ითვლებოდა დადიანების ერთ-ერთი შტოს მამულად. არსებობს მისი წარმოშობის რამდენიმე ვერსია: 1. ხაბო რუმე — ბნელი, ჩაქცეული, უფსკრულიანი ადგილი (მეგრულად);
2. ხაბა — ქვა (მეგრულად), ქვიანი ადგილი;
3. სოფლის ცენტრში გაუვალი ტყე ყოფილა, მის ცენტრში ღრმად ჩაქცეული ინწროხით, ყაჩაღების და მხეცების საბუდარი, ამიტომ მისთვის „ხაბორუმე“ შეურქმევიათ;
4. ხაბუმე ბალახი ყოფილა, რომლითაც მოფენილი იყო თურმე ეს ადგილი. ამიტომ შეერქვა ამ ადგილს ეს სახელი — „ხაბუმე“. პოპულარულია სიყვარულთან დაკავშირებული ორი ლეგენდა.სოფელი შედგება რამდენიმე უბნისგან — ჯუმითი, პირველი და მეორე მოიდანახე, ჟუღუ, საკუთრივ ხაბუმე. სოფელი განლაგებულია მდინარე ხობისწყლის მარცხენა სანაპიროს მიდამოებში.დადიანების მამულში მდებარეობს ხაბუმის პირველი სკოლა. იქვე დადიანების წყარო, მათი ყოფილი სახლის ადგილი. სკოლაში განთავსებულია ახალგაზრდობის შემეცნებითი ცენტრი და მუზეუმი.
ტარიელ შენგელია
ჩხოროწყუს საკრებულოში ხაბუმეს წარმოადგენს ტარიელ შენგელია.