მოგვწერეთ

ხაბუმე ძველად

by chkhorotskuge

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელი  ხაბუმის ისტორიის ამსახველი  ფოტო და ვიდეომასალა.  იმედი გვაქვს ნელ-ნელა შეივსება. სურათების დიდი ნაწილი განთავსებულია  ციფრულ ფოტომატიანეში

1903 წელს გაზეთი “ივერია” ხაბუმეს შესახებ გვამცნობს :

ჩვენური ამბები

გაზეთი “სასოფლო გაზეთი”კი გვაცნობს:

სოფ. ხაბუმე (წალენჯისის საბოქაულო). 

მინდა პატივცემულ „სასოფლო გაზეთის. “  მკითხველუბს ორიოდე სიტყვით გავაცნო ამ სოფლის ხალხის ნივთიური და კულტურული მდგომარეობა. 

აქ მცხოვრებთა უმრავლესობის სახსარს წარმოადგენს სიმინდი. მარტო სიმინდი ვერ აკმაყოფილებს ათასს სხვადასხვაგვარ მოთხოვნილებებს და გაჭირვებას; ერთის მხრით მიწის სივიწროვემ და მეორეს მხრივ ქრონიკულმა მოუსავლობამ ხალხი თითქმის უკიდურეს გაჭირვებამდე მიიყვანა, თითქმის უმრავლესობა ანებებს თავს სიმინდის თესვას და ზოგი დროებით აფხაზეთში მიდის სამუშაოდ, ზოგმა კი მევენახეობას მიჰყო ხელი. ძველი „ადესა“ სრულიათ გაქრა და ახალის მოვლა მოშენება და სხვადასხვა ავადმუოფობისაგან მისი დაცვა თითქმის ვერც ერთს აქ მცხოვრებს ვერ შეუგნია.

ნასწავლი და მცოდნე პირი არავინ გვყავს, ადგილობრივი სკოლის მასწავლებლები ამ კეთილ საქმისთვის თავს არ იწუხებენ. 

ზოგიერთი სოფლის ვაჟბატონები ვითომც ნასწავლი მებაღეები არიან და ხალხს ატყუებენ ამ ახალ კეთილ საქმეში. ხალხი დიდ ზარალს ხედავს. 

გარდა მევენახეობისა ხალხმა თხილის მოშენებასაც მიჰყო ხელი, მაგრამ აღარც თხილი იძლევა სასურველ ნაყოფს. საუბედუროდ მეც მქონდა ერთ დესეტინა მიწაზე დარგული ექვსი-შვიდი წლის თხილი და გასული  წლის ზაფხულში თითქმის სანახევროთ გადახმა არ ვიცი რა მიზეზით! ამისთვის ვთხოვთ მცოდნე პირებს გვიპასუხონ „სასოფლო გაზეთის“ საშუალებით, რა იქნებოდა ამის მიზეზი? 

ხაბუმის ხიდის გახსნა

კოოპერატიული კითხვა-პასუხის საღამოს ანონსის ორიგინალი განთავსებულია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბუმის საჯარო სკოლის ახალგაზრდულ-შემეცნებითი ცენტრის ოთახში(ორგანიზატორი: ქალთა ხელშემწყობი ორგანიზაცია)
აღწერილობა: ანონსი ორენოვანია. თარიღდება 1930 წლით
დადიანების ყოფილი სახლი ხაბუმეში. გასაბჭოების შემდეგ აქ სკოლა გაიხსნა. 80-ნ წლებში შენობა დაანგრიეს
დადიანების აგარაკი ხაბუმეში. შემდგომში სოფლის საშუალო სკოლა
ხაბუმის ტექნიკუმის მსმენელები
1956 წელი, ხაბუმის საავადმყოფო, იმ პერიოდში სოფლის საბჭო

ხაბუმის ცენტრი 80-ნ წლებში
შენგელიების ხატი
პოეტი ალეკო შენგელია

თადა გოგუა-ლოტბარი, მჭედელი.თადამ 1928 წელს ჩხოროწყუში თავად ჩამოაყალიბა მცირერიცხოვანი გუნდი. თადას გუნდი სოფლებში მართავდა კონცერტებს და გამოირჩეოდა ხალხური საშემსრულებლო სტილისა და მანერის ერთგულებით. გუნდის რეპერტუარი პირველად გრიგოლ კოკელაძემ ჩაწერა ნოტებზე (სანოტო ხელნაწერები ინახება ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის არქივში). 1932 და 1937 წლებში გუნდმა წარმატებას მიაღწია ოლიმპიადებზე. 1938 წელს ჭარმაგი ასაკის გამო თადამ გუნდის ხელმძღვანელობა მიატოვა. თადა გოგუა გარდაიცვალა 1963 წელს
ხაბუმის ცენტრი უნივერმაღი 80-ნ წლებში
ვერა ჭკადუა თამადობის დროს
ძველი ხაბუმელები
ნოდარ ჯალაღონია საბავშვო ბაღის აღსაზრდელებთან ერთად
ისიდორე ჯალაღონია ქორწილში.
შაინე თოდუა-ჯალაღონია და აგრაფინა გულუა
და-ძმა თედო და აგრაფინა გულუები
კაკა ჯალაღონია და ანდრო ელოშვილი ღვინის ჭიქით ხელში
ხაბუმელები

მდინარე 80-ნი წლები

მარო ჯალაღონია(მარცხნივ) და დონარა შენგელია იყვნენ ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ხაბუმის ფოსტის თანამშრომლები
წინ, მარცხნიდან მეორე: გოგოლა ჯალაღონია, მესამე: ბაბუცა შენგელია. მეორე რიგში, მარცხიდან მესამე: აკაკი გულუა, იპოლიტე მანჯგალაძე, ლოლა სიჭინავა, შალვა ქარჩავა

ლევან ჭკადუა მეუღლესთან ერთად
მდინარე
ქორწილი

You may also like