CHKHOROTSKU.GE

ბადრი ქარჩავა-მოძალადე ხელისუფლებამ ყველა ხერხს მიმართა , რათა გამარჯვება ძალდატანებით მოეპოვებინა

ავტორი chkhorotskuge

ჩხოროწყუში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატმა ბადრი ქარჩავამ არჩევნები უარყოფითად შეაფასა

30 ოქტომბრის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე მოსული 12783 ამომრჩევლიდან 6079-მა ამომრჩეველმა ხმა მე მომცა.

თითოეულ ამ ადამიანს ვუხდი დიდ მადლობას მხარდაჭერისთვის. თქვენ გმირები ხართ, რადგანაც საშინელი წინააღმდეგობის გაწევა მოგიწიათ, მიუხედავად წნეხისა, თქვენ შეძელით ღირსეული არჩევანის გაკეთება, რადგანაც თქვენ გინდათ ქვეყნის წინსვლა ,

კოალიციური ხელისუფლება, რომელიც ქვეყნას გამოიყვანს ამ პოლარიზებული გარემოდან. 6079 ხმამ ვერ გაიმარჯვა,

რადგან ჩხოროწყუს მოძალადე ხელისუფლებამ ყველა ხერხს მიმართა რათა გამარჯვება ძალდატანებით მოეპოვებინა :

დაიწყო ტოტალური ზეწოლა საჯარო მოხელეებზე, აფრთხილებდნენ, კონკრეტული მინიშნება გაეკეთებინათ ბიულეტინზე ან ფოტო გადაეღოთ მისთვის, რათა ეკონტროლებინათ მისცეს თუ არა ხმა სახელისუფლებო კანდიდატს.

ჩამოიყვანეს რაიონში დაბადებული და სხვაგან მცხოვრები ძალოვნები რომლებიც ზეწოლას ახდენდნენ მათ ახლობლებსა და სანათესაოზე. დაიწყო ფქვილის, ცემენტის და სახურავების დარიგებისა და სამომავლოდ დარიგების დაპირების კამპანია,

მიუხედავად ამისა, ხვდებოდნენ რომ აგებდნენ და პირდაპიდ გადავიდნენ ხმების ყიდვაზე , მინიმალური 50 ლარად . თქვენ ვინც თანხა აიღეთ და ხმა არ მიეცით, ნათელია თუ რას ფიქრობთ, და თქვენ ვინ ხმა მიეცით თანხის სანაცვლოდ თქვენთვის ის ღირსეული მერია?! ხელისუფლებაში მოსვლისას გოგუას ახასიათებდნენ როგორც პატიოსან,ღვთის მოშიშ ადამიანს, დღეს ის არისკორუმპირებული, მოძალადე ფარისეველი და არანაირად ღვთის მოშიში. ის ყველაფერს აკეთებს , რომ ძალით, ზეწოლით თანამდებობაზე დარჩეს.

ვეკითხები გოგუას რად გიღირს ასეთი თანამდებობა, ან როგორი მერი იქნები იმ ადამიანებისთვის ან რა ძალაუფლება გექნება მათზე , ვისაც ფულის სანაცვლოდ მიაცემინე ხმა . შენ ჩხოროწყუს ლეგიტიმური მერი ვერასდროს ვერ იქნები იცი რატომ? -ღირსება, ღირსება არ გაქვს და თუ ღირსება არ გაგაჩნია ყველაფერზე წამსვლელი ხარ, დიახ უღირსი ხარ რადგან შენ მიერ საპატიო ჩხოროწყუელის სტატუსმინიჭებულ გიორგი გახარიას შენსავე რაიონში მოძალადე და „მაზაკვალი“ უწოდეს შენ კი ერთი ხმა არ ამოგიღია,

პირიქით,ტაშს უკრავდი. ვფიქრობ ჩატარებულ არჩევნებზე , ვაანალიზებ და გული მწყდება რომ ასე ახლოს ვიყავით გამარჯვებასთან ,111 ხმამ წაგვართვა გამარჯვება, სად შეიძლებოდა ამ ხმების მიღება? პირველი-ჩემი სოფელი ხაბუმე,სადაც ვგეგმავდი 1000ხმის მიღებას. შეხვედრებზე მეთანხმებოდნენ, უფრო მეტიც, აღნიშნავდნენ რომ ხაბუმელობა მათთვის უმთავრესი იყო თუმცა პირიქით გამოვიდა, მეტი წინააღმდეგობა იყო ჯუმითის უბნიდან სადაც ჩემი მოგვარეები ცხოვრობენ როგორც ნაკიანში , მაგრამ მათ თანასოფლელს და მოგვარეს კი არა სხვას დაუჭირეს მხარი.

განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო: ლესიჭინეს,ახუთს, ქვედა ჩხოროწყუს,სარაქონს, პირველ ჭოღას,ზუმს, ხაბუმის ცენტრს და კალინინის უბანს . მიუხედავად წაგებისა მე მხარი დამიჭირეს ნაფიჩხოვოში , მინდა გამოვყო ქალბატონი მარინე დარსალიას თანადგომა. თაიაში , კირცხში,ლეწურწუმეში, მეორე ჭოღაში, მუხურში, დაბა ჩხოროწყუში მადლობა თითოეულ თქვენგანს, მიყვარხართ და მეიმედებით, ასევე მინდა ავღნიშნო სხვა ოპოზიციური პარტიების თანადგომა, მათთან ურთიერთობა უფრო მარწმუნებდა რომ სწორი მიმართულებით მივდიოდით, როცა კოალიციური მმართველობაზე ვსაუბრობდით. ამ ბრძოლას ჩემს ღირსეულ გუნდთან ერთად უკვალოდ არ ჩაუვლია, მე მივიღე ჩვენი ქვეყნის მესამე პრეზიდენტისგან წერილი ციხიდან. ეს ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის ჯილდოა. ბედნიერი ვიქნები შევხვდე თავისუფალ მიხეილ სააკაშვილს. თავისუფლება მიშას!!!! თავისუფლება მიშას!!!!

სხვა თემები:
ჩხოროწყუს ციფრული არქივი

ჩხოროწყუს ციფრული არქივი

ჩვენი ამბიციური პროექტი

სამოქალაქო სივრცე

ერთად შევქმნათ სამოქალაქო სივრცე

ერთად შევქმნათ სამოქალაქო სივრცე

  ააიპ "საქართველოს რეგიონების სივრცე"  ღიაა ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის.   

ჩხოროწყუს ელექტრონული ქსელი

ჩხოროწყუს  ელექტრონული ქსელი

ჩხოროწყუს ელექტრონული ქსელი

ჩვენ  ვქმნით  ჩხოროწყუს ელექტრონულ ქსელს, რომელიც  მოიცავს  ინფორმაციათა ფართო ქსელს ჩხოროწყუს  და  საქართველოს რეგიონების შესახებ

Need Help? Chat with us
-
00:00
00:00
Update Required Flash plugin
-
00:00
00:00