CHKHOROTSKU.GE

ჩხოროწყუობა2016

ავტორი chkhorotskuge

დღესასწაულით აღფრთოვანებული ნამდვილად არ  დავრჩი. არა მარტო იმიტომ, რომ  სახლში მშიერი დავბრუნდი და ვერ ვიტყვი სასიამოვნოა სხვისი ნადიმის ყურება 😀

თბილისობებს მიჩვეულებს ჩხოროწყუში სხვა მოლოდინი არც მქონია, თუმცა მომავალში ვისურვებდი მეტი აქცენტი გაკეთდეს სოფლების, მუნიციპალიტეტის პოტენციალის უკეთესად წარმოჩენაზე. რაც შეეხება საკვებს, ამისთვის არსებობს რესტორნები, მაღაზიები და ოცდამეერთე საუკუნეში  შემწვარი გოჭით თუ თხით ადამიანებს ვერ გავაკვირვებთ.

იყო  ბევრი დადებითი ელემენტით .  შევეცდები მაქსიმალურად გულწრფელად გაგიზიაროთ ჩემი შთაბეჭდილებანი.

ვისაც სურვილი ექნება, იხილეთ ერთსააათიანი ლაივი :

ზეიმში მთელი მუნიციპალიტეტი იყო ჩართული: თითოეულ სკოლას და ბაღს თავისი კუთხე ქონდა. იყო რამდენიმე საინტერესო, შემეცნებითი სტენდიც, რომელიც  ინფორმაციას იძლეოდა.

ასეთი ინტერესი ცხადყოფს ამ ტიპის ღონისძიებათა მოთხოვნილებას და  დასახლებათა პოპულარიზირებისათვის, ახალგაზრდობისა გასართობად თუ  ტურიზმის ხელშეწყობისათვის მთლიანობაში ეს  ყველაფერი საჭიროა.

მაგრამ ……

მაგრამს ტრდიციულად კრიტიკა მოყვება:) მეც არ ვიქნები გამონაკლისი……..

მაგრამ საჭმელებზე ფოკუსირებით დღესასწაულს აზრი ხომ არ ეკარგება? კითხვა რიტორიკული არაა, რადგან ალბათ ჯობია პროდუქციის გამოფენა- გაყიდვა ცალკე მოეწყოს, ხოლო მოლხენის მსურველები რესტორნებში დანაყრდნენ ან ეს გასაცოდებული შემწვარი თხა რა გარეთ გამოსატანია?


ნუთუ, ვინმე დედამიწაზე აი ამ უცნაურობით ესთეტიურ სიამოვნებას იღებს? მესმის, ბევრს ეწყინება, მაგრამ ჯობია სიმართლე ითქვას, ვიდრე სხვა დროსაც იგივე განმეორდეს;)

ლესიჭინელი მეყველეების ნობათი ნამდვილად კარგ შთაბეჭდილებას ტოვებდა. ამიტომ უმჯობესია გავმიჯნოთ სურსათის გამოფენა -გაყიდვა საერთო სანახაობიდან.

ამ პატარა ბიჭმა თავისი ბავშვური ხელოვნება წარმოგვიდგინა.


ხაბუმის სკოლის კუთხე. სკოლები განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდნენ.

ქალბატონი რუსთაველის სახელობის სტენდთან

რუსტაველის სახელობის სტენდი.

ზუგდიდელი მუსიკოსი

ლესიჭინური მეყველეები. მეტა:ანა


ეს რაც მომეწონა:)))

ტორტი “ჩხოროწყუ”


კადრი კარგად მაინც ვერ დავიჭირე

ქვედა ჩხოროწყუს სკოლის სტენდი

ევროპელი ჩხოროწყუელი


ყველაზე დიდი ინტერესი ამ სათვალეებმა გამოიწვია.

კიდევ ერთი ახალგაზრდა ჩხოროწყუელი


კარატისტები


მუხურელი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით გოგუა


სასულიერო პირი

ქანდაკების სახე

სავსებით ბუნებრივია საკუთარი პროდუქცია ადამიანებს გაეყიდათ,მაგრამ მოგახსენეთ დანარჩენი;)

მომღერალი
საქართველოს პარლამენტსი წევრი გიგა გულორდავა


უკომენტაროდ

ანრი ჯოხაძე

მკლავჭიდი

წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი უსაჩუქროდ არ დარჩა.

ყველა ჩხოროწყუელს ვულოცავ დღევანდელ დღეს. ვისურვებდი უკეთეს ორგანიზირებას და მეტ კრეატივს. არ მგონია თბილისობის კოპირება სწორი იდეა იყოს

.

ჩხოროწყუს ციფრული არქივი

ჩხოროწყუს ციფრული არქივი

ჩვენი ამბიციური პროექტი

სამოქალაქო სივრცე

ერთად შევქმნათ სამოქალაქო სივრცე

ერთად შევქმნათ სამოქალაქო სივრცე

  ააიპ "საქართველოს რეგიონების სივრცე"  ღიაა ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის.   

ჩხოროწყუს ელექტრონული ქსელი

ჩხოროწყუს  ელექტრონული ქსელი

ჩხოროწყუს ელექტრონული ქსელი

ჩვენ  ვქმნით  ჩხოროწყუს ელექტრონულ ქსელს, რომელიც  მოიცავს  ინფორმაციათა ფართო ქსელს ჩხოროწყუს  და  საქართველოს რეგიონების შესახებ

Need Help? Chat with us
-
00:00
00:00
Update Required Flash plugin
-
00:00
00:00