Electronic network of the municipality of Chkhorotsku
  • English
    • Georgian (Georgian)
    • Русский (Russian)

Forgot your password?Register here

Login here
  • News from Chkhorotsku
  • Blogs
    • Chkhorotsku from above
    • "My city Chkhorotsku" presents the rubric "Blitz Interviews"
    • Ensemble “Marduki”
    • დათო ბებიას ხელოვნება
    • Iago Keburia’s page
  • Administrative units
    • Chkhorotsku
      • Facebook page of the city of Chkhorotsku
    • The village of Lesichine
      • Facebook page of the village of Lesichini
    • Mukhuri
      • Chkhorotsku mountain area
      • Resort Mukhuri FB page
    • The village of Taia
      • სოფელ თაიას FB
    • The village of Kirtskhi
      • FB Page of Kirtskhi
    • Akhuti
      • FB page of the village of Akhuti
    • Khabume
      • FB Page of Khabume
    • The village of Letsurtsume
      • FB page of the village of Letsurtsume
    • The village of Chogha
      • სოფელ ჭოღას FB
    • Napichkhovo
      • Facebook page of the village Napichkhovo
    • Kveda Chkhorotsku
      • FB page of the village Kveda Chkhorotsku
    • The village of Zumi
      • სოფელ ზუმის FB
    • Nakiani
      • Facebook page of the village Nakiani
  • SaRAKONI FB
  • Cultural heritage
    • Churches and monasteries
  • The nature of Chkhorotsku
    • Chkhorotsku mountain area
    • Rivers
    • Bath areas
    • Caves
  • Municipality
    • Mayor of Chkhorotsku Municipality
    • Chkhorotsku Municipality Council
    • მოსახლეობა
    • The nature of Chkhorotsku
      • Chkhorotsku mountain area
      • Caves
      • Lakes
      • Rivers
        • Bath areas
    • ტოპონიმიკა
    • მუზეუმები და ისტორიული მნიშვნელობის სივრცეები
    • მუნიციპალიტეტისთვის დაქვემდებარებული იურიდიული პირები
    • Agency representations and branches
    • Education
      • Schools
      • კულტურა
        • Cultural heritage
        • ფოლკლორი
        • შემოქმედება
        • Ensemble “Marduki”
    • სასტუმროები
    • Party organizations
    • სპორტი
  • Cultural heritage
    • Churches and monasteries
  • Project “Discover Chkhorotsku”
    • Old, digital photographs
    • Old stories About chkhorotsku
    • Discover places
    • History
  • People from Chkhorotsku
    • New generation
    • People from the past
  • პროექტის ფინასური მხარდაჭერა
პროექტები ხორციელდება ააიპ "საქართველოს რეგიონების სამოქალაქო სივრცის" ეგიდით. ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაცია დამოუკიდებელია და მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობით, მედიის თავისუფლების პრინციპებით
ამბები ჩხოროწყუში
4-star hotel project in Mukhuri
Construction of Khobi-2 hydroelectric power plant is underway...
Construction of a bridge over the river Ghunja...
Measures to prevent the spread of coronavirus in...
The mayor of chkhorotsku Dato Gogua publishes a...
MP Jumber Izoria publishes statement
The access road to Tobavarchkhil Lake is being...
Electronic catalog “Chkhorotsku Cultural Heritage”
Radio “Ahali Era” on the air.
The presentation of the project “Discover Khabume” was...
The nature of Chkhorotsku

ჩხოროწყუს რაიონის ბუნებრივი რესურსები

ავტორი chkhorotskuge February 28, 2013
ავტორი chkhorotskuge February 28, 2013

This post is also available in: Georgian (Georgian)

გთავაზობთ ჩხოროწყუელი მოსწავლეების ჩანაწერებს რაიონის ბუნებრივი რესურსების შესახებ

სასარგებლო წიაღისეული

ერთ დროს მთელი კავკასია ზღვით ყოფილა დაფარული. ამასთან დაკავშირებით რაიონის ტერიტორიაც ფრიად საინტერესო გეოლოგიური თავისებურებების მქონე მხარეა. აქ ნაპოვნი ფაუნისა და ფლორის კარგად შენახული ნაშთების შესწავლამ გეოლოგებს საშუალება მისცა დაედგინათ რაიონის ტერიტორიის გეოლოგიური განვითარების ისტორია. ღრმად ზღვაში მეტწილად თეთრი და ნაცრისფერი კირქვები ილექებოდა. ამჟამად კირქვები გაშიშვლებულია ოცინდალეს, მუხურისა და ნაფიჩხოვო-კურზუს მიდამოებში. კირცხის ტერიტორიაზე კირქვები მიწის სიღრმეშია განლაგებული, ნაკიანში, ახუთსა და ლეწურწუმეში გავრცელებულია კირქვიანი თეთრი კინგლომერატები. მეოთხეული პერიოდის მეორე ნახევარში ჩვენს კუთხეში, ისევე როგორც საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, წარმოიშვა ისეთივე გეომორფოლოგიური სახე, როგორიც ამჟამადაა. გეოლოგიურ- გეომორფოლოგიურმა პროცესებმა რაიონში დაგვიტოვეს ბუნების უნიკალური ძეგლები: გარახის მღვიმე მდ. ოჩხომურის შენაკად ბუმეს ხეობაში, ნაზოდელავოს და სავეკუოს მღვიმეები მდ. ზანის ხეობაში, ყალიჩონას მღვიმე, აგრეთვე “შურუბუმუს” მღვიმე ხობისწყლის წარმტაც ხეობაში. ეს მღვიმე მრავალდარბაზიანია, მორთულია სტალიქტიტებით და სტალაგმიტებით, ფარდებით და ჰიდროქიმიური აკუმულაციით, მღვიმის მიწისქვეშა მდინარეები და წყლები ულამაზესი სანახავია.
ძველი ისტორიული წყაროები კოლხურ ტომებს ასახელებენ როგორც უძველეს მეტალურგებს. სოფელ ჭოღაში 1972 წელს ი. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტის კოლხეთის არქეოლოგიური ექსპედიციის მეორე რაზმის მიერ პროფესორ დავით ხუხუტაშვილის მეთაურობით ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად დადასტურდა ჩხოროწყუს მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორის გრიგოლ შენგელიას მიერ მიკვლეული მეტალურგიის კერების არსებობა. აქ აღმოჩნდა ქუჩა-სახელოსნოს ნაშთები, რკინის იარაღები, საშენი მასალები, რკინის მადანი, ნაღვენთები, წიდა და სხვა, რომლებიც ქრონოლოგიურად ჩვ. წ. აღ. -მდე VIII-IV საუკუნეებით თარიღდება. აქ მაღალხარისხიანი პროდუქცია მიღებულია, როგორც მაგნეტიტური ქვიშისაგან, ისე რკინისაგან, რომელიც ადგილზე მოიპოვებოდა. ამ მიკვლევების მიხედვით სოფელ ჭოღასა და მის მეზობლად მდებარე ხაბუმეს ტერიტორიაზე დადასტურებულია რკინის სადნობი ხუთამდე სახელოსნოს არსებობა.
სოფელ ოჩხომურში ნაპოვნი ანტიკური ხანის სამოსახლოს ნაშთების შესწავლამ აჩვენა, რომ განვითარებული იყო მელითონეობა, კაჟის ფერადი ქვისაგან მძივების დამზადება, რომლებიც ნაპოვნია, როგორც მთელი, ისევე ნატეხების სახით. აღსანიშნავია, რომ ფერადი ქვის მძივების წარმოებისათვის ნედლეული ადგილზე მდ. ოჩხომურისა და მისი მარჯვენა შენაკადების ხეობაში მოიპოვებოდა.
როგორც ვხედავთ ძირითადი სასარგებლო წიაღისეული კირქვები და მინერალური წყლებია. სოფელ მუხურის მახლობლად აღმოჩენილია ანდეზიტ-ბაზალტის საბადო, რომელსაც სხვადასხვა ზედაპირის მოსაპირკეთებლად იყენებენ.

მარიამ კაჭარავა
სალომე კვირკველია
X კლასი

მდინარეები და ტბა

რაიონის ძირითადი მდინარეებია ხობისწყალი და ოჩხომური. ამ მდინარეებს ახასიათებს გაზაფხულის საზრდოობა, ანუ ისინი საზრდოობენ გაზაფხულზე მთებში ნადნობი თოვლისა და ყინულის წყლით. ვხვდებით ასევე წყაროებს, ჭებს და ა. შ. ხობისწყალი მდიდარია კალმახით.
ჩხოროწყუს რაიონის მდინარეთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია მდინარე ხობწყარი (ხობისწყალი), რომლის ზემო და ნაწილობრივ შუა დინება რაიონის ტერიტორიას შუაზე ყოფს. მდინარე ჩაუდის ჩხოროწყუს, ხობისა და სენაკის რაიონების ტერიტორიებს. იგი გამოედინება ოდიშის მთებიდან, სახელდობრ ტეხურის ზეგანიდან. ხალხში ამბობენ – ხობისწყლსა და მდინარე ტეხურს სათავე ერთ სასთუმალზე აქვთო, ერთი მოზრდილი ქვა (ტკილი) რომ არ ჰქონდეთ, ან ერთი იქნებოდა, ან მეორეო.
ხობისწყალი შავ ზღვას ერთვის რუდუტკალესთან (კულე) – სათავიდან შესართავამდე მდინარის სიგრძე 140 კილომეტრია. მისი შენაკადებია მარჯვნივ მდინარე ჭანწყალი და მარცხნივ ოჩხომური ზანაძგათი, რომლებიც თითქმის მთლიანად ჩხოროწყუს რაიონის ტერიტორიაზე ჩამოედინებიან.
ხობისწყლის ხეობას იყენებდნენ და იყენებენ ხე-ტყის ჩამოსაზიდად. ამ ხეობაში მდებარეობს საქვეყნოდ განთქმული სამკურნალო მჟავე წყალი ლუგელა და საკურორტო სოფელი – მუხური, სადაც მთელი ზაფხულის სეზონში ჩამოჰქრის სიმხნევისა და ჯანმაგრობის ელექსირისი –– მასქური. აქვეა საშენი ქვის კარიერი და კირის ქარხანა.
მდინარე ხობისწყალზე 60-იან წლებში აგებული იქნა საკოლმეურნეობათაშორისი ჰიდროელექტროსადგური – ჩხორჰესი. რომელიც დღეს კეძო საკუთრებას წარმოადგენს.
ოჩხომური ერთი პატარა მდინარეა კოლხეთში, მდინარე ხობისწყლის მარცხენა შენაკადი. ეს მდინარე გამოედინება სამეგრელოს მთების კალთებიდან, კერძოდ კურზუს მთის დასავლეთი ფერდობიდან, სოფელ ნაფიჩხოვოს გავლით შემოდის ჩხოროწყუს რაიონში, სამხრეთ დასავლეთით ჩაუდის სოფელ ჭოღას, სადაც მარცხენა მხრიდან იერთებს მოზრდილ ღელეებს –– დიჭყებს, ოღვაბეს, ჭოღაღალს და კირთხიმას. უფრო ქვემოთ ლეფირცხელედან გამოსულ ბუმეს, მარჯვენა მხრიდან –– ბოკისკურს და ამით გაუხვებული შემოდის ეგრეთწოდებულ ნაჯაგუს ხეობაში. გაივლის ჩხოროწყუს რაიონის ცენტრის აღმოსავლეთით, სადაც მას ერთვის ხობისწყლალი –– ჩხორჰესის არხი. ლეჯიქესთან კი იერთებს ჯოღორიაღალუს, სოფელ ქვედაჩხოროწყუს ქვემოთ უხვევს დასავლეთით და ლეტეშის პირდაპირ უერთდება მდინარე ხობისწყალს. ამ მდინარეთა შესაყართან იქმნება უბე –– სოფელი, რომელსაც, როგორც წესი, ეწოდება მდინარის სახელი –– ოჩხომური. (ძვ. სახვარა, ხორავების სოფელი). „ჩხომი“ მეგრულად თევზს ნიშნავს, „ოჩხომური“ სათევზაო ადგილს.
ამრიგად, უნდა დავასკვნათ, რომ სახელწოდება „ოჩხომური“ უპირველესად თევზით მდიდარი მდინარის სახელი იყო და შემდეგ შეერქვა ამ მდინარის განაპირა სოფელს.
მუხურის ტერიტორიაზე მდებარეობს ტბა „ტობავარჩხილი“, რომლის შესახებ ბევრი დაწერილა და თქმულა. ტობავარჩხილისთვის თვალის შევლების შემდეგ მზერა ცაშკიბულს აწყდება, მწვერვალი ხისტი მზერით თითქოს გვატყობინებს, რომ ამ მხარის ბატონპატრონია და გაიძულებს, მოწიწებით მოეპყრა მის სამფლობელოს.
ტობავარჩხილის შესახებ წარსულში ლეგენდა დაბადებულა. თქმულების მიხედვით, ვინც ტობაში ეცდებოდა ჭუჭყის განბანვას, უეცარი სასჯელი ევლინებოდა: ქორფა ღრუბლები წამში მოიყრიდნენ თავს და კოკისპირულ წვიმასთან ერთად დამაყრუებელი ჭექა-ქუხილით ტბის სიმშვიდის დამრღვევს აიძულებდნენ სწრაფად გაცლოდა იქაურობას. ირგვლივ დასადგურებულ სიმშვიდეს არჩვები თუ დაარღვევდნენ ან დამფრთხალი შურთხების გუნდი.
თათია გახარია
ეკა ადამია
XI კლასი

მინერალური წყლები
ლუგელა

მინერალური წყლები (მიწისქვეშა, ზოგჯერ ზედაპირული), დიდი რაოდენობით შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ მინერალურ (იშვიათად ორგანულ) კომპონენტებს და აქვს განსაკუთრებული ფიზიკურ-ქიმიური თვისებები (ტემპერატურა, რადიოაქტიურობა და სხვა), ორგანიზმზე სამკურნალო გავლენას ახდენს, რის გამოც მათ სამკურნალო საშუალებად იყენებენ.
საკურორტო მეურნეობასა და ტურიზმის განვითარებისათვის რაიონში არსებობს სათანადო ბაზა. ესაა მთისა და ზღვის შეზავებული, ჟანგბადით მდიდარი ჰაერი, სამკურნალო მინერალური წყლები, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია „ლუგელა“. ლუგელა მდებარეობს სოფელ მუხურის ჩრდილო–დასავლეთით, რაიონული ცუნტრიდან დაშორებულია 16 კმ-ით. ლუგელას ჩრდილო–აღმოსავლეთით მდებარეობს „ტობა-ვარჩხილი“ და მწვერვალი „ცაშკიბული“.
ხეობა იწყება სოფელ მუხურის ტერიტორიაზე, სადაც შურუბუმუს კანიონი მდებარეობს. ხეობა თითქმის 80 კმ-ის მანძილზეა წარმოდგენილი.

წყარო:

 

http://bit.ly/WsjcIr

  • Click to share on Twitter (Opens in new window)
  • Click to share on Facebook (Opens in new window)
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფლები
0
FacebookTwitterWhatsappTelegram
წინა პოსტი
ხობისწყლის ხეობა ოთხმოციანი წლების დასაწყისში
შემდეგი პოსტი
სოფელი ქვედა ჩხოროწყუ

მსგავსი სიახლეები

Spring water of the princes Dadiani – “Tskurgili”

January 14, 2020

Shurubumu, river Deidzakhi and unique cave.

October 17, 2019

გიორგი ჩიქოვანის და ლევან გულუას სურათები (მეორე ნაწილი)...

January 6, 2018

ნაზოდელავოს მღვიმე

December 10, 2017

ხავერდოვანას მღვიმე

December 10, 2017

ხობისწყლის ხეობა ოთხმოციანი წლების დასაწყისში

February 28, 2013

შემოქმედება

Matsi (Mikheil) Khorava

Shavleg Shelia is a soldier who, in addition...

Monica Tsurtsumia’s photo world

Actor Valeri Sichinava

ლუკა პერტაიას გამოფენა

აქა ამბავი ~ ~ ~

ნოდარ ჯალაღონიას ცხოვრების გზა

ნოდარ ჯალაღონიას გახსენება

ლუკა პერტაიას შემოქმედებითი სამყარო

ნოდარ ჯალაღონია – “კამერტონი”

განათლება

  • 1

    სსიპ აფხაზეთის N10 საჯარო სკოლის კინოკლუბი “დუბლი”

    February 9, 2018
  • 2

    მელო

    May 1, 2019

Instagram

გიორგი კეკელიძე სტუმრად ჩხოროწყუში დანარჩენი? იქნება მალე :) #chkhorotsku
15 hours ago by chkhorotsku_georgia გიორგი კეკელიძე სტუმრად ჩხოროწყუში დანარჩენი? იქნება მალე :)  #chkhorotsku 
მდინარე ხურუ. წყლის ძალა და სილამაზე (ლანი ე ) #ledarsale...
4 weeks ago by chkhorotsku_georgia მდინარე ხურუ. წყლის ძალა და სილამაზე (ლანი ე )  #ledarsale   #chkhorotsku   #samegrelophoto 
მოცეკვავეები ჩხოროწყუდან. ქორეოგრაფი სალომე ჩიქოვანი #chkhorotsku #samegrelo #dance #folclor
1 month ago by chkhorotsku_georgia მოცეკვავეები ჩხოროწყუდან. ქორეოგრაფი სალომე ჩიქოვანი  #chkhorotsku   #samegrelo   #dance   #folclor 
ცაშკიბულის ტობავარჩხილი პანტელეიმონ გულორდავას ფანტასტიური ფოტო. #chkhorotsku #tobavarchkhili #panteleimongulordava
3 weeks ago by chkhorotsku_georgia ცაშკიბულის ტობავარჩხილი პანტელეიმონ გულორდავას ფანტასტიური ფოტო.  #chkhorotsku   #tobavarchkhili   #panteleimongulordava 
#oldchkhorotsku #chkhorotsku
1 month ago by chkhorotsku_georgia  #oldchkhorotsku   #chkhorotsku 
რეჟისორი დავით დარსალია იუბილარია. ვულოცავთ
2 months ago by chkhorotsku_georgia რეჟისორი დავით დარსალია იუბილარია. ვულოცავთ
ნინო გულუა საარჩევნო ნომერი - 19 სოლიდარობის ალიანსი წალენჯიხის, აბაშის,...
4 months ago by chkhorotsku_georgia ნინო გულუა საარჩევნო ნომერი - 19 სოლიდარობის ალიანსი წალენჯიხის, აბაშის, მარტვილისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ჩვენი ელექტრონული ქსელი ზეპარტიულია…
Sqvam suq #chkhorotsku
1 month ago by chkhorotsku_georgia Sqvam suq  #chkhorotsku 
ცოტა ხნით ისევ აზველ დროში დავბრუნდეთ.ძველი სკოლა მოვინახულოთ და იქაურ...
1 month ago by chkhorotsku_georgia ცოტა ხნით ისევ აზველ დროში დავბრუნდეთ.ძველი სკოლა მოვინახულოთ და იქაურ მოსწავლეებს,უკვე ჩვენ ბაბუებს შორიდან შევხედოთ. დრომ თავისი ქნა. ახალი სკოლები…
ჩხოროწყუს სკვერი ნატა პერტაიას ფოტო
3 weeks ago by chkhorotsku_georgia ჩხოროწყუს სკვერი ნატა პერტაიას ფოტო

პროექტები ხორციელდება ააიპ "საქართველოს რეგიონების სამოქალაქო სივრცის" ეგიდით. ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაცია დამოუკიდებელია და მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობით, მედიის თავისუფლების პრინციპებით

ასევე იხილეთ:x

გიორგი ჩიქოვანის და ლევან გულუას სურათები...

January 6, 2018

Shurubumu, river Deidzakhi and unique cave.

October 17, 2019

Spring water of the princes Dadiani...

January 14, 2020
  • Georgian
  • English
  • Russian