Деревня Зуми

ზუმი მდინარე ხობისწყლის მარჯვენა სანაპიროზე, სენაკი-წალენჯიხის გზატკეცილის 52-ე კმ-ის გადასახვევზე სოფ. ხაბუმედან ხუთ კმ-ში; ზღვის დონიდან 342 მ სიმაღლის გავაკებულ ზეგანზე. რაიონის ცენტრი — დაბა ჩხოროწყუდან დაშორებულია 9 კმ-ით მდებარეობს
ზუმი შედარებით ახალგაზრდა სოფელია, სადაც ძირითადად იმერეთიდან და ქვემო სამეგრელოდან გაკულაკებას გამოქცეულ მემამულეთა გვარის მემკვიდრეები სახლობენ. აქ წარმოდგენილი ძირითადი გვარებია ფირცხალავები (ფირცხელავები), ლემონჯავები, სიჭინავები, შოგირაძეები, ბერაძეები, დადიანები (სია დასასრულებელია).
მოსაზღვრე სოფლებია: ხაბუმე, მუხური, ნაკიფუ, ულურია.
სოფლის მოსახლეობა შეადგენს 1680 სულს, 1045 ამომრჩეველია რეგისტრირებული. სოფელში არის ერთი საჯარო სკოლა და ერთი საბავშვო ბაღი. სოფელ ზუმში არის სოფლის ამბულატორია, ბიბლიოთეკა და სასოფლო კლუბი. სოფელში არის სამნავიანი ბაზილიკის ტიპის ამაღლების სახელობის მოქმედი ეკლესია.ზუმის ფეისბუქ- გვერდი( ადმინისტრატორი გიორგი ნაჭყებია)

Nothing Found

It seems that we can’t find what you’re looking for. Perhaps searching can help.