სოფელი ნაფიჩხოვო

სად მდებარეობს სოფელი ნაფიჩხოვო?

„სოფელი ნაფიჩხოვო მდებარეობს ჩხოროწყუს რაიონის ჩრდილო-აღმოსავლეთით, მიგარიის მთების კირქვული მასივის სამხრეთ კალთაზე მდინარე ოჩხომურის ხეობაში. რაიონულ ცენტრ ჩხოროწყუდან დაშორებულია 12 კილომეტრით, ხოლო ზღვის დონიდან გაშენებულია 250 მ სიმაღლეზე.

უბნები: ლედარსალე და ხანწკი.

მოსაზღვრე სოფლებია:

ჩრდილო აღმოსავლეთით სოფელი კურზუ (მარტვილის რაიონი), სამხრეთ დასავლეთით  სოფელ ჭოღის, ხოლო ჩრდილოეთით სოფელ თაიის ტერიტორიები.“

 გავრცელებული გვარები:

დარსალია,  ლაგვილავა, ლაზარია, გოგუა, ქობალია, ხასია, კეკუტია,ფიჩხაია, გოგუა, ბერულავა, პაპავა, ბერია და სხვ.

ამ სოფლის მთებია:

ნაჭახალი, წიფურია, პირველ ნაკანტორ, მაჟირა ნაკანტორ, მინგარია, ჭითა წყარი, ნატოლოფუ, ლეკუდელე, ხ(ი)ბ(ი)ლი, ოირემე, მაქეოციმი, ჩე გვალა, ტეხ(უ)რ(ი), ლებარდე, დუდი, ჩამფონი, ობორიე, დიდღალი, ჭიფე სუკი, დვირა, კეშლაკესარ(ი), ჭიფე გვალა, ჩღვინდღულა და სხვ .

ისტორია

არქეოლოგიურ კვლევა-ძიებათა შედეგად დადგენილია, რომ  ნაფიჩხოვოში უწყვეტად უცხოვრიათ ადამიანებს დაწყებული ქვის ხანიდან. ამაზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ სოფელ ნაფიჩხოვოს ტერიტორიაზე მიკვლეულ გამოქვაბულებში ნაპოვნია პირველყოფილი ადამიანების ნასუფრალ-ნანადირევი, ცხოველების ძვლები, პირველყოფილი იარაღის და ჭურჭლის ნაშთები. მაგალითად, თაიაში ნაპოვნია ტიპიური ქვის ხელხული, რომელიც დაცულია ჩხოროწყუს ისტორიულ მუზეუმში, რაც მიგვანიშნებს იმაზე, რომ ასეთივე ხელცულებით იყვნენ შეიარაღებულნი ნაფიჩხოვოს ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი წინაპრები.

 რას ნიშნავს ნაფიჩხოვო?

ნაფიჩხოვო წარსულში დადიანებისა და მისი აზნაურების ფიჩხაიების სამფლობელო იყო.  მკვლევართა ნაწილი  სახელწოდებას ამ გვარს უკავშირებს.  ძველი სახელწოდება „ომარტე“-ა . იგი სოფელ კურზუს მოსაზღვრე უბნებისგან შედგებოდა

მოიწონეთ სოფელ ნაფიჩხოვოს ფეისბუქ-გვერდი

ლეგოგუე და ლებერიეს უბნების  გზის  ასფალტო-ბეტონის საფარის მოსაწყებად ჩხოროწყუს მერიამ  ტენდერი გამოაცხადა.

ლეგოგუე და ლებერიეს უბნების  გზის  ასფალტო-ბეტონის საფარის მოსაწყებად ჩხოროწყუს მერიამ  ტენდერი გამოაცხადა.  მონაკვეთი სოფელ ნაფიჩხოვოს განეკუთვნება და ამჟამად უმძიმეს მდგომარეობაშია

Read more

ჩაი “ლაკა’ნაფიჩხოვოდან

როდესაც ჩაის ბრენდ „ლაკას“ ავტორს და  კომპანია „კოლხური თაიგულის“ დამფუძნებელს,   დიტო გოგუას  სახელწოდების შესახებ  შეკითხვა დავუსვით , გაიღიმა, მანქანაში ჩაგვისვა და ლაკადას ულამაზეს ხეობაში განლაგებული პლანტაცია გვანახა.

Read more

ლანა ლაგვილავა- წარმოშობით ნაფიჩხოვოელი მწერალი სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში

– მე გავიზარდე ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ნაფიჩხოვოში, 90-იან წლებში. ვფიქრობ, ამ წლებმა, ჩვევებმა, ტრადიციამ, მეგრული ხასითის თავისებურებებმა ჩამოაყალიბა ჩემი პიროვნება.

Read more

ხანწკის უბანში, მდინარე ,,შებეზე“ ახალი სახიდე გადასასვლელი ეწყობა

სოფელ ნაფიჩხოვოში, ხანწკის უბანში, მდინარე ,,შებეზე“ ახალი სახიდე გადასასვლელი ეწყობა. ხიდის სიგრძე 13, 50 სიგანე 3,5 მეტრი იქნება.

Read more

ახალი ხიდი ხანწკის უბანში და “ბონდის ხიდის” აღდგენა

სოფელ ნაფიჩხოვოში, ხანწკის უბანში, მდინარე ,,შებეზე“ ახალი სახიდე გადასასვლელი მოეწყობა. ხიდის სიგრძე 13, 50 სიგანე 3,5 მეტრი იქნება.

Read more

ნაფიჩხოვო

                                               სოფელი ნაფიჩხოვო   ნაფიჩხოვოს გეოგრაფიული მდებარეობა, სოფლის სახელწოდება და მოკლე ისტორია

Read more