6.4ათასი
ჩხოროწყუს ისტორიული მუზეუმის დარბაზში ჟურნალისტ ნუგზარ ჟვანიას წიგნის „ დიდი მდინარის პატარა შენაკადის“ პრეზენტაცია გაიმართა.
ჟურნალისტი ნუგზარ ჟვანიას ინტერვუები და პუბლიკაციები ჩხოროწყუს ელექტრონული ქსელის მკითხველისთვის ბევრჯერ წარგვიდგენია.
ჩვენს გვერდზე შეგიძლიათ იხილოთ წიგნიც, რომელიც ძირითადში სპორტს და სპორტსმენებს ეხება, თუმცა ბევრ სხვა საინტერესო ფაქტსაც იხილავთ.
პრეზენტაციის დროს მიმოიხილეს სხვადასხვა ასპექტი, გაიხსენეს ცნობილი ადამიანები. სიტყვით გამოვიდა სპორტის სამსახურის უფროსი თეა ტყებუჩავა . აღინიშნა ქალთა საფეხბურთო კლუბ „სამეგრელოს“ დიდი წარმატება
შეხვედრას ესწრებოდნენ ჩხოროწყუს პირველი ვიცე მერი გოჩა ჩიქოვანი, ვიცე მერი ვალერი თოდუა და სხვები