ჩხოროწყუ და ჩხოროწყუელები გიორგი გულუა და მისი პოეზია by chkhorotskuge 11/12/2017 written by chkhorotskuge 11/12/2017 3.1K გიორგი ჩხოროწყუელი ახალგაზრდა პოეტია, რომელიც 23 წლის ასაკში უკვე ცნობადი სახეა. მისი ლექსები პოპულარობით სარგებლობს სოციალურ ქსელებში და ვირუსულად ვრცელდება მეგრული ლექსი კოლხის კოლხური ლექსი გიორგის ლექსები poetry.ge გინდა, სად გინდა, რას მიქვიან ”მე შენთან მინდა”შენზე კარგად ვარ სულ რაღაცა ორი სიკვდილით,არც მიფიქრია ის სიცოცხლე რამდენი ღირდა,რომელიც უკვე დავკარგე და ვეღარ ვიყიდი. შენ არ იყავი მესაფლავე იმ პარასკევის,იასონი რომ გაასვენა სულ სხვა მედეამ,უფერულად თოვს ამ დილეგში და დავასკვენი,რომ მიგატოვე საყვარელო, მერამდენეა. [aiovg_videos template=”popup” tag=”1705″] არც გალაკტიონს არ ყოლია სულში დემონი,ვერც ანგელოზებს მოუწმინდავთ გრანელის ზეცა,დარჩი იცოცხლე! იმსახურებ ლექსებს მემგონი,შენ ხომ იმ ქვეყნად უსახლკაროს საცოლე გერქვა. გავყურებ ახლა შორ აღმოსავლეთს,მთებს იქით უფრო ბევრი მთებია…მზესუმზირები ვერსად ვერ წავლენ,ცას უმზერენ და მზეზე თბებიან.რასაც ვხედავდი ისიც ჩავიდა,ამოსვლა მაინც ლეგენდურია.ყოველდღე ვიწყებ სუნთქვას თავიდანდა ღამეებიც მზეს ემდურიან.ჩვენი შეხვედრა ნულოვან ენს ჰგავს,აღარ არსებობს – აქსიომაა.ხეები შორ-შორ უფრო ღრმა ფესვს დგამს,მეტი თუ არა, ასი რომაა…რწყავდნენ ქალები პლაჟის ყვავილებს,იყო ამინდი ოდნავ უჟმური,მზეს დააბრალეს სხივებყავისფერს,შემოღამებაც მულანმრუჟური.რაც კი გიგრძვნია გეთქვა ცისაურნატვრა-ნატვრებით გამონაყრება.მხოლოდ ის ვიცი, ვუსმენ ზღვის ხმაურს,რომელიც სახლში აღარ გამყვება. 0 comments 0 FacebookTwitterEmail chkhorotskuge previous post ნაზოდელავოს მღვიმე next post ზაზა ლეჟავა იონოთერაპიისა და პალეოთერაპიის პერსპექტივების შესახებ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში You may also like გაიცანით, ბექა ჯიჯელავა 01/07/2026 ნიკოლოზ კაჭარავა — ქართველი დიდოსტატი ევროპის ელიტაში 20/04/2026 წარმატებული დებიუტი ოქტაგონზე: მუხურელმა ლაშა თოლორდავამ GAMA-ს სარეიტინგო... 03/04/2026 აკაკი ლაგვილავა-ახლა მისი დროა 12/01/2025 ნიკო შენგელია- პირველი ექიმი ჩხოროწყუდან 26/04/2024 მსახიობი და მომღერალი დავით შენგელია 10/01/2024 სახელმწიფო რეესტრს ახალი გეოგრაფიული აღნიშვნა “მუხურის თაფლი” დაემატა 24/12/2021 ალექსანდრე ნარსია – დედის ლოცვა 25/11/2021 გენრიეტა ჭითანავა 25/09/2021 22 წლის გიორგი ვეკუა ქვედა ჩხოროწყუში და ნაკიანში... 24/09/2021