამპალი ყველის ჭამას ავალდებულებდნენ.  უარის შემთხვევაში ტყვეებს ადგილზევე ხვრეტდნენ.

ამაყ კავკასიელს წინააღმდეგობა გაუწევია და მტერმა ზურგზე კონდახი ჩაარტყა.   დახვრეტას გადაურჩა,მაგრამ მთელი ცხოვრება კოჭლობდა.

სარდაფში 10-15 კაცთან იმყოფებოდა. საშინელი ანტისანიტარია, მატლები, ვირთხები მათ ტყვეობას კიდევ მეტად ამძიმებდა. იასონმა ყველაფერს გაუძლო, ცხოვრება განაგრძო. არ უყვარდა გადატანილზე საუბარი, თუმცა ოჯახის წევრებს მისი ღამის კოშმარები და ფარული ცრემლები შეუმჩნევიათ. ომი იასონს მშვიდობის პერიოდშიც გაყვა. სტრესი, რომელიც მიიღო მისგან შორს არასდროს ყოფილა. დიდხანს ვერ იცოცხლა. სულ ახალგაზრდა წასულა, მაგრამ თავისი ტვირთი მაინც ვაჟკაცურად ატარა

ომი დრამაა. ის უფრო დიდი კოშმარია, რაც ფილმებში ჩანს. ამ ისტორიით ქედს ვიხრით, მათ წინაშე ვინც მეორე მსოფლიო ომში მშვიდობისთვის თავი გაწირა.

დიდება  გმირებს

შეგახსენებთ, გოგი თოდუას მიერ შექმნილია ჯგუფი, რომელიც მეორე მსოფლიო ომში ჩხოროწყუელთა მონაწილეობას შეეხება. შემოუერთდით ან მოგვწერეთ

ცნობა მოგვაწოდა ვასილ გამსახურდიამ