463
არსტული მღვიმე მდინარე ზანის ხეობის მარცხენა ფერდობზე, 230 მ სიმაღლეზე (ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი). გამომუშავებულია ნეოგენური ასაკის კონგლომერატებსა და ქვიშაქვებში. მღვიმე სამსართულიანია, მთავარი (პირველი) დერეფნის სიგრძე 200 მ. სტალაქტიტური ნალექებით ღარიბია. გაედინება პატარა ნაკადული.