კატეგორიის გარეშე

District The World

ცოტა ხნის წინ  ჩხოროწყუს ქუჩებში უცნაური ფურცლები გამოჩნდა, სადაც  ფასიანი შემოთავაზებების მაგივრად ღიმილის(სმაილის)  მიღებას  გვთავაზობდნენ.  ქვემოთ მითითებულია რამდენიმე “ნიკი”  და  ყველა ჩვენთაგანს შეგვეძლო  უფასო საჩუქარი აგვეღო 🙂 

იდეა ადგილობრივ ახალგაზრდებს ეკუთვნით. მათ შექმნეს გასართობი გვერდი https://www.facebook.com/DistrictTheWorld/  ,სადაც პერიოდულად საინტერესო ინფორმაციებს აზიარებენ. მართალია ინგლისური “დაამახინჯეს”, მაგრამ ეს ვაპატიოთ. მთავარი ხომ    კეთილი  ღიმილი და მრავალფეროვნებაა.

კონტენტი მრავალფეროვანია. ჩხოროწყუს თემატიკით არ შემოიფარგლება და რამდენიმე საკუთარი ვიდეოც გაუკეთებიათ.


ვიდეო მონგირის შესახებ.

წარმატება ვუსურვოთ და  დაინტერესების შემთხვევაში მათთან დამეგობრება ურიგო არ იქნებოდა.