ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი გაწევრიანდა EU-UNDP-ის ქსელში „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG)

მერები ეკონომიკური ზრდისთვის (M4EG) არის ევროკავშირის ინიციატივა, რომელიც 2017 წელს ამოქმედდა აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების ადგილობრივი თვითმმართველობების მხარდასაჭერად. M4EG ინიციატივას 2021 წლიდან ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ადგილობრივ ხელისუფლებასთან და სხვა პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით.

„მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ქსელი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში 414 ადგილობრივი ხელისუფლებას აერთიანებს.

ქსელი ფუნქციონირებს ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ფარგლებში, რომლის მიზანია მდგრადი და ინკლუზიური ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა.

ეს გულისხმობს ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების მხარდაჭერას, რათა მათ აქტიურად შეუწყონ ხელი ადგილობრივ დონეზე ეკონომიკურ ზრდის შესაძლებლობების შექმნას და მუნიციპალიტეტის პოზიტიურ ტრანსფორმაციას.

ჩხოროწყუს მერიის ინფორმაცია

M4EG ინიციატივის ფარგლებში შექმნილი ურბანული სასწავლო ცენტი (Urban Learning Center) წევრი მუნიციპალიტეტების თანამშრომლებს სთავაზობს სასწავლო პროგრამებს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ჭკვიანი და ინკლუზიური ქალაქები, ეკონომიკური განვითარების ახალი გზები, მწვანე და სამართლიანი ტრანსფორმაცია, დაფინანსების შესაძლებლობებზე წვდომა და დაინტერესებული მხარეების ჩართულობა განვითარების პროცესში.

Related posts

ჩხოროწყუს ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლის წარმატება წარმომადგენლობით კონკურსში

ძლიერმა წვიმამ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა

ჩხოროწყუს პირველობა ცხენოსნობაში