ჩხოროწყუ და ჩხოროწყუელებიხელოვნება, კულტურა და შემოქმედება ზოე ფრისკი- ხარისხიანი მუსიკა, რომელიც ჩხოროწყუელ გოგონას უკავშირდება by chkhorotskuge 11/10/2020 written by chkhorotskuge 11/10/2020 2.4K ზოე ფრისკი იგივე თათია ცქვიტაია წარმოშობით ჩხოროწყუდანაა. მან დიდ სცენაზე სიმღერა დიდი ხანია დაიწყო და ქალაქურ კლუბებში ყოველთვის სასურველი ვოკალისტია https://www.facebook.com/zooe.frisky/videos/607446316403241 თათია, რამდენიმე წლის წინ „გახდი ვარსკვლავი“-ს კონკურსი და „იქსფაქტორი“ იყო . როგორ მიდის შენი მუსიკალური კარიერა? -ეს პროექტები წლების წინ იყო. ჩანაწერებს რომ ვუყურებ, საკუთარი თავის გამკვირვებია….. ასეთი არანორმალური და რისკიანი როგორ ვიყავი. ახლა უფრო სერიოზული ვარ და ზუსტად ჩემს მუსიკას დავემსგავსე. თათია იგივე ZOE “პანდემიამ ს საყვარელ საქმიანობას ყველა დაგვაშორა. ვცდილობ დრო ფუჭად არ დავხარჯო… ვსწავლობ ყველაფერს, რაც მუსიკას ეხება . სახლში ჩაჯდომამ ამისთვის დრო მომცა.”———————————————————————————————————— რატომ ზოე ფრისკი? ჰაჰა,ეს უბრალოდ სასცენო სახელია, frisky ჩემი გვარიდან გამომდინარეობს -ცქვიტს ნიშნავს.:))) https://www.facebook.com/zooe.frisky/videos/730360980778440/ “თურმე როცა განსხვავებულ სახელს ატარებ,მეტი ყურადღება გექცევა. ყველა მარტივად იმახსოვრებს. ეს სიმარტივის და დამახსოვრების ამბავი კი სცენას ძალიან სჭირდება.”———————————————————————————— https://www.facebook.com/zooe.frisky/videos/535210580293482 ზოე ფრისკი თქვენი მუსიკალური მიმდინარეობა დიდად განსხვავდება იმ მუსიკისგან , რასაც ჩხოროწყუში უფრო ხშირად ვისმენთ. როკ მუსიკა დიდი მოვლენაა,მაგრამ მასაში ჩვენთან ნაკლებ ინტერესს იწვევს . რა არის თქვენთვის როკი ? -საკმაოდ პატარა ასაკიდან დავიწყე როკის მოსმენა. ყველაფერი რაც ამ ჟანრთან მაკავშირებს, ემოციებია. https://www.facebook.com/118947175373096/videos/169035500364263 მუსიკის გარდა შენი პროფილიდან ხელოვნების სხვა დარგებისადმიც გამორჩეული დამოკიდებულება იგრძნობა. როგორია ზოე მუსიკის მიღმა? ამაზე არასდროს მიფიქრია . მომწონს ყველაფერი,რაც ესთეტიკასთან ასოცირდება. მუსიკის მიღმა ალბათ მწერალი ვიმალები,ან ფოტოგრაფი ,გრაფიკული დიზაინერი, მოკლედ,ამაზე კარგად უნდა დავფიქრდე. 😀 ყველაფერი გამომდის, რაც მინდა,რომ გამომდიოდეს( ხმამაღლა მჟღერი ხმადაბალი ნათქვამია :). თქვენ აქაურობა არ მიგიტოვებიათ. აქ ხშირად გხედავთ… რით განსხვავდება დიდი ქალაქის ცხოვრება რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების ცხოვრებისგან? –ეს ბოლო პერიოდია ხშირად დავდივარ. მანამდე ვერ ვახერხებდი ოჯახთან ყოფნას კონცერტების გამო. ქალაქში ახალგაზრდობა მომავლის პერსპექტივით ცოცხლობს. თენდება და უკვე იცი,რომ რაღაც ახალი თავგადასავალი გელოდება. სიყვარულზე გკითხო თუ….. 😉 -ჰაჰა, ვფიქრობ არ უნდა კითხვა, თორემ სიყვარულის კაქტუსზე საუბარს,ვერ მოვრჩები ვერასდროს. https://www.facebook.com/zooe.frisky/videos/572633589884514 თათია ცქვიტაიაროკმუსიკა 0 comments 0 FacebookTwitterEmail chkhorotskuge previous post ფერმერ ქალებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა next post იასონი- ტყვე ქართველის ამბავი You may also like გაიცანით, ბექა ჯიჯელავა 01/07/2026 ჩხოროწყუში ბავშვებისთვის ფერწერის ერთთვიანი კურსი იწყება 30/06/2026 დაგეგმილი კონცერტი ჩხოროწყუში 1 ივლისისთვის გადაიდო 30/06/2026 ნიკოლოზ კაჭარავა — ქართველი დიდოსტატი ევროპის ელიტაში 20/04/2026 წარმატებული დებიუტი ოქტაგონზე: მუხურელმა ლაშა თოლორდავამ GAMA-ს სარეიტინგო... 03/04/2026 კულტურისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლთან არსებული სახელოვნებო სკოლის სასწავლო... 04/02/2026 აკაკი ხორავას მუზეუმი ოჩხომურში 24/07/2025 ჩხოროწყუს სასკოლო თეატრალური ფესტივალი: ტრადიცია, გამოწვევები და სცენაზე... 15/06/2025 🎭 ჩხოროწყუელ და მუხურელ ახალგაზრდა მსახიობთა არაჩვეულებრივი მოგზაურობები... 06/06/2025 ანსამბლი „კოლხა“ — ჩხოროწყუს ხმა სცენიდან! 03/06/2025