This post is also available in: Georgian (Georgian)
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელი ხაბუმის ისტორიის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა. იმედი გვაქვს ნელ-ნელა შეივსება. სურათების დიდი ნაწილი განთავსებულია ციფრულ ფოტომატიანეში




კოოპერატიული კითხვა-პასუხის საღამოს ანონსის ორიგინალი განთავსებულია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბუმის საჯარო სკოლის ახალგაზრდულ-შემეცნებითი ცენტრის ოთახში(ორგანიზატორი: ქალთა ხელშემწყობი ორგანიზაცია)
აღწერილობა: ანონსი ორენოვანია. თარიღდება 1930 წლით








თადა გოგუა-ლოტბარი, მჭედელი.თადამ 1928 წელს ჩხოროწყუში თავად ჩამოაყალიბა მცირერიცხოვანი გუნდი. თადას გუნდი სოფლებში მართავდა კონცერტებს და გამოირჩეოდა ხალხური საშემსრულებლო სტილისა და მანერის ერთგულებით. გუნდის რეპერტუარი პირველად გრიგოლ კოკელაძემ ჩაწერა ნოტებზე (სანოტო ხელნაწერები ინახება ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის არქივში). 1932 და 1937 წლებში გუნდმა წარმატებას მიაღწია ოლიმპიადებზე. 1938 წელს ჭარმაგი ასაკის გამო თადამ გუნდის ხელმძღვანელობა მიატოვა. თადა გოგუა გარდაიცვალა 1963 წელს











მარო ჯალაღონია(მარცხნივ) და დონარა შენგელია იყვნენ ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ხაბუმის ფოსტის თანამშრომლები





ლევან ჭკადუა მეუღლესთან ერთად

