ბლიც-ინტერვიუ ფეხბურთელ გვანცა პაპასქირთან

by chkhorotskuge
0 comment

სირთულეები და მათი გადალახვა უფრო საინტერესოს ხდის კაპიტნობას…

ბლიც-ინტერვიუ გვანცა პაპასქირთან

♦️დავიბადე — ჩხოროწყუში
♦️ვცხოვრობ — ქვედა ჩხოროწყუში
♦️ჩავირიცხე —საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში
♦️ვაპირებ— მალე გაიგებთ…
♦️ჰობი — ფეხბურთი❣
♦️პომადა თუ ბურთი?! — რა თქმა უნდა – ბურთი😀
♦️რატომ აირჩიე ფეხბურთი?! — პირველად თვითონ ამირჩია 😇


♦️ვის მიუძღვის შენს ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში წვლილი?!— პირველ რიგში მამიდაჩემს, რადგან ის იყო ერთადერთი ადამიანი, რომელმაც მხარი დამიჭირა გამეკეთებინა ის საქმე, რაც ძალიან მიყვარდა!
♦️რას ნიშნავს შენთვის ფეხბურთელის სტატუსი?! — მუდმივად ფორმაში ყოფნას…
♦️რა დაბრკოლება შეგხვედრია?! — სტერეოტიპი, რომ თითქოს გოგოს ფეხბურთის თამაში არ შეუძლია


♦️ფეხბურთი არის — ყველა’ფერი… ემოცია, გრძნობა და ცხოვრების განუყოფელი ნაწილი…
♦️ყველაზე მხიარული თანაგუნდელი — ქეთა ქოქოლაძე
♦️გუნდის ლიდერს რა თვისებები სჭირდება?! — პირველ რიგში, უნდა ჰქონდეს რწმენა, ასევე უნდა შეეძლოს გადაწყვეტილებების მიღება და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება…

banner


♦️გუნდის კონტროლი რთულია?! —ძალიან, მაგრამ ეს სირთულეები და მათი გადალახვა, უფრო საინტერესოს ხდის კაპიტნობას
♦️რა გასწავლა სპორტმა?! —სირთულეების გადალახვა. ის, რომ არასოდეს არ უნდა დანებდე. რაც არ უნდა რთული იყოს გზა გამარჯვებისკენ, მისი დაძლევა შესაძლებელია!
♦️მუშაობ საკუთარ თავზე?!— ძალიან ბევრს…
♦️რისი გჯერა?!— მჯერა, რომ მივაღწევ დასახულ მიზანს…
♦️გვანცა ამაყია? უფრო ამბიციური
♦️ასევე მებრძოლი?!— რა თქმა უნდა, ცხოვრება ბრძოლაა და თუ არ იბრძოლე გადაგთელავენ!
♦️სად იმოგზაურებდი?!— მადრიდში
♦️რაზე გწყდება გული?!— იმაზე, რომ საქართველოში ქალთა ფეხბურთს ყურადღება არ ექცევა!
♦️რისი გეშინია — საყვარელი ადამიანის დაკარგვის…
♦️რაზე ბრაზდები — გამოუყენებელ მომენტებზე😡⚽️👈
♦️ვინ/რა გიყვარს— ჩემი ვინ და რა-ც არის ბურთი და მოედანი😁
♦️რა გძულს?! — ფრაზა – “ქალი ვიცი კუხნაში”
♦️რისი გწამს?! — რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი…
♦️რა მუსიკას უსმენ?! — ხასიათს გააჩნია…
♦️რითი ამაყობ?! — ოჯახით და მეგობრებით…
♦️რას ნანობ?! — არაფერ არ ვნანობ, რადგან რაც ხდება ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს!
♦️რა გახარებს?! — საყვარელი ადამიანების გაბრწყინებული თვალები…
♦️დაასრულე,მამაჩემი ყოველთვის მასწავლიდა — ცხოვრებას, ადამიანობას, საკუთარი თავის ფასს…
♦️რა გენატრება?! — ამ წამს ჩხოროწყუ მენატრება, ძალიან…
♦️ცხოვრებაში მთავარია — გქონდეს მიზანი და შეუჩერებლად ისწრაფოდე მის მისაღწევად!
♦️საყვარელი ფრაზა— “არასოდეს დანებდე… ტკივილი დროებითია, ტრიუმფი კი სამუდამო”
♦️საყვარელი ფეხბურთელი— CR7
♦️საყვარელი გუნდი— რეალ მადრიდი
♦️ყველაზე ტკბილი მოგონება…— ნაკრები U17-ის შეკრება-ზბორი
♦️როგორია გვანცა სამზარეულოში?!— შემდეგზე გადავიდეთ😂…
♦️რჩევა ფეხბურთელ გოგონებს— არავის დაუჯეროთ რომ არაფერი გამოგივათ! იშრომეთ, რაც შეიძლება მეტი ივარჯიშეთ, ირწმუნეთ საკუთარი თავის და ყველაფერი იქნება შესანიშნავად…
♦️დასრულე, ჩხოროწყუ ჩემთვის — დიდი ბედნიერებაა!
♦️გვერდი My City Chkhorotsku როგორია?! — ძალიან საინტერესო გვერდია ❤️
♦️რჩევა გვერდს — რაც შეიძლება მეტი გამოკითხვები ჩაატარეთ…

პატივისცემით, My city Chkhorotsku-ს ადმინი 

You may also like

@2022 – All Right Reserved. Lasha Mebonia 

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Need Help? Chat with us
-
00:00
00:00
Update Required Flash plugin
-
00:00
00:00