სოფელი ზუმი

ზუმი მდინარე ხობისწყლის მარჯვენა სანაპიროზე, სენაკი-წალენჯიხის გზატკეცილის 52-ე კმ-ის გადასახვევზე სოფ. ხაბუმედან ხუთ კმ-ში; ზღვის დონიდან 342 მ სიმაღლის გავაკებულ ზეგანზე.

ჩხოროწყუდან დაშორებულია 9 კმ-ით. ზუმი შედარებით ახალგაზრდა სოფელია, სადაც ძირითადად იმერეთიდან და ქვემო სამეგრელოდან გაკულაკებას გამოქცეულ მემამულეთა გვარის მემკვიდრეები სახლობენ.

აქ წარმოდგენილი ძირითადი გვარებია ფირცხალავები (ფირცხელავები), ლემონჯავები, სიჭინავები, შოგირაძეები, ბერაძეები, დადიანები (სია დასასრულებელია).

მოსაზღვრე სოფლებია: ხაბუმე, მუხური, ნაკიფუ, ულურია.

სოფლის მოსახლეობა შეადგენს 1680 სულს, 1045 ამომრჩეველია რეგისტრირებული. სოფელში არის ერთი საჯარო სკოლა და ერთი საბავშვო ბაღი. სოფელ ზუმში არის სოფლის ამბულატორია, ბიბლიოთეკა და სასოფლო კლუბი. სოფელში არის სამნავიანი ბაზილიკის ტიპის ამაღლების სახელობის მოქმედი ეკლესია.

ზუმის ფეისბუქ- გვერდი( ადმინისტრატორი გიორგი ნაჭყებია)

გოგონა ზუმიდან, რომელიც ფეხბურთით და ფოტოგრაფიით არის გატაცებული

_______________________________________________“ჩემი გეგმები არაა მარტივი, მაგრამ მიზნის მისაღწევად უკან არ დავიხევ…!” MyCityChkhorotsku-ს ტრადიციული რუბრიკა გრძელდება. დღევანდელი ბლიც – ინტერვიუს სტუმარია მიმზიდველი გარეგნობის, საინტერესო ახალგაზრდა. ის განსხვავებული ჩაცმის სტილითაც გამოირჩევა.

Read more

სოფელი ზუმი მეორე მსოფლიო ომში

გაწვეულ იქნა 225 პიროვნება, მათგან 109 ვერ დაუბრუნდა ოჯახებს გოგი თოდუას მიერ მოძიებული მნიშვნელოვანი ინფორმაციები. გამოყენებულია ვალერიან ახალაიას ნაშრომი სპეციალური ჯგუფი

Read more

ზუმის ამაღლების ეკლესია

ზუმის ამაღლების ეკლესია 2015 წელს გაიხსნა. სტატუსი: მოქმედი. სამნავიანი ბაზილიკა . ზუმში დაიბადა და დაკრძალულია მამა ბასილი ( ვასილ ფირცხელავა)

Read more

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის შვიდ საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლების სარეაბილიტაციოდ ცენტრალური ბიუჯეტიდან 360 000 ლარი გამოიყო, რომლის ფარგლებშიც მუნიციპალიტეტის 7 საჯარო სკოლა რეაბილიტირდება.

Read more

გიორგი ნაჭყებია- ზუმელი ახალგაზრდა ტელეფონით ხელში

ჩვენ ადრე გიორგი უკვე გაგაცანით, მაგრამ ახლა ახალი მიზეზი გვაქვს მის ფოტო და ვიდეოხელოვნებას კიდევ მოვუბრუნდეთ. როცა პირველად ეს სურათი ვნახე,მეგონა ეფექტი იყო დადებული და ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ფოტოგრაფი…

Read more

გიორგი ნაჭყებიას რამდენიმე ეფექტური სურათი და სოფელი ზუმი

ჩვენ საიტთან თანამშრომლობით   ფეისბუქზე  ფუუნქციონირებს   სოფელ ზუმის გვერდი, რომელიც  ხშირად გვანებივრებს  ეფექტური ხედებით და  ვიდეოებით. გვერდის მთავარი  ადმინისტრატორი გიორგი ნაჭყებიაა. გადავწყვიტეთ ჩვენ საიტზეც დაგვედო  რამდენიმე ნიმუში .

Read more

ბერი მამა ბასილი ( ვასილ ფირცხელავა)

მამა ბასილი  ( ვასილ ფირცხელავა)  იმ წმინდანთა რიცხვს ეკუთვნის, ვინც სასულიერო მოღვაწეობა ბოლშევიკური რეჟიმის დროს გადაწყვიტა. დაიბადა 1923 წელს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ზუმში. დაწყებითი განათლება მშობლიურ სოფელში მიიღო,  სწავლობდა, ზუგდიდში, წალენჯიხაში,…

Read more

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელი ზუმი

სოფელ ზუმს აქვს თავისი ფეისბუქ–გვერდი, სადაც ადგილობრივები პერიოდულად საინტერესო სურათებს დებენ. იქიდან გადმოვაკოპირეთ ნაწილი და თუ რომელიმეს ავტორი არაა მითითებული, მოგვიტევეთ, შეცდომას აუცილებლად გამოვასწორებთ.

Read more