CHKHOROTSKU.GE

სოფელი ქვედა ჩხოროწყუ

ავტორი chkhorotskuge

ქვედა  ჩხოროწყუს  სადაბო სავჭო  სამხრეთ -დასავლეთით, ოჩხომურისა  და  ხობისწყლის გაშლილ  ველზე მდებარეობს.  მას სამხრეთით ესაზღვრება  ლესიჭინე , ხოლო დასავლეთით -ახუთის სასოფლო სავჭოები. რელიეფი სწორია. ნიადაგი ამ მდინარეთა მიერ ათასწლობით ჩამოტანილ მასითაა  დალექილი და  ძლიერ ნაყოფიერია  წითელ მიწა- ალივიური  ხანისაა. ამიტომ აქ ოდიდგანვე სიმინდის,  ღომისა და ჭადის -ჭადას უხვ მოსავალს  იღებდნენ. ადგილს დიდ ნაწილს ო ჩ ე   დ ა   ხ ო რ გ ო ნ  ა  ქვია.  ტყეები მასიურად იყო  შემოსილი კოლოშის, პანეშის, ჭვიტილურის ,  ჩეშის და  პაპასკირის  ვაზით.  აყენებდნენ კარგ ღვინოს.ადგილი გადამთიელ მოძალადეთა  მიერ  არაერთხელ ყოფილა გადამწვარი და  აოხრებული . გადმოცემით,  თათრებს აქ  ჩხოროწყუდან  (ცხრა წყაროდან) ოთხი თვალი,  ოთხი  წყარო ამოუვსიათ და დაუშვრიათ. ჭ ვ ი ლ ი შ ი ,  ნ ა ე  ზ ვ ა რ ი,  ნ ა ხ ა ნ გ ი რ უ  და სხვა  ადგილები იმ  საშინელი  დროის უსიამოვნო, მაგრამ  მეტყველ  მოწმეებს  წარმოადგენდნენ.  სოფელი  საკმაოდ  მოზრდილია  აქ 423 კომლი სახლობს  1596 კაცით.  ჭ ვ ი ლ ი შ ი (დამწვრისა), ად. გინაჭვი  რენია – გადამწვარიაო.  ჭვილი დიხა- დამწვარი მიწა . თურქობის  დროს სულ  გადაუწვიათ  და აუოხრებიათ. ნ ო ჭ  კ ა დ უ რ ი (ნასამჭედარი) , ადგ. უძველესი  სამჭედლო  ყოფილა. აქ  დღესაც პოულობენ წიდებს და  სამჭედლო  ინვენტარს.  თ უ რ ქ ი შ ი   ნ ო ხ ო რ ი ა (თათრის  ნასახკარი ), ად. ეს  თურქი აქ  დიდიხნის  წინად მოსულა , აქ  დასახლებულა , ჩვენს ხალხს  ძლიერ  მეგობრობდა ,  მეგრულად  ლაპარაკობდა ,  კიდეც  დანათესავებლა. მე  თქვენი  სისხლის  კაცი  ვარო,- იტყოდა  თურმე  ხშირად.  ნ ა ა ნ გ უ რ უ (ნააგურალი) , ადგ. აქ  უძველესი  საგურო  ყოფილა ,  დღესაც  ჩანს  აგურის  ქურისა და ძველი  აგურის  ფენა ,  დღეს კი  ჩაის პლანტაციაა.  ნ ა ფ ა ც ხ უ (ნაფაცხარი), ადგ.ამაღლებული  ზურგა  ადგილი; დღეს აქ ახალ  ნახნავზე ,  ხვნის  ხვნის  დროს ძველი  კაცები და  ქოთვნის ნამტრევები ცვივა მიწიდან .  აქ ძველად  კვარაცხელიები  ხახლებულა.  გამიგონია:  კვარაცხელია  უძველესი  გვარია ,  ამ  გვარის ხალხი  ძალიან  ცოცხალი, მოძრავი, ნიჭიერი,  კვარაცხელია ყოფილან,  ამიტომ  შერქმეულნან  ამათ  ასეთი გვარი. ნ ა ო რ ტ ვ ი ნ უ (ნაბოსტარი) ადგ.  ძველად აქ  დადიების  დიდი  ბოსტანი  ყოფილა . აქ  მოყავდათ  ჭარხალი  და  სხვა  ბოსტნეული.

ჩხოროწყუს ციფრული არქივი

ჩხოროწყუს ციფრული არქივი

ჩვენი ამბიციური პროექტი

სამოქალაქო სივრცე

ერთად შევქმნათ სამოქალაქო სივრცე

ერთად შევქმნათ სამოქალაქო სივრცე

  ააიპ "საქართველოს რეგიონების სივრცე"  ღიაა ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის.   

ჩხოროწყუს ელექტრონული ქსელი

ჩხოროწყუს  ელექტრონული ქსელი

ჩხოროწყუს ელექტრონული ქსელი

ჩვენ  ვქმნით  ჩხოროწყუს ელექტრონულ ქსელს, რომელიც  მოიცავს  ინფორმაციათა ფართო ქსელს ჩხოროწყუს  და  საქართველოს რეგიონების შესახებ

Need Help? Chat with us
-
00:00
00:00
Update Required Flash plugin
-
00:00
00:00