ხუთშაბათი, ნოემბერი 30, 2023

თამაზ ბერაძე “ოცინდალეს ძეგლი”

ავტორი chkhorotskuge

1962 წელს ისტორიკოსი თამაზ ბერაძე ჟურნალ ” საბჭოთა ხელოვნებაში” აქვეყნებს პატარა წერილს ოცინდალეს შესახებ. გთავაზობთ მის მოსაზრებას

საქართველო მდიდარი ისტორიული წარსულის ქვეყანაა. წინაპართა მიერ აგებული ხელოვნების ძეგლები მრავლად  მოიპოვება მის ტერიტორიაზე და ისინი მნახველს ქართველი ხალხის გმირულ თავგადასავალს მოუთხრობენ

ოცინდალე ნათელა გრიგალაშვილის ფოტო

 ამ ძეგლთა უმეტესი ნაწილი შესწავლილი და ფართო საზოგადოებისათვის ცნობილია. ზოგიერთი მათგანი კი ერთგვარად „დაჩაგრულა“, მათ მეცნიერული შესწავლა და მოვლა-პატრონობა აკლიათ. ამგვარ მდგომარეობაშია ოცინდალეს წმიდა გიორგის ეკლესია.

წმინდა გიორგის ხატი

 ოცინდალეს წმიდა გიორგის ეკლესია დგას ჩხოროწყუს რაიონში, სამეგრელოს ქედის სამხრეთ კალთაზე, სოფელ ოცინდალეში.

იგი აგებულია მაღალ ადგილას და საკმაოდ დაშორებული სოფლებიდანაც მოჩანს.

 ოცინდალეს წმიდა გიორგის ეკლესია წარმოადგენს დარბაზული ტიპის ერთნავიან ნაგებობას.

 ზომები ასეთია: სიმაღლე-  3 მ, სიგრძე —10 მ. სიგანე 5 მ ეკლესიას ეტყობა შემდეგი მინაშენების კვალი. იგი მოპირკეთებულია ტუფის ქვით ოცინდალეს წმიდა გიორგი ეკლესიას სამი შესასვლელი აქვს დასავლეთის, სამხრეთის და ჩრდილოეთის მხრიდან. უკანასკნელი მინაშენში გადის.

 აქვს ოთხი სარკმელი; ერთი აღმოსავლეთის, ორი სამხრეთის და ერთიც დასავლეთის მხრიდან, რომელიც ლამაზი ორნამენტებით არის შემკული. ოცინდალეს წმიდა გიორგის ეკლესია არცერთ ძველ წყაროსა თუ საბუთში მოხსენიებული არ არის. არ იხსენიებენ მას არც სამეგრელოში ნამყოფი უცხოელი მოგზაურები. თუმცა, არქანჯელო ლამბერტის მიერ შედგენილ სამეგრელოს რუკაზე, სოფელ მუხურის გვერდით, ეკლესია არის აღნიშნული.

 აქ ოცინდალეს ეკლესია უნდა იგულისხმებოდეს: მუხურში არ არის ძველი ეკლესია, ხოლო ოცინდალეს ეკლესია მისგან ორი კილომეტრით თუ იქნება დაშორებული. ამასვე გულისხმობდა ალბათ ივ. ჯავახიშვილი, როცა მის მიერ შედგენილ საქართველოს ისტორიულ რუკაზე მუხურთან ეკლესიას აღნიშნავს. რაიმე მეცნიერული გამოკვლევა ოცინდალეს წმიდა გიორგის ეკლესიაზე არ გამოქვეყნებულა.

კულტურის ძეგლთა დაცვის და რესტავრაციის საქმეთა სამმართველოს გამოქვეყვეყნებულ წიგნში „საქართველოს კულტურის ძეგლები აყვანილი სახელმწიფო დაცვაზე“. ეს ძეგლი დათარიღებულია მე-14 საუკუნით. ეკლესია მოხატული იყო ფრესკებით, რომლებიც დათარიღებული იყო მე-14-15 საუკუნეებით . უკანასკნელ წლებში ეს ფრესკები ჩამოირეცხა და ახლა მათი კვალი  თუ შეინიშნება.

ძეგლთა დაცვის და რესტავრაციის საქმეთა სამმართველის გატარებული აქვს, როგორც ოწინდალე. ჩვენი აზრით, ეს სახელწოდება არ არის სწორი და გაუგებრობითაა წარმოშობილი.

უპირველეს ყოვლისა, იმ სოფელს, სადაც ეს ეკლესია დგას, ოცინდალე ეწოდება. ახლო-მახლო სოფლების მოსახლეობა ამ ეკლესიას ყველგან ოცინდალეს უწოდებს.

ასევე  მოიხსენიებს  ამ ეკლესიას მღვდელი თოდუა, რომელმაც 1887 წელს,  გაზეთ „მწყემსში“ მასზე წერილი მოათავსა.

არსებობს რამდენიმე გადმოცემა, რომელიც ამ სახელის  ახსნის ცდას წარმოადგენს.

პირველი ვერსიის თანახმად, ეკლესიამ თავისი სახელი ცირდავების გვარისგან მიიღო. ოცირდავე-იერდალი.

 უფრო საინტერესოა მეორე ვერსია ყოველ 20 ნოემბერს ოცინდალეს ეკლესიის ეზოში იმართებოდა დღეობა. ეს დღეობა ახლაც იმართება, მაგრამ რადგანაც იცინდალეს ეკლესია  მაღალ მთაზე დგას, ამიტომ დღეობა მთის ძირში, თაიაში იმართება.

ამჟამად უს დღეობა ვაჭრობისათვისაც  გამოიყენება.  ახლაც შეიძლება. მის დროს სვანური ქუდებისა და და ნაბდების ყიდვა. დღეობაზე თავს იყრიდა დიდძალი ხალხი. ძველად ამ დროს ხდებოდა დასაქორწინებელი ქალ-ვაჟის   ურთიერთგაცნობა, ახალგაზრდა გოგოების დანიშვნა.

აქ გაცნობით, გათხოვილი ქალი ვალდებული იყო დღეობაზე მოსულიყო, საწირავი მოიტანა და თავისი ქმარიც წამოეყვანა.

ამიტომ დღეობა ერთგვარად სიძეების შეკრებად იქცა. აქედან მიიღო ეკლესიამაც თავისი სახელიც

მეგრულად სინჯა, ზოგიერთ ვარიანტში სინდა

თვით ეს დღეობა მეტად საინტერესო ფაქტია თავისთავად ძნელი სათქმელია, რამდენად შეესაბამება ეკლესიის სახელის ამგვარი ახსნა სინამდვილეს, მაგრამ ერთი ფაქტია — ეკლესიას ოცინდალე ქვია და არა ოწინდალე, და ის მხოლოდ ამ სახელით უნდა მოიხსენიებოდეს.

ეკლესიის ეზოში წარწერიანი ქვა იყო  ზემოთ მოხსენიებული მღვდელი თოდუა მას ასე კითხულობს: „ეკლესია განჯა- ახლე შე ღვთის მოსავმა თამარმა დედოფალმა“. საეჭვოა, ამგვარი შინაარსის ყოფილიყო, მაგრამ ეს ქვა ამჟამად დაკარგულია და ვერაფერს ვიტყვით.

 ოცინდალეს წმიდა გიორგის უკლესიაში თავის დროზე ძვირფასი ნივთები და სატი იყო. ეს ხატი შემდეგში სოფელ თაიას ეკლესიაში ჩაიტანეს. ყველა ნივთი ამჟამად დაკარგულა და მათი მხატვრული თუ ისტორიული ღირსებაზე არაფრის თქმა არ შეიძლება.

საქართველოს ხელოვნების მუზეუმში დაცულია ოცინდალეს წმიდა გიორგის ეკლესიის კარები. ეს ქართული ხელოვნუბის მეტად საინტერესო ძეგლია. ნიკო ჩუბინაშვილს ეს კარები დათარიღებული აქვს მე-2 საუკუნით ეტყობა იგი ოცინდალეში სხვა ეკლესიიდან მოხვდა. ამ მხრივ საინტერესოა ის, რომ ოცინდალეს ეკლესიის მეზობელ სერს ნაოხვამუ-ნაუკლესიარი ეწოდება.

ოცინდალეს წმიდა გიორგის ეკლესიის გვერდით დგას კოშკი. კულტურის ძეგლთა დაცვის და რესტავრაციის საქმეთა. სამმართველოს თავის ზემოთ მოხსენიებულ წიგნში ვს ძეგლი დათარიღებული აქვს. შე-14-15 საუკუნეებით. კოშკის შიგნით ძველად მრავლად ეყარა და ნაწილობრივ ახლაც ყრია ადაშიანის ძვლები. ადგილობრივი მოსახლეობა ძვლის წარმოშობის შემდეგნაირად ხსნის:

ძველად ახლომახლო სოფლებს მიცვალებული აუცილებლად ოცინდალეს ეკღესიის ეზოში უნდა დაემარხათ, ეზო პატარაა და ამიტომ ხშირად საფლავის დროს ადამიანის ძვლები ამოდიოდა, რომელსაც კოშკში ყრიდნენ. მე-20 საუკუნის დასაწყისში ხელახლა დაუმარხავთ.

ამ კოშკს, როგორც ჩანა, ძირითადად ოცინდალეს ეკლესიის დაცვის ფუნქცია პქონდა დაკისრებული, რადგან მუდმივი არეულობის დროს, რაც ასე ხშირი იყო გვიანი შუა საუკუნეების სამეგრელოში, სამეგრელოს ეკლესიების  ძვირფასეულობის ნაწილი იქ ინახებოდა.

უკანასკნელად, ყირიმის ომის დროს, როდესაც სამეგრელოში თურქთა ჯარი შემოიჭრა, სამეგრელოს ეკლესიების მთელი განძეულობა ოცინდალეს ეკლესიაში ინახებოდა

ოცინდალეს წმიდა გიორგის ეკლესია ქართული კულტურის საინტერესო ძეგლია. მას მოვლა-პატრონობა ესაჭიროება.

ჩხოროწყუს ციფრული არქივი

ჩხოროწყუს ციფრული არქივი

ჩვენი ამბიციური პროექტი

სამოქალაქო სივრცე

ერთად შევქმნათ სამოქალაქო სივრცე

ერთად შევქმნათ სამოქალაქო სივრცე

  ააიპ "საქართველოს რეგიონების სივრცე"  ღიაა ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის.   

ჩხოროწყუს ელექტრონული ქსელი

ჩხოროწყუს  ელექტრონული ქსელი

ჩხოროწყუს ელექტრონული ქსელი

ჩვენ  ვქმნით  ჩხოროწყუს ელექტრონულ ქსელს, რომელიც  მოიცავს  ინფორმაციათა ფართო ქსელს ჩხოროწყუს  და  საქართველოს რეგიონების შესახებ

CHKHOROTSKU.GE
ჩხოროწყუს ელექტრონული ქსელი
Need Help? Chat with us
-
00:00
00:00
Update Required Flash plugin
-
00:00
00:00