ირაკლი ჯიქია-ახუთელი ვარ… აქ დავიბადე, გავიზარდე, ვისწავლე და თავს ამაყად ვგრძნობ, რომ ამ სოფლის შვილი ვარ

„მოხეტიალე მუსიკოსები“-ს  შესრულებული ქართული სიმღერები  ჩვენი ცხოვრების ორგანული ნაწილი გახდა. მარჯანიშვილის მეტროსთან თუ  სხვადასხვა ქალაქში  გადაღებული ვიდეოკადრები ნამდვილ ჰიტებადაც იქცა. ამ გუნდის ერთ-ერთი  სოლისტი ირაკლი ჯიქია  სოფელ ახუთიდანაა.

ირაკლი ჯიქია

ახუთელი ვარ!. აქ დავიბადე, გავიზარდე,  ვისწავლე  და თავს ამაყად ვგრძნობ, რომ ამ სოფლის შვილი ვარ.

 7 წლის წლის ასაკში  მამიდამ მუსიკალურ სკოლაში შემიყვანა. 9 წლის  ვიყავი, როდესაც სოფელში,კულტურის სახლის დირექტორთან,ბატონ შალვა საჯაიასთან ხალხურ ფანდურზე დაკვრას ვსწავლობდი.

“უძრაობა ქალაქში” ირაკლი ჯიქიას შესრულებით

 მოხეტიალე მუსიკოსების რიგებში  ორი წლის წინ მოვხვდი. მეგობარმა  საბა საფარელი გამაცნო,რომელსაც ვთხოვე,  რომ “ვაგიორქო მა” ქუჩაში  ერთად გვემღერა.  

მოხეტიალე მუსიკოსები ჩხოროწყუში

ნელნელა დავმეგობრდით და დღეს უკვე ძმადნაფიცები ვართ. საბა უნიჭიერესი ადამიანია, ის გიტარის გარდა  როიალზე,დასარტყმელ ინსტრუმენტებზეც საუკეთესოდ უკრავს.  ხატავს. მისი ნახატები იმითაა განსაკუთრებული, რომ ყველა  თითითაა შესრულებული.

ოჯახშიც ყველა ვმღერით, ისევე როგორც სამეგობროში.  ბაბუა ახალგაზრდობაში ჩვენი მუნიციპალიტეტის  გუნდში მღეროდა, ბებია სამოყვარულო დონეზე ღიღინებდა. დედა შესანიშნავი პირველი ხმაა და სახლში  ხშირად  ერთადაც  ვმღერით

———————————————————————————————————

დედას ყველაზე მეტად უყვარს მუსიკა . მამა სტუდენტობის პერიოდში გიტარაზე უკრავდა, თუმცა ახლა დავიწყებული აქვს.

შესანიშნავად მღერის ბიძიაც, ჯამბულ ჯიქია, რომელიც  ლექსებსაც წერს . სამწუხაროდ მისი პოეზია  არ არის ცნობილი, რადგან თვითონ ასე  სურს.  სიმღერა დასაც კარგად ეხერხება.

მეგრული სიმღერა ჩემთვის ყველაფერია. ბევრისგან მსმენია, რომ კოლხური მელოდიები  განსაკუთრებული მოსასმენია.

 ვვამაყობ რომ შემიძლია და ვასრულებ ჩემი კუთხის სიმღერებს. პირველი სიმღერა ჩემს რეპერტუარში იყო, “ირ ქიანა გიორდას”. ახლაც , როცა ქუჩაში ვმღერით, ყოველთვის ვასრულებ

საბა და ირაკლი

Related posts

ნიკო შენგელია- პირველი ექიმი ჩხოროწყუდან

მსახიობი და მომღერალი დავით შენგელია

ლიკა ფირცხალავა- ევროპის ჩემპიონი ჩხოროწყუდან