ანუში შენგელია-მინდა ჩემი პირველი პრემიერა წარმატებული იყოს… მთავარია გინდოდეს.

by chkhorotskuge
0 comment

My city – Chkhorotsku წარმოგიდგენთ ინტერვიუს პიანისტ ანუში შენგელიასთან

MyCityChkhorotsku-ს ტრადიციული რუბრიკის, ბლიც-ინტერვიუს სტუმარია: ულამაზესი, ყოველთვის სახემცინარი, უნიჭიერესი პიანისტი გოგონა – ანუში შენგელია, მალე ის პროფესიონალი ვოკალისტი გახდება…

ანუში შენგელია

🎼 დავიბადე — ჩხოროწყუში (პირველი ჭოღა).
🎼 დავამთავრე — ჩხოროწყუს სამუსიკო სკოლის სრული კურსი.
🎼 ვსწავლობ — ევგენი მიქელაძის სახელობის 12 წლიან ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში, სადაც მე-10 კლასის ვოკალური განყოფილების მოსწავლე ვარ.
🎼 სტიმულს მაძლევს? —კონცერტები და მასწავლებელთან ერთად ჩატარებული თითოეული გაკვეთილი.
🎼 როგორია ოპერის თეატრი? — შესანიშნავი, დახვეწილი ადგილი, სადაც მოქმედება ძირითადად მუსიკით სრულდება.
🎼 რატომ უნდა გიყვარდეს ოპერა?!— იმ განსხვავებული, სასიამოვნო შეგრძნებებისთვის, რაც მას ახლავს…
🎼 პირველი სპექტაკლი — არ მქონია. ძალიან მინდა ჩემი პირველი პრემიერა წარმატებული იყოს… მთავარია გინდოდეს.
🎼 უცხოეთში გქონია კონცერტები? — ფორტეპიანოს განხრით მივიღე მონაწილეობა კონკურში – “მომავლის ვარსვლავებში”, სადაც გადამიყვანეს შემდეგ ტურზე, ეს იყო თურქეთში. მომდევნო ტური აზერბაიჯანში შედგა და ბოლო იყო იტალია. ეს კონკურსი ძალიან სასიამოვნოდ მახსენდება. რადგან ხელი შეუწყო ჩემს განვითარებას და შევიძინე ახალი საინტერესო მეგობრები.
🎼 რამე პრიზის მფლობელი თუ ხარ?! — მაქვს მიღებული: სერტიფიკატები, დიპლომები. ასევე პიანისტ ვალერიან შიუკაშვილის პრიზი – კომპაქტ-დისკი.
🎼 ვოკალისტობა როდის გადაწყვიტე? — სულ რამოდენიმე წლის წინ.
🎼 რას თვლი შენს ყველაზე დიდ წარმატებად?!— ჯერჯერობით, მხოლოდ კონცერტების დასასრულს მიღებულ შეფასებას, რომელსაც ვიღებ მასწავლებლებისგან. ეს ყველაფერი სტიმულისმომცემია და ვფიქრობ, წარმატებისთვის მნიშვნელოვანი!!
🎼 მიყვარს — სიახლეები… ბუნება, მშვიდი გარემო და კარგი კერძები.
🎼 ვეჭვიანობ — უკვე პროფესიონალ მომღერალზე, რომელიც სულ სცენაზეა.😊
🎼 ვმეგობრობ — ყველასთან, მაგრამ მყავს განსაკუთრებული ადამიანები.
🎼 ვგრძნობ — მუსიკას, ბუნების ჰარმონიას, ასევე ჩემს მიმართ ადამიანთა თბილ და პოზიტიურ დამოკიდებულებას.
🎼 მეშინია — ჩემთვის ძვირფასი ადამიანების დაკარგვის.
🎼 არ მიყვარს — ადამიანი, თავის გამოჩენის, ან, მისი სიჭკვიანის დემონსტირებით, ვითომ რომ ჭკუას გარიგებს ან გამცირებს, თან საჯაროდ!!
🎼 ვეძებ — სულიერად ლამაზ, კარგი გულის ადამიანებს, ღიმილი რომ არ ეზარებათ…
🎼 ვიზრდები — თანდათან, როგორც პროფესიულად, ასევე ცხოვრებისეულად. რაც მთავარია არ ვჩერდები და ოდესმე ხომ გავიზრდები?!😊
🎼 მიზნის მისაღწევად …— ყოველთვის მაქსიმალურად ვიბრძოლებ.
🎼 ვნანობ — თბილისში უფრო ადრე რატომ არ წავედი.
🎼 ვიცინი — ხშირად იმაზე, რაც სასაცილოდ მეჩვენება და ზოგჯერ სხვისთვის გაუგებარიც ხდება ის, თუ რატომ ვიცინი!!😅
🎼 მწამს — რომ სიყვარული და ურთიერთპატივისცემა თუ გვექნება, ყველაფერი კარგად იქნება…
🎼 მსიამოვნებს — სიმღერა, ადამიანებისგან მიღებული სითბო და ყურადღება…
🎼 კომპლიმენტი, რომელიც ყველაზე სასიამოვნოდ გახსოვს — ამას გამოვარჩევდი, რომელიც დედას ეკუთვნოდა, მაგრამ ნაწილობრივ მეც 😊 “ლამაზად შვილის აღმზრდელი დედა მიცვნია ღმერთადა…”
🎼 არ მსიამოვნებს — შურიანობა და ამპარტავნობა.
🎼 ახალი მიზნები… — მიზანი უცვლელია, – ვიყო მინიმუმ კარგი შემსრულებელი.
🎼 ვეხმარები — ჩემი ძალების შესაბამისად ნებისმიერ ადამიანს, ვისაც ჩემი დახმარება სჭირდება…
🎼 გული მწყდება — როცა ადამიანის დახმარება არ გამომდის. ეს ცუდი მომენტია!!
🎼 ვუსმენ — უფრო კლასიკას, მაგრამ სხვა ჟანრსაც.
🎼 სხვა ჰობი… — ერთ დროს სანთლებს ვაჩუქურთმებდი. ახლა მზარეულობაც დავიწყე.😊
🎼 ის რაც შენს შესახებ არ ვიცით…— მიჭირს სიცილის შეკავება☺️😊გაკვეთილის დროს თუ გამეცინა, მასწავლებელი მასვენებს ან გარეთ გავდივარ, ცოტა ხნის მერე ძალიან ვცდილობ ჩვეულებრივად გავაგრძელო გაკვეთილი. 🙈
🎼 ვფიქრობ — ბევრ რამეზე…
🎼 მანაღვლებს — ახლა, მხოლოდ კორონა, რომელსაც დიდი მსხვერპლი მოჰყვა…
🎼 კარანტინს როგორ ეგუები? — არ მიჭირს, რადგან სოფელი და მისი სიკეთეები არ მაძლევს მოწყენის საშუალებას…
🎼 თვითიზოლაციის დასრულების შემდეგ, შენთვის რა შეიცვლება? — გავაგრძელებ სწავლას უფრო მეტი ენერგიით და მონდომებით.
🎼 რა, ვინ გენატრება? — ჩემთვის ძვირფასი ადამიანების ჩახუტება. სიმღერის გაკვეთილები და კონცერტები …
🎼 საკუთარი თავი სცენაზე უფრო მოგწონს თუ სცენის მიღმა?— სცენის მიღმა…
🎼 როგორია ანუში სახლში?— ძალიან მხიარული.😊
🎼 რომ არა მუსიკა როგორი იქნებოდი შენ? — მუსიკა მიყვარს და უფრო მიყვარდება. ყოველი გაკვეთილი საინტერესოა, ამიტომ უმუსიკოდ ჩემი თავი ვერ წარმომიდგენია.
🎼 დაასრულე სამშობლო… — ოჯახია, რომელსაც ზუსტად ისეთივე ზრუნვა, გაფრთხილება და სიყვარული სჭირდება, როგორიც შენთვის ძვირფას ადამიანებს…
🎼 ჩხოროწყუ თუ თბილისი?— ორივე ძვირფასია.
🎼 რჩევა რომელიც მოუციათ და სულ გახსოვს — “მოერიდე იმას, ვისაც უბრალოდ შენი სინორჩით მოუნდება ისარგებლოს!” და “როდესაც რაღაც ისე არ არის, როგორც უნდა იყოს: უსამართლოდ გექცევიან, გულს გტკენენ და ა.შ. უბრალოდ გაუღიმე მას და ამით დაასრულე”.
🎼 მუსიკა — ზემოქმედებს ადამიანზე, შეუძლია გადმოსცეს ემოცია და დაკავშირებულია ადამიანთა გრძნობებზე…
🎼 ხელოვნება ჩემთვის — მუსიკაა, რომელსაც სხვადასხვა ფერი აქვს…
🎼 შენთვის ვინ არის მუსიკის ვარსკვლავი და რატომ? —Joyce DiDonato 😍 მიყვარს მისი ხმის ტექნიკა და ბგერის კულტურა, შეუდარებელია.
🎼 სამომავლო სურვილები და მიზნები? — კონსერვატორიაში ჩაბარება, ცოდნის გაღრმავება…
🎼 საყვარელი სიტყვები— “ზღვა საიდუმლოს არავის უმხელს.”
🎼 ჩხოროწყუ ჩემთვის — არის ადგილი, სადაც ძალიან ბედნიერი ვარ…💝
🎼 მოგწონს ჩვენი გვერდი? — მომწონს, საინტერესოა…

პატივისცემით, MyCityChkhorotsku- ადმინი 😉 

banner

You may also like

@2022 – All Right Reserved. Lasha Mebonia 

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Need Help? Chat with us
-
00:00
00:00
Update Required Flash plugin
-
00:00
00:00