სოფელი კირცხი

სად მდებარეობს სოფელი კირცხი? სოფელი კირცხი მდინარე ხობისწყლის მარჯვენა და ჭანისწყლის მარცხენა ნაპირზე მდებარეობს. ცენტრი ზღვის დონიდან 225 მეტრზეა. უახლოესი რკინიგზის სადგურამდე 18 კილომეტრია.

სად მდებარეობს სოფელი სარაქონი? მდებარეობს მდინარეების ხობისწყლისა და ჭანისწყლის შუამდინარეთში, ზღვის დონიდან 220 მ სიმაღლეზე. ჩხოროწყუდან დაშორებულია 6 კილომეტრით.

მოსაზღვრე სოფლები: ესაზღვრება ხობის მუნიციპალიტეტი, აღმოსავლეთით სოფლები — ლესიჭინე და ქვედა ჩხოროწყუ. ჩრდილოეთიდან ესაზღვრება სოფელი ლეწურწუმე, ხოლო დასავლეთით — მდინარე ჭანისწყალი და ზუგდიდის მუნიციპალიტეტი.

სოფელ კირცხის ფართობი შეადგენს 3096,3 ჰა–ს.

მოსახლეობა: 2279. ამომრცეველთა რაოდენობა არის 1623.

სოფელში ფუბქციონირებს 2 საჯარო სკოლა და 2 საბავშვო ბაღი. კირცხის #1 საჯარო სკოლაში ფუნქციონირებს “ვალია ბეჭვაიას, სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი”. სოფელში 2007 წელს აშენდა წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია.

კირცხის განახლებულმა სკოლამ პირველი საჩუქარი მიიღო

ევროპული სტანდარტით განახლებულმა კირცხის საშუალო სკოლამ და მასთან არსებულმა საბიბლიოთეკო სივრცემ ეკვილიბრიუმის ფარგლებში საჩუქრები გიორგი კეკელიძესგან მიიღო. ჩხოროწყუს მერის დათო გოგუას, მერიის კულტურის სამსახურის უფროსის ათინა წურწუმიას , საკრებულოს თავმჯდომარის ბატონ ბესიკ ესებუას პირადი ხელშეწყობით და უდიდესი მონდომებით ჩხოროწყუს გიორგი კეკელიძე სტუმრობდა. სტუმრებმა განსაკუთრებულად პოზიტიურად გამოხმაურნენ გრანდიოზული განახლების რეზულტატს. შეხვედრას […]

კირცხის #1 სკოლის სრული რეაბილიტაცია

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ კირცხში  #1 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია აგვისტოს თვეში დაიწყო. პროექტს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის დაფინანსებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებენ . პროექტის საერთო ღირებულებაა 860 000 ლარი. სარეაბილიტაციო სამუშაოები 2019 წლის მარტში დასრულდება. სკოლის რეაბილიტაციისას გათვალისწინებულია საბუნისმეტყველო და კომპიუტერული […]

კირცხის ისტორიის საინტერესო ფრაგმენტები

კირცხი  ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულია.   ის აერთიანებს   კირცხსა და სარაქონს. სოფელი მდინარე ხობისწყლის მარჯვენა და ჭანისწყლის მარცხენა ნაპირზე მდებარეობს. აღმოსავლეთით ესაზღვრება ლესიჭინე და ქვედა ჩხოროწყუ, დასავლეთით ქალაქი ზუგდიდი, ჩრდილოეთით –ლეწურწუმე, ხოლო სამხრეთით ხობის მუნიციპალიტეტი.  ფართობი შეადგენს 3096,3 ჰა–ს, მოსახლეობა- 2279 ადამიანი, სოფელში ფუნქციონირებს 2 საჯარო სკოლა და 2 საბავშვო ბაღი.

ანა ჯალაღონიას კამერით დანახული სარაქონი და მიმდებარე სოფლები

ანა დამწყები, მოყვარული  ფოტოგრაფია. მას ძალიან უყვარს თავისი სოფელი და  მის რამდენიმე სურათს ვაქვეყნებთ. სარაქონი მდებარეობს მდინარეების ხობისწყლისა და ჭანისწყლის შუამდინარეთში, ზღვის დონიდან 220 მ სიმაღლეზე. დაბა ჩხოროწყუდან დაშორებულია 6 კილომეტრით.  (ვიკიპედიის ცნობა)