ემილიანე ლემონჯავა – ჩხოროწყუს რაიონის ფიზიკურ-გეოგრაფიული დახასიათება

გაგაცნობთ ქართველი მეცნიერისა და მასწავლებლის ემილიანე ლემონჯავას წერილს , რომელიც ჩხოროწყუს რაიონის ) დღევანდელი მუნიციპალიტეტის ) ფიზიკურ-გეოგრაფიულ დახასიათებას შეეხება და განკუთვნილია გეოგრაფიის მოყვარულთა და მასწავლებებელთათვის

ჩხოროწყუს რაიონი მდებარეობს კოლხეთის დაბლობის ჩრდილოეთ გორაკ-ბორცვიან მხარეზე და სამეგრელოს ქედის სამხრეთ ფერდობზე, ჩრდილოეთ სიგანედის 42 გრადუსსა 25 მინუტსა და 42 გრადუსსა 50 მინუტს შორის და აღმოსავლეთ სიგრძედის 42 გრადუსსა 1 მინუტსა და 42 გრადუსსა 25 მინუტს შორის. 

რაიონის ტერიტორია გადაჭიმულია მერიდიანული მიმართულებით ჩრდილოეთ-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთისაკენ. 

ჩხოროწყუს რაიონის ფართობი უდრის 648,8 კვადრატულ კილომეტრს. სიგრძე 58 კილომეტრია, ხოლო სიგანე ყველაზე უფრო ვიწრო ადგილას უდრის დაახლოებით 10-15 კილომეტრს. . რაიონის სამხრეთ ნაწილი ვიწრო ზოლად შეჭრილია კოლხეთის დაბლობში, ჩრდილოეთი ნაწილი კი განფენილია სამეგრელოს ქედისაკენ. 

რაიონის ჩრდილოეთ საზღვარს წარმოადგენს სამეგრელოს ქედის სამხრეთი ფერდობი მთა ლაკუმურაშდუდიდან და ტეხურიშდუდამდე. აღმოსავლეთით საზღვარია მდინარეების ხობისწყლისა და ტეხურის წყალგამყოფი მთა სოფელ ქვემო წაჩხურამდე, შემდეგ კი საზღვარი გასდევს მდინარე ცივს. სამხრეთით ბუნებრივი საზღვარი არ არსებობს. დასავლეთით კი საზღვარი გასდევს მდინარე სქურჩას, ხოლო 

შემდეგ მთებს ფაფაისუკსა და ჩხვინდიღულას. 

ჩხოროწყუს რაიონს ესაზღვრება შემდეგი ადმინისტრაციული რაიონები: ჩრდილო ეთით  მესტიისა დ და ლენტეხის,  აღმოსავლეთით  გეგეჭკორის, სამხრეთით — ცხაკაიასა და ხობის, დასავლეთით კი — ზუგდიდისა და წალენჯიხის რაიონები. 

რაიონის ზედაპირი უმთავრესად მთაგორიანია, მოყვანილობის მიხედვით იგი იყოფა სამ ნაწილად: 

1. გორაკ-ბორცვიანი, რომელიც ვრცელდება ზღვის დონიდან 500 მეტრამდე. ამ ნა წილშია მოქცეული რაიონის დასახლებული ადგილები; 

2. საშუალო სიმაღლის მთები, რომლებიც მდებარეობენ ზღვის დონიდან 500-დან 1.700 

მეტრამდე; 

3. მაღალმთიანი ნაწილი,  რომელთა სიმაღლე იწყება 

ზღვის დონიდან 1.700 მეტრზე და 3.000 მეტრზე უფრო მეტს  აღწევს. 

გორაკ-ბორცვიანი მხარე  ჩრდილოეთით სამეგრელოს ქედის სამხრეთ ფერდობში გადადის არა თანდათანობით, არამედ ერთბაშად, ზედაპირს ემჩნევა სიმაღლის სხვაობა. ფერდობი კედელივითაა აღმართული კირქვიანი მკვეთრი მთების მაღალი და ციცაბო საფეხურებით. 

გორაკ-ბორცვიან მხარეში ვხვდებით მონოკლინურ სერებს, რომლებიც სამეგრელოს ქედის გასწვრივ მდებარეობენ და ფხვიერი ქანებისაგან შედგებიან. მათგან აღსანიშნავია სამეგრელოს ქედისპირა სერი, რომელიც სოფელ კურზუსთან მიახლოებისას აკეთებს რკალს და უხვევს დასავლეთით და ჯგალი-ნაფიჩხოვოს სერი, რომლის სამხრეთით მდებარეობს მაზანდარა-ჭოღის სინკლინი.

აღნიშნული სერებისათვის დამახასიათებელია ეროზიით ინტენსიური დანაწევრება და დაბალი ჰიფსომტერიული მდებარეობა. 

ამ სერების სამხრეთით გადაჭიმულია ასევე ეროზიით დანაწევრებული ბორცვიანი პლატო, რომელსაც ახასიათებს ბორცვებისა და ვაკეების მორიგეობა სიმაღლეთა სხვაობის მკვეთრად შეცვლის გარეშე. 

აგებულების მიხედვით  საშუალო მთები შესდგება ცარცული კირქვების, ქვიშაქვებისა და კონგლომერატებისაგან, მაღალმთიანი ზონა ხასიათდება კლდოვანი რელიეფითრომელიც აგებულია  ვულკანური ქანებით – დიაბაზით, დიორიტით, ბრექჩიებით  და სხვა. 

რაიონის ტერიტორიაზე  ადგილი აქვს კარსტულ მოვლენებს, რომლებიც წარმოდგენილია მიწისქვეშა ფორმებით მღვიმეებით. მათგან მნიშვნელოვანია ლეწურწუმის, გარახის, ნაზოდელუს, ნოღაბოს, ლეფირცხელეს, აბანოს, ლეჩოკორეს, სავეკუოს და სხვა მღვიმეები. ისინი ხასიათდებიან დიდი სიგრძით. ზოგიერთი მათგანის სიგრძე 5 კილომეტრამდეც კი აღწევს. 

ე. ლემონჯავა

ხაბუმის საშუალო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი.

Related posts

ერასტო კაჭარავა შორეული 1914 წლიდან სოფელ ჭოღაზე საუბრობს

ღუღუნი წახნაგიას წიგნები და საოჯახო ალბომი

გრიგოლ შენგელია “კოლხური რკინის მეტალურგიის სათავეებთან”