CHKHOROTSKU.GE

მეორე ჯუმითი ( სოფელი ხაბუმე)

ავტორი chkhorotskuge

ჯუმითელებს  ხანდახან ხუმრობით ხაბუმის სეპარატისტებს უწოდებენ. რეალურად კი დიდი ხანია უკვე ჯუმითი ხაბუმის ორგანული ნაწილია. აქვთ საერთო ცენტრი, სავაჭრო ობიექტები და ყოფა.

სოფელი მდინარე ხობისწყლის მარცხენა ნაპირზე, ზღვის დონიდან  200 მ სიმაღლეზეა განლაგებული.  ჩხოროწყუში  ორი ჯუმითი არსებობს.  პირველ ჯუმითად იწოდება სოფელ ლეწურწუმის ერთი უბანი, ხოლო მეორე ჯუმითი ხაბუმეშია. ოღონდ  ყოფით საუბარში „მეორე“ ნაკლებად გამოიყენება. არავის გვინდა მეორეობა:)))

 

როგორი იყო ადრეულ ეპოქაში ჯუმითი?

 

მოსახლეობა მტრისგან დასაცავად მაღალ ადგილებზე  იქნებოდა  გამაგრებული და დიდი ალბათობით  შიშის თუ სიღარიბის გარემო  ყოველდღიურ ყოფას დაღს დაასვამდა.  წინაპრების მოგონებებით ,  ხიდის მიმდებარე ტერიტორია ტყით იყო დაფარული. ხობის წყლამდე  მისვლა გარეული ცხოველების შიშით უაღრესად სახიფათო გახლდათ. ნელ-ნელა ტყე გაიკაფა , ადამიანებმა ქვევით გადმოინაცვლეს და ზუსტად ამ პერიოდში   პირველი და მეორე ჯუმითი ერთმანეთს „დაშორდნენ“ . ჯუმითელები დადიანების ყმები იყვნენ. აზნაურად კი მეცხრამეტე საუკუნეში შელიები ყოფილან

ჯუმითი  დადიანების ეპოქაში ჯვრის სამაზროს განეკუთვნებოდა. აქ იდგა წმინდა გიორგის  ხის ეკლესია, რომელიც ადგილობრივმა ბოლშევიკმა დაანგრევინა, ეკლესიის მსახურებს წვერი გაპარსეს და  კოლმეურნეობაში ძალით გააწევრიანეს.

ჯუმითურ ტოპონიმიკაში წარსული ხშირად გვახსენებს თავს: კუნთხუ, ჯანაშური, ლეჟა, გაბარა და ა.შ ბევრი გვარი  სხვაგან გადასახლდა, მათი კვალი მხოლოდ  ხალხურ მეხსიერებაშია, რომელიც თაობიდან თაობამდე ქრება.  დღეს ყველაზე გავრცელებული გვარებია: ჯალაღონია, გულუა, არახამია, ქარჩავა.

ჯუმითში სულ ცხოვრობს  635 ადამიანი.

ეზოები ფართო. მოსახლეობის ძირითადი საქმიანობაა სოფლის მეურნეობა. ჯუმითიდან დიდია ადრეულ წლებში მიგრირებულთა რაოდენობა.

ჩემი ოდა.  განლაგებულია გაბარის გაყოლებაზე , მდინარესთან ახლოს

ფრენბურთის თამაში სკვერში.

ზაფხული და მდინარე

ხიდის გაღმა უკვე ხაბუმეა

ძველი სურათები.მდინარე ხშირად იცვლის კალაპოტს.

ბირჟისთვის განკუთნნილი ქვები ჩანს:))


ვიდეომოგზაურობა ჯუმითში

ხობისწყლის ხეობა ზამთარში

ნოდარ ჯალაღონიას ლექსი ჯუმითზე

ნუცა ჭკადუა – უკან მთელი საუკუნეა


კიდევ ერთი ლაივი ჯუმითიდან

ჩხოროწყუს ციფრული არქივი

ჩხოროწყუს ციფრული არქივი

ჩვენი ამბიციური პროექტი

სამოქალაქო სივრცე

ერთად შევქმნათ სამოქალაქო სივრცე

ერთად შევქმნათ სამოქალაქო სივრცე

  ააიპ "საქართველოს რეგიონების სივრცე"  ღიაა ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის.   

ჩხოროწყუს ელექტრონული ქსელი

ჩხოროწყუს  ელექტრონული ქსელი

ჩხოროწყუს ელექტრონული ქსელი

ჩვენ  ვქმნით  ჩხოროწყუს ელექტრონულ ქსელს, რომელიც  მოიცავს  ინფორმაციათა ფართო ქსელს ჩხოროწყუს  და  საქართველოს რეგიონების შესახებ

Need Help? Chat with us
-
00:00
00:00
Update Required Flash plugin
-
00:00
00:00