ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა,,რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუა უძღვებოდა, სხდომაზე განხილულიქნა შემდეგი საკითხები : 1. „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის №42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. /მომხს: კ. თოლორდავა – საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე

2. „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკურ თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე; /მომხს: კ. თოლორდავა – საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე

3. „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის №49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე; /მომხს: კ. თოლორდავა – საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე

4. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ; /მომხს: კ. თოლორდავა – საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე

5. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ; /მომხს: კ. თოლორდავა – საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე

6. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ; /მომხს: კ. თოლორდავა – საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე

7. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ქალაქ ჩხოროწყუში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1600,00 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №46.02.31.369) სახელმწიფოსათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ. /მომხს: დ. დარსალია – საკრებულოს ქონების მართვის და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე/ თანამომხ: ედუარდ მალანია-მერიის ეკონომიკის, ქონების მართვისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი. საკრებულოს წევრებმა წარმოდგენილ საკითხებს კენჭი ერთხმად უყარეს.

Related posts

ჩხოროწყუს ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლის წარმატება წარმომადგენლობით კონკურსში

ძლიერმა წვიმამ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა

ჩხოროწყუს პირველობა ცხენოსნობაში