მთავარი გვერდი ადმინისტრაციული ერთეულები სოფელი ჭოღა
რუბრიკა:

სოფელი ჭოღა

სად მდებარეობს სოფელი ჭოღა?

– სოფელი ჭოღა ოდიშის ვაკეზე, ზღვის დონიდან 250 მ–ზე,  მდინარე ოჩხომურის სანაპიროზე, ზეგანური სერებითა და ბორცვებით დაფარულ გორაკზე მდებარეობს.

ნიადაგი აქ წითელმიწა-ალუვიურია.

სოფელს გააჩნია ადმინისტრაციული ერთეულის სტატუსი და მასში შედის : პირველი ჭოღა, მეორე ჭოღა და ლექობალე.სოფლის ტერიტორია შეადგენს 5057 ჰა.

 მეზობელი სოფლები-

მას აღმოსავლეთით ესაზღვრება ნაკიანი და მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელი დიდი ჭყონი, ჩრდილოეთით ნაფიჩხოვო და თაია, დასავლეთით და სამხრეთით სოფელი ხაბუმე.

რას ნიშნავს ჭოღა?

ერთი ვერსიით, იგი დაერქვა ღელე ჭყონ–ღალის მიხედვით, რომელიც მეორე ჭოღის ტერიტორიაზე მიედინება.

მეცნიერთა ნაწილი ტოპონიმს “ჭყონს”  უკავშრებს. აქ სულ ჭყონა ყოფილა. ჭყონის ტყეში მოედინებოდა ეს ღელე ( მუხის სერი);

მოსახლეობა:

სოფელ ჭოღაში დღეის მდგომარეობით 750–მდე კომლი ცხოვრობს. მოსახლეობა შეადგენს 2200, ხოლო ამომრჩეველთა რაოდენობაა 1388.

ისტორია

 აკადემიკოს დავით ხახუტაშვილის ექსპედიციამ  ჭოღაში ადრეული დასახლებები დაადასტურა. 

სოფლის უძველესი ცენტრი ჭყონღალის პირას  ყოფილა. იქვე არსებობდა მთავარანგელოზის ეკლესია. შემდგომში ცენტრი ამჟამინდელ პირველ ჭოღაში გადმოუტანიათ, აუშენებიათ ხის ეკლესია, კერძო დუქნები, სოფლის კანცელარია. ძველ  არეალს მეორე, ხოლო ახალი ცენტრის მიმდებარე ტერიტორიას პირველი ჭოღა დაერქვა.

პირველად მოიხსენიება 1855 წელს. 1886 წელს კი უკვე სოფლის საზოგადოებაა.

1859-1860 კამერალური აღწერით  1067  ადამიანი( 229 კომლი )ცხოვრობს. აქედან მამაკაცი-952 , ქალი-755.

გავრცელებული გვარები: შენგელია, ფაცაცია,თოდუა, გაბელია, ქარჩავა, ლაგვილავა,ხეობელია, ქობალია, ბერულავა, ჯაგუნავა, დიხამინჯია, ახალაია და ა.შ

გვარრის მიხედვით დასახლებული უბნები: ლეგაბედე, ლეჯომიდე, ლეთოდუე, ლედიხამინჯიე, ლეჭეჭიე, ლეაფშილე, ლეხობელე, ლეაფხაზე, ლექობალე, ლეფაცაციე, ლექარჩე, ლემარკოზე, ლეჯაგუნე, ლეთოდუე.

[/box]

Odabade.Ge

ჩხოროწყუს ციფრული არქივი

ჩხოროწყუს ციფრული არქივი

 პროექტი "ჩხოროწყუს ციფრული არქივი"    ააიპ "საქართველოს რეგიონების სივრცის" და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის  კულტურის სამსახურის ერთობლივი ინიციატივაა

სამოქალაქო სივრცე

ერთად შევქმნათ სამოქალაქო სივრცე

ერთად შევქმნათ სამოქალაქო სივრცე

  ააიპ "საქართველოს რეგიონების სივრცე"  ღიაა ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის.   

ჩხოროწყუს ელექტრონული ქსელი

ჩხოროწყუს  ელექტრონული ქსელი

ჩხოროწყუს ელექტრონული ქსელი

ჩვენ  ვქმნით  ჩხოროწყუს ელექტრონულ ქსელს, რომელიც  მოიცავს  ინფორმაციათა ფართო ქსელს ჩხოროწყუს  და  საქართველოს რეგიონების შესახებ