1899 წლის ამბები ჩხოროწყუდან. ორკლასიანი სკოლის გახსნა

გურულ-მეგრელის ცნობა მეცხრამეტე საუკუნის ჩხოროწყუდან . სტილი დაცულია. გამოქვეყნებულია გაზეთ “ცნობის ფურცელში”

ს. ჩხოროწყუ (სამეგრელო). ორკლასიანი სამრევლო სკოლის გახსნა.

სანამ სკოლის შესახებ რასმს ვიტყოდეთ, საჭიროდ ვრაცხ ვაუწყო მკითხველებს, თუ საიდან წარმოსდგა ამ სოფლის სახელწოდება „ჩხოროწყუ“. ჩხო როწყუ ორი რთული მეგრული სიტყვაა და ნიშნავს „ჩხორო“– ცხრას და „წყუ“ — წყაროს, ე. ი. ცხრაწყაროს.

 ეს წოდება იქიდან წარმოსდგა, რომ ამ სოფელში, სადაც თავ. ნ, ა დადიანი სცხოვრობს, იქ ერთ ადგილას ახლო-მახლო გამოდის ცხრა წყარო, – ამ სოფელში კარგა ხანია არსებობდა ერთ კლასიანი სამრევლო. სკოლა და მის ახლო-მახლო სოფ. გარახაშიც. გარახაში (ჩხოროწყუს საზოადოებაა) არსებული სკოლა ამ უკანააკნელ დროს სხვა და სხვა მიზეზების გამო ძლიერ შე. ფერხდა. ამიტომ ჩხოროწყუელებმა ამ მეორე სკოლის გადმოტანაც მოისურვეს, რის გამო ატყდა პარტიობა.

ამგვარ განხეთქილებისა და საქმის გარემოებისა გამო ჩხოროწყუელებმა განიზრახეს დააარსონ ორკლასიანი სამრევლო სკოლა. ამ კითხვის განსარჩევად დანიშნულია ყრილობა და მოწ.ვეულია ზუგდიდის მაზრის საეკლესიო სკოლების მეთვალყურე ბლაღოჩინი მღვდელი ევგენი შენგელია და ადგილობრივი ბლაღოჩინი მღვდელი კოსტანტინე ბერიძე და ვნახოთ რას გაარჩევენ. ეჭვი არ არის ესენი ყოველივე ღონისძიებას იხმარებენ ამ სკოლის დაარსებისათვის. 

Related posts

ერასტო კაჭარავა შორეული 1914 წლიდან სოფელ ჭოღაზე საუბრობს

ნიკო შენგელია- პირველი ექიმი ჩხოროწყუდან

1966 წელს ბესარიონ ქებურიას ძეგლი გაიხსნა