თაია სტუმართმოყვარეობით გამორჩეული სოფელია. ჩხოროწყუს ჩრდილოეთით განლაგებული თაია გამორჩეულ კლიმატურ ზონაში ხვდება და აქ ციტრუსებიც კი თავისუფლად ხარობს თაიაში მდებარეობს ოცინდალეს მონასტერი, ზესნახეს მღვიმე , ოგვარგვალე.
მას აღმოსავლეთით ესაზღვრება სოფელი ნაფიჩხოვო, სამხრეთით ჭოღა და ხაბუმე, დასავლეთით მუხური, ჩრდილოეთით ოცინდალეს მთანი მასივი. სოფლის ცენტრი ზღვის დონიდან 305 მეტრზე მდებარეობს, მაღალმთიანი ოცინდალე კი 650 მეტრზეა. სახელწოდება თაია ძველი დროიდან მომდინარეობს.სახელწოდებას ზოგი მთაიას მთებს უკავშირებს, ზოგი გატაცებული ქალის სახელს , რომელიც მტრებს წაუყვანიათ . სიფელში ცხოვრება უძველესი დროიდან ფიქსირდება.სახალხო დღესასწაული გივარგობა ყოველი წლის 23 ნოემბერს აღინიშნება