გოგონა ზუმიდან, რომელიც ფეხბურთით და ფოტოგრაფიით არის გატაცებული

განათავსეთ რეკლამა

_______________________________________________
“ჩემი გეგმები არაა მარტივი, მაგრამ მიზნის მისაღწევად უკან არ დავიხევ…!”

MyCityChkhorotsku-ს ტრადიციული რუბრიკა გრძელდება. დღევანდელი ბლიც – ინტერვიუს სტუმარია მიმზიდველი გარეგნობის, საინტერესო ახალგაზრდა. ის განსხვავებული ჩაცმის სტილითაც გამოირჩევა.

♦️სახელი: ევლინა
♦️გვარი: მანჯგალაძე
♦️სქესი: მდედრობითი
♦️ბევრს ბიჭი ჰგონიხარ, გაღიზიანებს ეს ფაქტი?! — არა, პირიქით.😁

109291913 1176897972687784 2530879660674974472 o


♦️რატომ არ იპრანჭება ევლინა?— ასე თავს უფრო კომფორტულად ვგრძნობ!😍
♦️განსხვავებული სტილი გაქვს. გიხდება. როდიდან ატარებ მოკლე თმას, ბიჭის ტანისამოსს და რატომ?! — მადლობა. მოკლე თმა ბავშვობაშიც მქონდა, მაგრამ რაც ფეხბურთზე სიარული დავიწყე
სტილის შეცვლაც გადავწყვიტე. თუ რატომ, ძნელია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა…

106538183 1166741273703454 5362336003234948633 n


♦️გრიმით გამოპრანჭულს გიხილავთ როდისმე?! — არამგონია. ერთხელ დედაჩემმა გამიკეთა მაკიაჟი. სარკეში ჩახედვა და მოშორება ერთი იყო.))
♦️მშობლებს მოსწონთ შენი სტილი, რას გეუბნებიან? — არ მოსწონთ. გოგო ხარ და გოგოსავით ჩაიცვიო! 😁 არც ნათესაობას მოსწონდა დიდად! 😀 ახლა თმებს ვიზრდი. გოგოს ტანისამოსსაც ვეჩვევი, ვნახოთ რა გამოვა! 🙈
♦️ალბათ შენი მამაკაცური სტილი სპორტს უკავშირდება?! — დიახ.

118064321 1206385019739079 4263933327701031301 o


♦️წელს სკოლა დაამთავრე. სად გინდა სწავლის გაგრძელება და რა განხრით? — სპორტის უნივერსიტეტში, სამწვრთნელო ფაკულტეტზე.
♦️ფეხბურთს რატომ უღალატე? — არ მიღალატია, არც ვუღალატებ! თუ ჩავირიცხე მწვრთნელი ვიქნები. შესაბამისად ფეხბურთს არასდროს არ მოვცილდები.

72235736 2697254060317660 4007824272423649280 o
ვლინა მანჯგალაძის ფოტო


♦️შეიძლება ფეხბურთელის ამპლუაშიც გიხილოთ?! — არა. მაგრამ მწვრთნელის ამპლუაში შესაძლებელია. მთავარია გამოცდები ჩავაბარო.

118765299 1220049721705942 2146593839684358406 o


♦️ახლა ფოტოგრაფიამ გაგიტაცა. ლამაზი ფოტოებით გვანებივრებ… დროებითი ჰობია?!

— ფოტოგრაფია სულ მიზიდავდა, უბრალოდ მაშინ აპარატი არ მქონდა. სამომავლოდ მაქვს ფოტოგრაფიასთან დაკავშირებული გეგმებიც. ვაპირებ ფოტოგრაფიის შესწავლასაც.

♦️როგორია შენი სამომავლო გეგმები…— ჩემი გეგმები არაა მარტივი, მაგრამ მიზნის მისაღწევად უკან არ დავიხევ!
♦️რომელი უფრო ახლოს არის შენთან სპორტი თუ ფოტოხელოვნება? — ერთნაირად არიან.

118714964 1215312672179647 8112294183073929228 o


♦️რას ნიშნავს ფოტოგრაფია, რა გრძნობას ბადებს ეს პროცესი შენში?— ფოტოაპარატი ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ნივთია. ფოტოგრაფია – ეს არის სამყაროს შენეული დანახვა. ფოტოებს გადაღებისას კი თავს ყველაზე ბედნიერად ვგრძნობ.

119038643 1222509468126634 5457684640840176894 n


♦️თბილისთან დაახლოება ჩხოროწყუს სიყვარულს ხომ არ გაანელებს? — არა, რა თქმა უნდა!😑❤
♦️რას ნიშნავს შენი ქალაქი შენთვის? — ჩემი ქალაქი ჩემთვის ბევრს ნიშნავს, ის ჩემთვის მეორე სახლია!
♦️ჩხოროწყუში კარგი უნივერსიტეტი/კოლეჯი რომ იყოს, სწავლას მაინც სხვაგან არჩევდი?— არა, და ნეტა იყოს!

117109085 1193946550982926 5968128360106586564 n


♦️შენის აზრით, ჩვენს ქალაქში რა აკლიათ ახალგაზრდებს რომ თავი უფრო ბედნიერად იგრძნონ?— ო, ბევრი რამ…😑
♦️შენში ყველაზე მეტად რა მოგწონს?— სამართლიანობა.
♦️რას შევცვლიდი? — ბევრ რამეს))
♦️უცხო საზოგადოების თვალით, საინტერესო, ამოუცნობი გოგონა ხარ, როგორია ევლინა შინაგანად?!— ევლინა არის უბრალო ადამიანი, რომელსაც შეუძლია უყვარდეს და უანგაროდ აკეთოს სიკეთე… ☺️
♦️ის რაც შენს შესახებ არ ვიცით — ამ კითხვაზე თავს ვიკავებ.))
♦️რა არის სიყვარული?! — 😁 ვიცი განა?!
♦️ბიჭებს აინტერესებს: შენი გული თავისუფალია?! — თავისუფალია.😘
♦️რა გაღიზიანებს… — უსამართლობა.

117117494 1193945637649684 6780234272920852263 n


♦️ვინ არის შენი საუკეთესო მეგობრები. რატომ აირჩიე ის?— მეგობარი ბევრი მყავს მაგრამ საუკეთესო ერთი და ისიც ბიჭი. ❤(ავირჩიე რადგან ერთადერთი ადამიანი იყო ვისაც ჩემი უსიტყვოდ ესმოდა. მასში ის უბრალოება იყო, რაც მე ყველაზე მეტად მიზიდავდა.)
♦️რას არ აპატიებდი საყვარელ ადამიანს?! — ღალატს.
♦️მეშინია — საყვარელი ადამიანების დაკარგვის!
♦️ვიცი — ადამიანობის ფასი.
♦️არ ვიცი — ბევრი რამ…
♦️მაინტერესებს — ბევრი რამ…
♦️არ მაინტერესებს — სხვისი ცხოვრება.
♦️მიხარია — მაშინ როცა ჩემს გარშემო ბედნიერ ხალხს ვხედავ.
♦️ვეძებ —ფოტოების გადასაღებად კარგ ადგილებს…
♦️ვჩხუბობ — უსამართლობის გამო.
♦️მრცხვენია — სატირალზე შესვლის, ჩაცმის სტილიდან გამომდინარე! 😂
♦️ვმალავ — დასამალი არაფერი მაქ.
♦️ვინახავ — საიდუმლოებს…
♦️მწამს — ღმერთის.
♦️მაბედნიერებს — ფოტოების გადაღება…
მსიამოვნებს — ბუნებაში ყოფნა❣
♦️ვუხეშობ — მაშინ როცა ცუდ ხასიათზე ვარ.
♦️ვკითხულობ — როცა მოწყენილი ვარ.
♦️ვამზადებ — კარგ საჭმლებს …
♦️ვაფუჭებ — ჩემს ნახატებს. (იცით, ოდესღაც ვხატავდი. დიდ დროს ვუთმობდი. შესაბამისად ნახატებიც ბევრი მქონდა. მოხდა ისე, რომ ყველაფერი მომპარეს და მგონი მუზაც გაიტაცეს… ვხატავ, მაგრამ ისე გულიანად ვეღარ!) 😑
♦️ვცხოვრობ — მომავლის იმედით.
♦️ვგიჟდები — ფოტოების გადაღებაზე…
♦️მეღიმება — როცა გოგოები მეპრანჭებიან. 🙈
♦️მიყვარს — სამეგრელოს ბუნება.
♦️მძულს —ჭორიკანა სასტავი!
♦️მსურს — გაჭირვებულების დახმარება…
♦️ვაგროვებ — მედლებს. 😁
♦️ვეჭვიანობ — )))))
♦️ვიზიდავ — უბრალო ადამიანებს))
♦️ვალამაზებ — ოჯახს. 😂
♦️შენი რჩევა და შეფასება გვერდს MyCityChkhorotsku-ს — ძალიან მომწონს ეს გვერდი. საინტერესო და მრავალფეროვანია…❤🤗მადლობა ინტერვიუსთვის.

პატივისცემით MyCityChkhorotsku-ს ადმინი 😉 — Evlina Manjgaladze-თან ერთად.

CHKHOROTSKU.GE
Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
-
00:00
00:00
Update Required Flash plugin
-
00:00
00:00