Река Хуру находится в селе Напичху (Napichkhovo, Omarte). Фотографии Тако Дарсалия
Деревня Напичхово
„სოფელი ნაფიჩხოვო მდებარეობს ჩხოროწყუს რაიონის ჩრდილო-აღმოსავლეთით, მიგარიის მთების კირქვული მასივის სამხრეთ კალთაზე მდინარე ოჩხომურის ხეობაში. რაიონულ ცენტრ ჩხოროწყუდან დაშორებულია 12 კილომეტრით, ხოლო ზღვის დონიდან გაშენებულია 250 მ სიმაღლეზე.
სოფლის რელიეფი რთულია, მთაგორიანია, დაქანებულია ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ. სოფლის გავაკებულ ცენტრალურ ნაწილს, რომელიც მდინარე ოჩხომურის ტერასაზე მდებარეობს, ძველთაგანვე „ომარტე“ ერქვა (გადმოცემით აქ ძირითადი მარცვლეული კულტურა- სიმინდი მარტის თვეში ითესებოდა).
სოფლის შემადგენლობაში შემავალი ძირითადი უბნებია: ლედარსალე და ხანწკი. მოსაზღვრე სოფლებია: ჩრდილო აღმოსავლეთით სოფელი კურზუ (მარტვილის რაიონი), სამხრეთ დასავლეთით სოფელ ჭოღის, ხოლო ჩრდილოეთით სოფელ თაიის ტერიტორიები.“
მოიწონეთ სოფელ ნაფიჩხოვოს ფეისბუქ-გვერდი