მთავარი გვერდი Administrative units Kveda Chkhorotsku
რუბრიკა:

Kveda Chkhorotsku

მდებარეობა

ქვედა ჩხოროწყუ ოჩხომურისა და ხობისწყლის
ხეობებს შორის გაშლილ  ვაკეზე ზღვის  დონიდან 175 მეტრზე მდებარეობს.

მოსაზღვრე 
სოფლები და ქალაქი

ჩრდილოეთით ესაზღვრება  ჩხოროწყუ, სამხრეთით სოფ. ლესიჭინე,
აღმოსავლეთით სოფ. ახუთის ადმინისტრაციული ერთეული.

სივრცე

 ფართობი
შეადგენს 1427 ჰექტარს, მისი მოსახლეობაა 1969 მთ შორის პენსიონერია 336, დევნილი
112, ამომრჩეველთა რაოდენობაა 1428.

განათლება

 სოფელში
არის 2 საბავშვო ბაღი და 1 საჯარო სკოლა.

 სოფლის
ნაწილები

 ქვედა
ჩხოროწყუ ორ ნაწილად იყოფა: ლეჯიქედ
და საკუთრივ ქვედა ჩხოროწყუდ. ლეჯიქე
მდინარე ოჩხომურის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს. იგი უძველესი დროიდან
დასახლებული უბანი ყოფილა, რაზედაც მეტყველებს ხომაკირდეს ციხის მიდამოებთან
სოფლის ტერიტორიაზე სავენახე მიწის დამუშავების დროს შემთხვევით აღმოჩენილი
სამაროვანი და იქ მოპოვებული რომაული მონეტები.

როლი

გადმოცემით ოჩხომურის ხეობას გასდევდა საქარავნო
გზა, რომლითაც ვაჭრები მოგზაურობდნენ. ქვედა ჩხოროწყუს ტერიტორიის ცენტრალური
ნაწილის დასახლება მეცხრამეტე საუკუნის სამოცდაათიანი წლებიდან იწყება . იგი
გამოირჩეოდა წყაროთა სიმრავლით და "ცხრაწყაროც" მის ტერიტორიაზეა
აღრიცხული. ეს ადგილი მეურნეთა შესასვენებლი იყო და მის გარშემო სავაჭრო ფარდულები
და სანალბანდოებიც გაჩნდა. ქვედა ჩხოროწყუ 1939 წელს გამოეყო ჩხოროწყუს თემს და
შეიქმნა ქვედა ჩხოროწყუ. სოფელ ქვედა
ჩხოროწყუში არის  ორი "წმინდა გიორგის" სახელობისა და
"მთავარანგელოზის" სახელობის ეკლესია.

წარმომადგენელი: გიგლა ყალიჩავა
ქვედა ჩხოროწყუ

Odabade.Ge

ჩხოროწყუს ციფრული არქივი

ჩხოროწყუს ციფრული არქივი

 პროექტი "ჩხოროწყუს ციფრული არქივი"    ააიპ "საქართველოს რეგიონების სივრცის" და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის  კულტურის სამსახურის ერთობლივი ინიციატივაა

სამოქალაქო სივრცე

ერთად შევქმნათ სამოქალაქო სივრცე

ერთად შევქმნათ სამოქალაქო სივრცე

  ააიპ "საქართველოს რეგიონების სივრცე"  ღიაა ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის.   

ჩხოროწყუს ელექტრონული ქსელი

ჩხოროწყუს  ელექტრონული ქსელი

ჩხოროწყუს ელექტრონული ქსელი

ჩვენ  ვქმნით  ჩხოროწყუს ელექტრონულ ქსელს, რომელიც  მოიცავს  ინფორმაციათა ფართო ქსელს ჩხოროწყუს  და  საქართველოს რეგიონების შესახებ