სოფელი ქვედა ჩხოროწყუ

მდებარეობა

ქვედა ჩხოროწყუ ოჩხომურისა და ხობისწყლის
ხეობებს შორის გაშლილ  ვაკეზე ზღვის  დონიდან 175 მეტრზე მდებარეობს.

მოსაზღვრე 
სოფლები და ქალაქი

ჩრდილოეთით ესაზღვრება  ჩხოროწყუ, სამხრეთით სოფ. ლესიჭინე,
აღმოსავლეთით სოფ. ახუთის ადმინისტრაციული ერთეული.

სივრცე

 ფართობი
შეადგენს 1427 ჰექტარს, მისი მოსახლეობაა 1969 მთ შორის პენსიონერია 336, დევნილი
112, ამომრჩეველთა რაოდენობაა 1428.

განათლება

 სოფელში
არის 2 საბავშვო ბაღი და 1 საჯარო სკოლა.

 სოფლის
ნაწილები

 ქვედა
ჩხოროწყუ ორ ნაწილად იყოფა: ლეჯიქე
და საკუთრივ ქვედა ჩხოროწყუდ. ლეჯიქე
მდინარე ოჩხომურის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს. იგი უძველესი დროიდან
დასახლებული უბანი ყოფილა, რაზედაც მეტყველებს ხომაკირდეს ციხის მიდამოებთან
სოფლის ტერიტორიაზე სავენახე მიწის დამუშავების დროს შემთხვევით აღმოჩენილი
სამაროვანი და იქ მოპოვებული რომ
ული მონეტები.

როლი

გადმოცემით ოჩხომურის ხეობას გასდევდა საქარავნო
გზა, რომლითაც ვაჭრები მოგზაურობდნენ. ქვედა ჩხოროწყუს ტერიტორიის ცენტრალური
ნაწილის დასახლება მეცხრამეტე საუკუნის სამოცდაათიანი წლებიდან იწყება . იგი
გამოირჩეოდა წყაროთა სიმრავლით და “ცხრაწყაროც” მის ტერიტორიაზეა
აღრიცხული. ეს ადგილი მეურნეთა შესასვენებლი იყო და მის გარშემო სავაჭრო ფარდულები
და სანალბანდოებიც გაჩნდა. ქვედა ჩხოროწყუ 1939 წელს გამოეყო ჩხოროწყუს თემს და
შეიქმნა ქვედა ჩხოროწყუ. სოფელ ქვედა
ჩხოროწყუში არის  ორი “წმინდა გიორგის” სახელობისა და
“მთავარანგელოზის” სახელობის ეკლესია.

წარმომადგენელი: გიგლა ყალიჩავა

ქვედა ჩხოროწყუ


ქვედა ჩხოროწყუს წმინდა გიორგის ტაძარი და მასში მოღვაწე სასულიერო პირები

გთავაზობთ ჩხოროწყუს მუზეუმის დირექტორის მოადგილის, ბატონ ზაურ ჯალაღონიას წერილს, რომლიც მუზეუმის ჟურნალში გამოქვეყნდა. წერილში მოცემულია ჩხოროწყუს და ქვედა ჩხოროწყუს ისტორიის საინტერესო ფრაგმენტები, ცნობები სასულიერო პირთა ცხოვრების შესახებ

ხომაკირდე- ლეჯიქეს არქეოლოგიური კომპლექსი

ხომაკირდე მდინარე ოჩხომურის მარცხენა სანაპიროზე, ლეჯიქეს უბანში მდებარეობს. უძველესი ნაშთები ა.წ მეოთხე-მეექვსე საუკუნეებით თარიღდება

“ობოხუობა” ქვედა ჩხოროწყუში

“my city Chckhorotsku” ფეისბუქის გვერდის ინფორმაციით, ქვედა ჩხოროწყუში , სასორდიოს უბანში, სახალისო ტურნირი “ობოხუობა” გაიმართა, რომელიც სორდიების საგვარეულო სახელით, პირველად ჩატარდა.

როგორ “დაიბადა” ჩხოროწყუ?

ჩხოროწყუ ქართულად ცხრა წყაროს ნიშნავს. გადმოცემის თანახმად,  ნიკო დადიანის სახლის მახლობლად ერთი მჟავე, ერთი ცხელი, ერთი მარილიანი და ექვსი ცივი, ანკარა წყარო ჩამოდიოდა და ადგილმაც სახელწოდება აქიდან მიიღო.

სოფელი ქვედა ჩხოროწყუ

ქვედა  ჩხოროწყუს  სადაბო სავჭო  სამხრეთ -დასავლეთით, ოჩხომურისა  და  ხობისწყლის გაშლილ  ველიზე მდებარეობს.  მას სამხრეთით ესაზღვრება  ლესიჭინე , ხოლო დასავლეთით -ახუთის სასოფლო სავჭოები. რელიეფი სწორია. ნიადაგი ამ მდინარეთა მიერ ათასწლობით ჩამოტანილ მასითაა  დალექილი და  ძლიერ ნაყოფიერია  წითელ მიწა- ალივიური  ხანისაა. ამიტომ აქ ოდიდგანვე