სოფელი თაია

თაია სტუმართმოყვარეობით გამორჩეული სოფელია. ჩხოროწყუს ჩრდილოეთით განლაგებული თაია გამორჩეულ კლიმატურ ზონაში ხვდება და აქ ციტრუსებიც კი თავისუფლად ხარობს თაიაში მდებარეობს ოცინდალეს მონასტერი, ზესნახეს მღვიმე , ოგვარგვალე.

მას აღმოსავლეთით ესაზღვრება სოფელი  ნაფიჩხოვო, სამხრეთით ჭოღა და ხაბუმე, დასავლეთით მუხური, ჩრდილოეთით ოცინდალეს მთანი მასივი. სოფლის ცენტრი ზღვის დონიდან 305 მეტრზე მდებარეობს, მაღალმთიანი ოცინდალე კი 650 მეტრზეა. სახელწოდება თაია ძველი დროიდან მომდინარეობს.სახელწოდებას ზოგი მთაიას მთებს უკავშირებს, ზოგი გატაცებული ქალის სახელს , რომელიც მტრებს წაუყვანიათ . სიფელში ცხოვრება უძველესი დროიდან ფიქსირდება.სახალხო დღესასწაული გივარგობა ყოველი წლის 23 ნოემბერს აღინიშნება

ოცინდალეს კომპლექსი ( ოსინდალე, ოსინჯალე)

ოცინდალეს კომპლექსი ზღვის დონიდან 640 მეტრ სიმაღლეზე, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ თაიას ზედა, ჩრდილოეთ ნაწილშია განლაგებული., . სახელწოდებასთან დაკავშირებით განსხვავებული აზრი არსებობს, უფრო მეტად ცნობილია, როგორც ოცინდალე, რასაც მეცნიერთა დიდი ნაწილი…

Read more

შეხვედრები სოფელ თაიაში

მაღალჩინოსნები სოფელ თაიაში. უხუცესებთან შეხვედრები, ოცინდალეს კომპლექსის დათვალიერება და კომპლექსის რეაბილტაციის მომენტი. სტუმართა შორის თვით საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე პავლე გილაშვილი და …. როგორც მაშინ იტყოდნენ “და სხვა…

Read more

ჩაის რეაბილიტაციის პროგრამა – ,,ქართული ჩაის“ ფარგლებში, სოფელ თაიაში 15 ჰა ჩაის პლანტაციის გამოყვანა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

პროექტს კოოპერატივი ,,მეგრული ჩაი 2018“ ახორციელებს.

Read more

სამსონ თოდუა – ღირსეული სასულიერო პირის გაცოცხლებული ისტორია

დეკანოზი სამსონის ბაბუა დავით თოდუა ასევე იყო მღვდელი  სოფელ თაიაში. დეკანოზ სამსონს ჰყავდა ოთხი ძმა (ბესარიონი, ათანასე, აკი, თეოდორე) და ორი და. ხუთივე ძმა იყო სასულიერო პირი. ამაში დიდი წვლილი…

Read more

სამსონ თოდუას ცნობა “ოცინდალეს მონასტრის შესახებ

სანამ უშუალოდ ამ ცნობაზე გადავალთ. რამდენიმე ინფორმაცია სამსონ თოდუას შესახებ. სამსონი თავის ძმებთან ერთად სასულიერო პირი იყო. დაარსა სკოლა სოფელ თაიაში. პუბლიცისტი. დაკრძალულია ხაბუმეში, შვილთან ერთად, ჯუმითის უბანში, წმინდა გიორგის…

Read more

გიორგობა 2019 ოცინდალეში

წესად მექცა გიორგობის თაიაში აღნიშვნა. იხილეთ გიორგობა ოცინდალის მონასტერის შესახებ კომენტარი იგორ ფიჩხაიას ვთხოვეთ გიორგობის დღეს მლოცველები და სტუმრები მონასტერში ადიან. გზა ადვილი არაა, მაგრამ ასვლა წვალებად ღირს. დიდი მინდა…

Read more

უნიკალური ფოტოსურათები, რომელიც 1905 წლის თაიასა და მუხურს ასახავს

1905 წლის 19 მაისის “ცნობის ფურცელის” სურათებიან დამატებაში დაფიქსირებულია ოცინდალის მონასტრისა და ადგილობრივი მოსახლეობის სურათები. იმ პერიოდში თაია მუხურის ნაწილად ითვლებოდა. შესაბამისად რთული სათქმელია ოჯახის სურათი სადაა გადაღებული. .

Read more

ანრი თოდუას წარმატება

რამდენიმე წარმატებული ფოტოგრაფი წარმოშობით ჩხოროწყუდანაა. რომან თოლორდავას, ნინო შენგელიას, პანტელეიმონ გულორდავას და სხვებთან ერთად კიდევ ერთი ახალი სახე გამოჩნდა

Read more

თამაზ ბერაძე “ოცინდალეს ძეგლი”

1962 წელს ისტორიკოსი თამაზ ბერაძე ჟურნალ ” საბჭოთა ხელოვნებაში” აქვეყნებს პატარა წერილს ოცინდალეს შესახებ. გთავაზობთ მის მოსაზრებას

Read more

ოგვარგვალე (თაია) და მდინარე შიშა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ თაიასთან მოედინება მდინარე შიშა. ჩვენი გვერდის მკითხველთა თხოვნით ლევან გულუასთან და გიორგი ჩიქოვანთან ერთად ოგვარგვალეს მოვინახულებთ.

Read more