ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში იურიდიული დახმარების სამსახურის ჩხოროწყუს საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა.

ადგილობრივი მოსახლეობისთვის სხვადასხვა საკითხზე ხელმისაწვდომი გახდა უფასო სამართლებრივი რჩევების მიღება.

——————————————————————

ცენტრი საჭირო ოფისით მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყო.

საკონსულტაციო ცენტრში მოქალაქეებს იურისტ-კონსულტანტი მოემსახურება და მისცემს მათ რჩევებს ისეთ სამართლებრივ საკითხებზე, როგორიცაა: სოციალურად დაუცველთა და დევნილთა უფლებები; საბანკო ურთიერთობები; მიწის და უძრავი ქონების რეგისტრაცია; მემკვიდრეობა; შრომითი დავები; ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა და სხვა აქტუალური საკითხები.

იურიდიული დახმარების ცენტრის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა ადგილობრივებს გააცნო იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისები, საკუთრების რეგისტრაციასთნ დაკავშირებული საკითხები, უფასო სამართლებრივი დახმარების მიღების კრიტერიუმები, ასევე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2018-2020 წლების საქართელოს ეროვნული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ თემებზე ისაუბრა.

შეხვედრას მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, საკრებულოს თავმჯდომარე კობა ჯიქია, მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საკონსულტაციო ცენტრის ოფიციალური გახსნის ღონისძიება პანდემიის გამო დაწესებული რეკომენდაციების გათვალისწინებით ჩატარდა

ჩხოროწყუს მერიის ოფიციალური ინფორმაცია

Related posts

ჩხოროწყუს ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლის წარმატება წარმომადგენლობით კონკურსში

ძლიერმა წვიმამ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა

ჩხოროწყუს პირველობა ცხენოსნობაში