ჩხოროწყუს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის უფროსი ნინო ჯომიდავა აჭარაში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

“მოგესალმებით,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე კორონავირუსის ეპიდსიტუაციის გამწვავების გამო, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში კორონავირუსზე PCR ტესტირების სერვისი უფასოდ მიაწოდოს ყველა იმ პირს, რომლიც ბოლო 2 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა აჭარის რეგიონში ეპიდაფეთქების კერებში და სურვილი აქვს შეიმოწმოს თავი კორონავირუსზე შესაძლო ინფიცირების სტატუსის დასადგენად.ტესტირების ჩასატარებლად მიმართეთ ჩხოროწყუს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრს.მისამართი:ჩხოროწყუ,აღმაშენებლის N 17,სასწრაფოს ყოფილი შენობა.”

ნინო ჯომიდავა

Related posts

ჩხოროწყუს ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლის წარმატება წარმომადგენლობით კონკურსში

ძლიერმა წვიმამ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა

ჩხოროწყუს პირველობა ცხენოსნობაში