My city Chkhorotsku წარმოგიდგენთ რუბრიკას “ბლიც-ინტერვიუები”ხელოვნება, კულტურა და შემოქმედება ბლიც ინტერვიუ ანატოლი (ტოკა) ოკუჯავასთან by chkhorotskuge 05/06/2020 written by chkhorotskuge 05/06/2020 1.4K მეგობარმა მთხოვა… მითხრა, ქორეოგრაფი არ გვყავს, იქნებ ჩამოხვიდეო. აქ რომ ჩამოვედი 29 წლის ვიყავი, ეს იყო პირველი შეხვედრა ჩხოროწყუსთან. ქორეოგრაფი ანატოლი ოკუჯავა 🔷 დავიბადე —1947 წლის 24 მაისს, მარტვილის რაიონში.🔷 როგორ მოხვდით ჩხოროწყუში?!— მეგობარმა მთხოვა… მითხრა, ქორეოგრაფი არ გვყავს, იქნებ ჩამოხვიდეო. აქ რომ ჩამოვედი 29 წლის ვიყავი, ეს იყო პირველი შეხვედრა ჩხოროწყუსთან.🔷 წასვლაზე არ გიფიქრიათ?!— არა, მე შემიყვარდა ჩხოროწყუ! 🔷 როდის დაუკავშირდა თქვენი ცხოვრება ცეკვას?! — სკოლის პერიოდში…🔷 ცოტა რამ განვლილ წლებზე— სკოლის დავამთავრებისთანავე ცეკვა გავაგრძელე ქ.სოხუმში. შემდეგ ჩავირიცხე თბილისის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში. სწავლას რომ მოვრჩი, ჩამოვედი ჩხოროწყუში. მუშაობა დავიწყე “მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში” სადაც დღემდე ვმუშაობ.🔷 პედაგოგი ქორეოგრაფიაში — ბევრი მყავდა. რომლებიც გამოირჩეოდნენ სათანადო ცოდნით და სიმკაცრით…🔷 ქორეოგრაფს სჭირდება უმაღლესი განათლება?!— რა თქმა უნდა…🔷 რამდენი ანსამბლი გყავთ?! — სამი: “მეგრი”, “ცისკარი” და “ნაკადული”.🔷 როგორი იყო პირველი ნაბიჯები ცეკვაში — იღბლიანი…🔷 რატომ ცეკვა?!— შემიყვარდა, ქართული ცეკვა სულია ერისა!🔷 რა სჭირდება პროფესიონალ მოცეკვავეს?! — ასეთად ჩამოყალიბებისთვის დაუზოგავი შრომაა საჭირო.🔷 რა აკლია თანამედროვე ქართულ ქორეოგრაფიას?! — მრავალფეროვნება…🔷 რამდენად მკაცრი ხართ?! —საშუალოდ მკაცრი.🔷 დაასრულეთ ფრაზა: მე შემიძლია ვიყო— ერთგული ყველას მიმართ…🔷 როგორია თქვენი ხელწერა ცეკვაში— განსხვავებული! ყველას თავისი ხელწერა აქვს და აქ მთავარია, შენი დადგმული ცეკვა სხვის დადგმულს არ დაემსგავსოს!🔷 რაში დაგხმარებიათ თქვენი პროფესია?! — ბავშვების ესთეტიკურ აღზრდაში…🔷 ახალგაზრდულად გამოიყურებით, რისი დამსახურებაა?! — ფიზიკური ვარჯიშის შედეგია. 🔷 ყველაზე ძვირფასი ახლობელი ადამიანები?!— ასეთები ბევრი მყავს, მაგრამ ოჯახის წევრებზე ძვირფასი არავინ!🔷 დაახასიათეთ თქვენი თავი — მე სხვამ უნდა დამახასიათოს!🔷 რა არის წარმატება — როცა ჩემი პატარა მოცეკვავეები მაყურებლის წინაშე კარგად წარსდგებიან!🔷 რა არის სიყვარული?!— ყველაზე სათუთი გრძნობა…🔷სიყვარული თავგანწირვაა?! — ვისთვის როგორ… ბევრისთვის ალბათ ოცნება, ზოგისთვის გასართობი, ზოგისთვის ამოჩემება, ადამიანებიც განვსხვავდებით… მე ვფიქრობ, სიყვარული თავგანწირვის გარეშე ნამდვილი არ იქნება!🔷 რისკიანი ხართ?! —იშვიათად.🔷 20 წლის უკან რომ დაბრუნდეთ?! — არ ვინატრებდი…🔷 ცხოვრებაში მთავარია?!— შეძლებისდაგვარად ბევრი კარგი და მადლიანი საქმის კეთება…🔷 რას ერიდებით ?! — სხვის საქმეში ჩარევას…🔷 საყვარელი მსახიობი — ოთარ მეღვინეთუხუცესი.🔷 რას კარგავთ ხშირად?! — გასაღებს (იცინის)!.🔷 რისი იმედი გაქვთ?!— მომავლის🔷 როდის ხართ მშვიდად?!— მგონი არასდროს…🔷 რა არის ყველაზე დიდი უბედურება?!— საყვარელი ადამიანის დაკარგვის განცდა!🔷 რა გაძლევთ ბედნიერების მიზეზს —ყოველ ახალ დღესთან შეგებება…🔷 რჩევა დამწყებ ქორეოგრაფებს?— რთული პროფესიაა, თუ ამ საქმეს თავს ბოლომდე სიყვარულით არ მიუძღვნი არაფერი გამოვა. ეს ყველაფერი წინააღმდეგობასთან, მონდომებასთან და ასევე დიდ შემოქმედებით შრომასთან არის დაკავშირებული…🔷 რას გეგმავს თქვენი ქორეოგრაფიული ანსამბლი?! —წინ გველის ბევრი ფესტივალი. ვმუშაობთ ენერგიულად რათა ღირსეულად წარვსდგეთ ჟიურისა და მაყურებლის წინაშე.🔷 საყვარელი ფრაზა?! “ცხოვრებასი რაც არ უნდა დიდი გახდე, გახსოვდეს რომ შენ პატარა დაიბადე”🔷 დაასრულეთ ფრაზა: ჩხოროწყუ ჩემთვის — ყველაზე მშვიდი და საყვარელი ქალაქია. მიყვარს, რა თქმა უნდა, ჩხოროწყულეებთან ერთად…🔷 რას ნიშნავს სამშობლო თქვენთვის?! — სამშობლო არის ყველაზე ძვირფასი და სათაყვანებელი.🔷 დაასრულეთ ფრაზა: ყოველი ნაბიჯი — უნდა გაზომოთ!🔷 რჩევა გვერდს – My City Chkhorotsku-ს — იყავით კონკრეტული და აქტუალური… პატივისცემით, My city Chkhorotsku-ს ადმინი 0 comments 1 FacebookTwitterEmail chkhorotskuge previous post ანუში შენგელია-მინდა ჩემი პირველი პრემიერა წარმატებული იყოს… მთავარია გინდოდეს. next post როცა მთავრდება ბავშვობა. ბოლო ზარი და ახალი ცხოვრება You may also like ჩხოროწყუში ბავშვებისთვის ფერწერის ერთთვიანი კურსი იწყება 30/06/2026 დაგეგმილი კონცერტი ჩხოროწყუში 1 ივლისისთვის გადაიდო 30/06/2026 კულტურისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლთან არსებული სახელოვნებო სკოლის სასწავლო... 04/02/2026 აკაკი ხორავას მუზეუმი ოჩხომურში 24/07/2025 ჩხოროწყუს სასკოლო თეატრალური ფესტივალი: ტრადიცია, გამოწვევები და სცენაზე... 15/06/2025 🎭 ჩხოროწყუელ და მუხურელ ახალგაზრდა მსახიობთა არაჩვეულებრივი მოგზაურობები... 06/06/2025 ანსამბლი „კოლხა“ — ჩხოროწყუს ხმა სცენიდან! 03/06/2025 ჩხოროწყუს მერიის კულტურის სამსახური განცხადებას აქვეყნებს 14/05/2025 იოსებ ახალაია- ახალგაზრდა მწერალი ჩხოროწყუდან 21/01/2024 ჩხოროწყუს მოსწავლეთა სახლში რეჟისორ დავით დარსალიას სპექტაკლის „სიკვდილთან... 10/05/2023