406
მეაბრეშუმეობას საქართველოში მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. აბრეშუმის პარკისგან მიღებულ ძაფს სხვადასხვა სახის ქსოვილის დასამზადებლად იყენებდნენ. მეცხრამეტე საუკუნის შუა ხანებიდან არსდება აბრეშუმის სახვევი საწარმოები. 1860 წელს სოფელ ლესიჭინეში სამთავრო გლეხ ბასა ქაიხოსროს ძე სიჭინავას ბერძენ მარკოპულოსთან ერთად დაუარსებია აბრეშუმსახვევი ფაბრიკა.