სოფელი ხაბუმე

ითვლებოდა დადიანების ერთ-ერთი შტოს მამულად. არსებობს მისი წარმოშობის რამდენიმე ვერსია: 1. ხაბო რუმე — ბნელი, ჩაქცეული, უფსკრულიანი ადგილი (მეგრულად);

2. ხაბა — ქვა (მეგრულად), ქვიანი ადგილი;

3. სოფლის ცენტრში გაუვალი ტყე ყოფილა, მის ცენტრში ღრმად ჩაქცეული ინწროხით, ყაჩაღების და მხეცების საბუდარი, ამიტომ მისთვის „ხაბორუმე“ შეურქმევიათ;

4. ხაბუმე ბალახი ყოფილა, რომლითაც მოფენილი იყო თურმე ეს ადგილი. ამიტომ შეერქვა ამ ადგილს ეს სახელი — „ხაბუმე“.   პოპულარულია სიყვარულთან დაკავშირებული ორი ლეგენდა.სოფელი შედგება რამდენიმე უბნისგან — ჯუმითი, პირველი და მეორე მოიდანახე, ჟუღუ, საკუთრივ ხაბუმე. სოფელი განლაგებულია მდინარე ხობისწყლის მარცხენა სანაპიროს მიდამოებში.დადიანების მამულში მდებარეობს ხაბუმის პირველი სკოლა. იქვე დადიანების წყარო, მათი ყოფილი სახლის ადგილი. სკოლაში განთავსებულია ახალგაზრდობის შემეცნებითი ცენტრი და მუზეუმი.

სფფს წარმომადგენელი ხაბუმეს სკოლას ეწვია

ხაბუმეს თემის N1 საჯარო სკოლას ესტუმრა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელი, უეფას მედია ოფიცერი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სტადიონების განყოფილების უფროსი ბატონი მამუკა კვარაცხელია,სკოლაში ვიზიტი ეხებოდა პროგრამას „ღია სახალისო ფეხბურთი“ ,რომლის ფარგლებშიც…

Read more

ჯუმითის საბავშვო ბაღში

მოგვაწოდა ზურაბ გულუამ გადაღებულია 1958 წელს სოფელ ხაბუმეში, ჯუმითის დაწყებით სკოლაში სურათზე მარცხნიდან მარჯვნივ დგანან : ზურაბ გულუა, მზია ჯალაღონია, გული ჯალაღონია, ნატო ჩიტაია, გული გულუა, ზოაია არახამია, ნუნუ ცირდავა,…

Read more

ხაბუმის სკოლის ფოტოარქივი ( გაგრძელება)

ვაგრძელებთ ხაბუმის სკოლის ფოტოარქივის საჯარო პრეზენტაციას. მასალა შეიკრიბა პედაგოგ ნარგიზა კვარაცხელიას ძალისხმევით, ადგილობრივი სკოლის დირექციისა და ასოციაცია”ბილიკის” ხელშეწყობით

Read more

უკეთესად გავიცნოთ სოფელი ხაბუმე

დღეს ხაბუმეში ვიმოგზაურებთ. შევიტყობთ დადიანების ამბებს. მოვინახულებთ მოიდანახეს. ვიდეო მომზადებული მობილური ტელეფონით და ამდენად ხარსხისთვის ბოდიში პერსონალური მადლობა მსახიობ ბადრი ბეგალიშვილს , რომელმაც სიუჟეტის ნაწილი გაგვიხმოვანა მადლობა ასოციაცია “ბილიკ”ს, ხათუნა…

Read more

მოიდანახეს ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია

მოიდანახეს ძირითადი ნაწილი დღეს ხაბუმის ადმინისტრაციული ერთეულის ნაწილია .სამეგრელოს სამთავროს 1836-1840-იანი წლების  დავით დადიანისეული დაყოფით იგი შედიოდა ჯვრის  მაზრაში. ამჟამად სოფელი მოიდანახე სამ ნაწილად დაიყო: პირველი მოიდანახე მდებარეობს ჩხოროწყუ-ხაბუმის საავტომობილო…

Read more

ალექსანდრე ნარსიას მეგრული ლექსი ჩხოროწყუზე

ახუთელი პოეტი ალექსანდრე ნარსია ლექსებს ბავშვობიდან წერს. მისი შემოქმედერბა მშობლიურ ახუთს და ჩხოროწყუს უკავშირდება ალექსანდრემ შექმნა თავისი ჯგუფი “აღმოაჩინე ახუთი”, სადაც მშობლიური სოფლის პოპულარიზირებითაა დაკავებული ეს ლექსი კი ჩხოროწყუს მიუძღვნა…

Read more

როცა მთავრდება ბავშვობა. ბოლო ზარი და ახალი ცხოვრება

კორონავირუსის კრიზისის მიუხედავად, სკოლადმთავრებულებმა შედარებით მოკრძალებულად,მაგრამ მაინც ამ მნიშვნელოვანი დღის აღნიშვნა მოახერხეს. თავიდან ყველაფერი უიმედოდ იყო. კორონას მწვავე სეტევას დასასრული არ უჩანდა. ახალგაზრდებმა კრეატივს მიმართეს. ეს გაბრიელ თოლორდავას ბოლო ზარია.…

Read more

ვალერიან ახალაია გვარების ძირი ხატებისა და ტრადიციული დღესასწაულების ისტორიასთან დაკავშირებით

რაიონში მცხოვრებ გვარებს გამოყოფილი ჰქონდათ თავიანთი ძირი ხატის წმინდა სალოცავი ადგილები, სადაც იკრიბებოდა მთელი გვარი, მოჰყავდათ საკლავი. ლოცვის შემდეგ ადგილებზე და ოჯახებში მასპინძლობდნენ სტუმრებს.

Read more

ჯუმითის წმინდა გიორგის ეკლესიის ადგილი დღეს

მეცხრამეტე საუკუნეში,   მეორე ჯუმითში ( სოფელი ხაბუმე) ფუნქციონირებდა ჯუმითის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია. მეტრიკული ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ აქ მსახურობდნენ ძმები ეგნატე და იაკობ გულუები, აგრეთვე ცნობილი პუბლიცისტი, დეკანოზი სამსონ…

Read more

1912 წელი- რას წერს სოფრომ შენგელია ხაბუმეში მიმდინარე მოვლენების შესახებ

ამ წყაროს მიხედვით ცალსახად დასტურდება მანუჩარის შტოს დადიანების პირდაპირი კავშირი სოფელ ხაბუმესთან. კერძოდ ფიქსირდება ხაბუმის მფლობელი ილიკო დადიანი და მისი ძმა იოსებ დადიანი

Read more